ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს მარიშკა ჯავახაძე ყოველთვის? - " ყველა ქალშია სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს..."
ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს მარიშკა ჯავახაძე ყოველთვის? - " ყველა ქალშია სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს..."
როგორც აღმოჩნდა, ბარბარიკა მანტკავას როლის შემსრული ულამაზესი, გემოვნებიანი და დახვეწილი მსახიობი სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. გაინტერესებთ მარიშკა ჯავახაძის შეხედულებები მოდასა და სილამაზეზე? ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს ის მუდამ თან, და რისი პოვნაა ყოველთვის მის ჩანთაში შესაძლებელი? გაეცანით ბლიც-ინტერვიუს.

- დაასახელეთ სამი ყველაზე მოდური ადამიანი…
- ჯიჯი ჰადიდი, სარა ჯესიკა პარკერიდა მაკა ჩიჩუა.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ყველა ქალი ლამაზია უბრალოდ ზოგს სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვს?
-კი, ვეთანხმები... ყველა ქალშია სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს...

-სამი სამოსი, რომელიც აუცილებლად
უნდა ჰქონდეს ქალს გარდერობში...

-კარგი ხარისხის ჯინსი, შავი კლასიკური მოსაცმელი და პატარა შავი კაბა.

-ლამაზ სხეულში ყოველთვის ლამაზი სულია?

-არ არის აუცილებელი...

- ქალი ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი რომელ ასაკშია?
- ჩემი აზრით, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და ყველა ასაკში შეიძება იყოს ქალი მიმზიდველი.

- ქალი ყველაზე მოდურია, როცა...

- როცა, კომფორტულად გრძნობს თავს იმ სამოსში, რაც აცვია.

- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მოდურობასა და გემოვნებას შორის?
-მოდურობასა და გემოვნებას შორის? არასდროს მიფიქრია, ალბათ მოდურიც და გემოვნებიანიც ისაა, ვისაც აცვია ის, რაც უხდება...

-რომ არა კაცები, ქალი მოდას აყვებოდა?
- რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ ქალი პირველ რიგში ქალს ეპრანჭება და მერე კაცს...

- გაქვთ ფერი, რომელსაც არასდროს ღალატობთ?
-კი, ვარდისფერი.

-მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით?
-ფორმულა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ჯანსაღი კვება და დღეში ორი ლიტრი წყალი.

-ადრე ამბობდნენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ახლა კი სიტყვა მსხვერპლი ფულმა ჩაანაცვლა, როგორ ფიქრობთ მატერიალური მდგომარეობა სილამაზესთან კავშირშია?
-არა, იმიტომ რომ არაერთხელ გამიგია ბებიებისგან, რომ სახლის პირობებშიც შესაძლებელია თავის მოვლა... ასე რომ, სულაც არაა წარმოუდგენელი არ გქონდეს ფული და გამოიყურებოდე მიმზიდველად.

-მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში უფრო თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში?

-გააჩნია სად მივდივარ, მე ზოგადად კედები მაცვია ხოლმე და უფრო ხშირად სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ მაგალითად ოპერაში, კედებით ნამდვილად ვერ ვიქნები თავდაჯერებული.

- რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი და რამე მოგონებას ხომ არ უკავშირდება ის?
-ჩემი საყვარელი აქსესუარია დედაჩემის მეგობრის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი. ჩემს სამეგობროში ვართ ხუთი გოგო და ხუთივეს ასეთი ბეჭდები გვაქვს...

- ხშირად ის რაც ქალის ჩანთაში დევს მის ხასიათს ასახავს, რისი პოვნაა შესაძლებელი ყოველთვის თქვენს ჩანთაში?
- ჩემს ჩანთაში ყოველთვის შეიძლება ტუჩის დამატენიანებელი ბალზამის ნახვა.

მერიემ კაკაურიძე

კომენტარები (6)
მარი
ნან და ჟოსეფინა დანარჩენი კომენტარებიც შენი იქნება კარგად დააკვირდი!!!ისე ვინაა ეს ქალი არ ვიცი და არც მაინტერესებს!
ნან
ჩცდ-ში ბარბარიკას საქციელს ნაპოლეონის ცნობილი გამონათქვამი უხდება"ქალის სიწმინდე მე თოვლს მაგონებს.ის სუფთაა,თეთრია მაგრამ მალე დნება".
ქალი ნაცი
ეს ქალი ახალგაზრდა ნაცია, მამალი ნაცი. ეს მოგწონთ ამ ქალში?
დეა
ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი ინტერვიუა.
რა მოგწნთ ამ ქალის ვერაფერი გავიგე
არანაირი +
მსგავსი სიახლეები
11:37 / 19-02-2018
მარიშკა ჯავახაძე რუბრიკის - "ალტერ-ეგოს" სტუმარია. ის გვესაუბრა თავის სიზმრებზე, ბავშვობის საყვარელ თამაშზე, თავისებურ წარმოდგენებსა და ალტერნატიულ სამყაროზე, რომელშიც იმოგზაურებდა.
10:25 / 05-12-2017
მარიშკა ჯავახაძემ გვიამბო, სად შოპინგობს, როგორ ახერხებს ყოველთვის ფორმაში ყოფნას და რა გზებს მიმართავს განწყობის გასაუმჯობესებლად, როცა უგუნებოდაა.
12:19 / 16-08-2017
ზაფხულის ცხელ დღეებში ყველა ცდილობს, ქალაქს თავი დააღწიოს და საკუთარ თავს მშვიდი თუ აქტიური დასვენება მოუწყოს
22:18 / 28-06-2017
მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სკოლის მასწავლებლები სცენაზე - პედაგოგთა მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა „არტ-ჰოლში“ შედგა
13:45 / 15-04-2018
72-ე საჯარო სკოლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა კათედრამ აიღო ვალდებუბლება რაიმე სახით ჩართულიყო სკოლის იუბილესადმი მიძღვნილ კვირეულში.
რას გეგმავს დიზაინერი, რომელიც აბრეშუმის ქაღალდს ამზადებს? - "..ჩემნაირი ტექსტილის დიზაინერები სხვა ქვეყანაში უფრო წარმატებულნი არიან..."
13:57 / 26-03-2018
ია კიკნაძე წისქვილის ჯგუფის მხატვარ-დიზაინერია, ის ტექსტილზე მუშაობს. დიზაინერი ამზადებს აბრეშუმის ქაღალდს, ხატავს აბრეშუმზე და ასევე, ქმნის აბრეშუმის შარფებსაც.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს ორჯერ შეხვდა
10:14 / 23-03-2018
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღიმილს იწვევს. ზოგი მათ უნდობლობას უცხადებს, ნაწილს მათი არსებობის სჯერა და არსებობენ სპეციალისტებიც, რომლებიც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს სერიოზულად სწავლობენ და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია.
რუსუდან მუმლაძის და ზურა ლალიაშვილის სიყვარულის ისტორია
11:34 / 19-03-2018
რუსუდან მუმლაძის მუსიკალური კარიერა 3 წლის ასაკიდან იწყება. მისი შემოქმედებითი გზა ისეთ ხელოვანებს უკავშირდებათ, როგორებიც იყვნენ:
"ღალატი და მსგავსი რამ ძალიან შორს არის ჩემგან..." - რას ფიქრობს "სანდროზე" გიორგი ნაზარიშვილი
15:02 / 15-03-2018
"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული კატოს და სანდროს რომანის გამოც იყო...
სალომე შარვაძე: "მე ძალიან ბევრი ქალი შემხვედრია ასეთ მდგომარეობაში"
12:30 / 12-03-2018
"ძალიან დამოუკიდებელი და საქმიანი ვარ! შეხვედრებზე დავდივარ, მაქვს ბევრი კონტაქტი და ჩემი ოჯახიც ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება.
"ის თუ იცით, შვილი სკოლიდან მშიერი რომ მოდის და საჭმელს ვერ ახვედრებ" - სალომე გოგეშვილის ემოციური პოსტი
13:46 / 08-03-2018
სალომე გოგეშვილს უკვე ბევრი იცნობს. ის "ნიჭიერში" მონაწილეობდა. პარამოცეკვავის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა - ახალგაზრდა დედა ორი წლის წინ ავარიაში მოყვა და ხელი დაკარგა.
"იქნებ შვილის ბოლო სუნთქვა მაინც მომესმინა, მაგრამ არ მანახეს..."
11:42 / 07-03-2018
"ალბათ, შენობიდან შუშა იმიტომ ჩამოვარდა, რომ უხარისხო წებოთი იყო დაწებებული. ეს კი დიდი პროცენტით ადამიანის ბრალია, მხოლოდ 2-3%-ით ვუშვებ, რომ ქარხანამ გამოუშვა უხარისხო წებო"
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი