"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა მამაკაცთან (ნელ მუსიკაზე), პირველი... - ნუ, გასაგებია რაც... და ა.შ.

თანაც, გვამახსოვრდება (ან ვიმახსოვრებთ) დეტალებში - მაგალითად, რა ეცვა მას პირველ პაემანზე ან როგორი ვარცხნილობა გვქონდა, როდესაც პირველად გვაკოცეს; რა ფერის ლაქი
გვესვა ფრჩხილებზე და სხვა მრავალი. მამაკაცებზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ჩემი გათხოვილი დაქალი ხშირად საყვედურობს თავის ქმარს იმაზე, რომ მას არ ახსოვს ასეთი "მნიშვნელოვანი" რაღაცები და დღემდე ვერ პატიობს იმ სიტყვებს, რომელიც მათი ქორწინების პირველი ღამის შემდეგ აღმოხდა მისი მეუღლის ბაგეს... ყოველი ჩხუბის დროს წამოაძახებს ხოლმე: - "შენ ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე არ დამვიწყებია, რა მითხარი ჩვენი ქორწინების პირველ ღამეს?"..

საქმეც იმაშია, რომ მის საცოდავ მეუღლეს არ ახსოვს, რა უთხრა ისეთი, რაც 10 წლის შემდეგაც ვერ დაივიწყა მისმა ცოლმა... მაგრამ კითხვაზე: - "რა, რა გითხარი ამისთანა, აღარ იტყვი?" - პასუხად ყოველთვის ერთი და იგივე ესმის: - "მაგას რა გამამეორებინებს!"

ის კი არა, მეც ვერ გამოვტეხე საკუთარი დაქალი და ვერ ვათქმევინე ის სიტყვები... არადა, ცნობისმოყვარეობა მკლავს.

ზოგიერთი დაქორწინებული წყვილის შემხედვარეს, საერთოდ არ მოგინდება გათხოვება, მაგრამ უკაცობაც მოსაბეზრებელია... პირადად მე, თავისუფალი ურთიერთობების მომხრე ვარ, ყოველგვარი ვალდებულებისა და მოვალეობის გარეშე, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვიძახი, რადგან მაშინვე მეძავად მოგნათლავენ და ქუსლებით შეგდგებიან. ამიტომ არც ვთხოვდები და არც... მოკლედ, ვარ ასე... - ვკმაყოფილდები ხანმოკლე შეხვედრებით, რომლებიდანაც 90% არ ამართლებს ჩემს მოლოდინს.

ახლაც პაემანზე გავრბივარ! - არა, კი არ მაგვიანდება, უბრალოდ, ერთი სული მაქვს, როდის მივალ... – აი, მივედი კიდეც, 10 წუთით ადრე. - რა ვქნა, დაველოდო თუ იმ ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდე და მინიდან ჩუმად ვუთვალთვალო, როდის მოვა?..

ეს შემთხვევა განსაკუთრებულია! ბიჭი, რომელსაც ახლა ვხვდები, - განსაკუთრებულია! ჩემი მეგობრის ქორწილში გავიცანი და საშინლად მომეწონა. მე გოგოს მხრიდან ვიყავი მეჯვარე, ის ბიჭის მხრიდან... სიმპათიურის გარდა, ძალიან თავშეკავებული და ღირსეული ბიჭია (ამ შემთხვევაში სიტყვა "დასტოინის" უფრო იყენებენ ხოლმე).

იმ ქორწილის მერე ერთი თვე გავიდა. არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე ირაკლი... ბევრი არც გვილაპარაკია. მხოლოდ ერთი ცეკვა მაჩუქა (თუ ვაჩუქე, გააჩნია რომელი კუთხით შევხედავთ). ის ერთი ცეკვა და ხანმოკლე საუბარი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, ჩემს წინ საკმაოდ განათლებული, ჭკვიანი, არაცანცარა მამაკაცი იდგა...

მონატრებამ რომ შემომიტია, ჩემს მეგობარს მისი ნომერი გამოვართვი, მაგრამ არ დამირეკავს, ვერ გავბედე... შემდეგ "ფეისბუქზე" მოვძებნე. დაახლოებით ათასჯერ მივიტანე მაუსის ისარი - მეგობრებში დამატების ნიშანზე, მაგრამ ვერც ეს შევძელი... - ძალიან პრინციპული ვარ!

სადღაც, გულში მეწყინა, რომ თვითონ არ ეცადა ჩემი ნომრის გაგებას და არც ინტერნეტში მომძებნა... არადა, ვიცი, რომ მასაც მოვეწონე... ამას ადვილად ვგრძნობ ხოლმე...
ის ერთი თვე საკუთარ თავთან ბრძოლაში გავატარე. რამდენჯერაც დარეკვის სურვილი მომეძალა, იმდენჯერ ჩავკალი... საკუთარ თავს ავუკრძალე მისი თვალების, ტუჩების, ხელების, ხმის და სხეულის სხვა ნაწილების გახსენება, მაგრამ ყოველ საღამოს ვარღვევდი საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას.

როდესაც ცნობიერება გათიშვას იწყებდა და ძილის სტადიაში გადადიოდა, მაშინაც ნათლად ვხედავდი მის სახეს, მაგრამ სამაგიეროდ, ფემინიზმის ნიშნებს არ ეძინათ და მაიძულებდნენ ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნებას და სახის ბალიშში ჩარგვას.

ფსიქიკა გამუდმებით მახსენებდა: - "გაიხსენე, რით დასრულდა შენი წინა "სიყვარული"? შენ რაა, - გეცოტავებაა?" ცნება "ღირსება" კი მაიძულებდა, რომ მთელი ჩემი არსებით მეცადა მისი დავიწყება.

- "თვითმფრინავში ჩავჯდები და სამუდამოდ გადავიკარგები სადმე, უკაცრიელ კუნძულზე! ან სხვა ქვეყანაში და არასოდეს ვნახავ მას!.." სწორედ ეს სიტყვა - არასოდეს, ჩაქუჩივით მირტყამდა თავში. თითქოს ჩემი ტვინი ნაწილებად დაიშალა და თითოეული მათგანი სათითაოდ ყვიროდა:

- ის არასოდეს მოვა!

- შენ მას ვეღარასოდეს ნახავ!

- შენ მას არასოდეს მოსწონდი!

- არასოდეს უნდა შეაწუხო მამაკაცი ყურადღებით!

- არასოდეს დაურეკო პირველმა!

- არასოდეს! არასოდეს! ა რ ა ს ო დ ე ს !!!

დავთვალე, - სულ ჩვიდმეტი "არასოდეს" გამომივიდა, მაგრამ ერთთვიანი ტანჯვის შემდეგ ვეღარ მოვითმინე და დავურეკე.

ყველაფერი უცებ მოხდა! მაშინვე გამიხსენა (იქნებ არც დავვიწყებივარ), თბილად მესაუბრა და შეხვედრაზე ოდნავ გაკვირვებული ტონით დამთანხმდა. ახლა ვდგავარ ქუჩაში და წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა ვუთხრა, როცა მოვა...

იმედი მაქვს, მოვა!

უკვე 4 წუთით აგვიანებს...

...არ მოვა!

...არა, მაინც რა სულელი ვარ! რატომ მეგონა, რომ მოვიდოდა?..

- ბოდიში, ცოტა დავაგვიანე...

შევბრუნდი. ის არის. ჩემს წინ დგას და მიღიმის... ზუსტად ისეთია, როგორიც მახსოვდა (ან რა დამავიწყებდა? მისი ყველა სურათი მაქვს გადმოწერილი კომპიუტერში მისივე "ფეისბუქის" პროფილიდან).

- აარა უშავს...

- გამიკვირდა შენი ზარი... არ მეგონა, თუ გახსოვდი. თითქმის ერთი თვე გავიდა!

- თვე და ცამეტი დღ... აა, ისაა.. ჰოო... რატომღაც გამახსენდი და შენი ნახვა მომინდა...

გაეცინა. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, თუ როგორი გამომეტყველება მექნებოდა სახეზე... ალბათ, კიბორჩხალასავით გავწითლდი.

კინოში მივდივართ. ყველაფერი იდეალურადაა... ფილმი ერთ გათხოვილ ქალზეა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს და თან მუშაობს... დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ! კულმინაციურ მომენტში, როდესაც მთავარ გმირს ისტერიული შეტევა დაემართა და გამწარებული ტუალეტში შეიკეტა, ირაკლი ჩემკენ გადმოიხარა და ხმადაბლა მითხრა:

- აი, ამიტომ არ უნდა გათხოვდეს ქალი და ცოლიც არ უნდა მოიყვანოს კაცმა! გათხოვილი ქალი გამოუსადეგარი ხდება! წვეულებებზე არ დადის იმის შიშით, რომ არავინ სთხოვოს სუფრის ალაგებაში დახმარება; კინოში მხოლოდ იმ იმედით მიდის, რომ გამოიძინოს; იცვამს ერთხელ და სამუდამოდ! მერე აღარასოდეს იხდის... ინტიმურ ურთიერთობებად ბავშვთა კვების განყოფილების რიგში აზრების გაცვლა-გამოცვლას მიიჩნევს.

ყველა წუთი გათვლილი აქვს! - ადგომა-საუზმე-შვილები-სკოლა-ქმარი და ა.შ. სექსის დროს რამდენჯერმე წამოხტება, რომ ბავშვს საბანი დააფაროს... იმედია, შენ არ აპირებ გათხოვებას! - ა რ ა ს ო დ ე ს!

ამ ბოლო, - მეთვრამეტე "არასოდეს"-მა ბოლო მომიღო. ახლა მივხვდი, რატომ შეარჩია ეს ფილმი... ვითომ სასხვათაშორისოდ მითხრა, მაგრამ სინამდვილეში "გამიიასნა", რომ ცოლის მოყვანას არ აპირებს და შესაბამისად, მასთან სერიოზულ ურთიერთობაზე არ ვიფიქრო.

სახლამდე მომაცილა და წავიდა. მე კიდევ, უკვე თვლა ამერია, მეიმდენეჯერ დავიფიცე, რომ არავის აღარ შევხვდები!

არასოდეს!!!

P.S. ჰოო, მართლა! - მეორე დღეს, როდესაც ჩემი გათხოვილი დაქალის კალთაში მოვთქვამდი, როგორც იქნა, მითხრა ის "კოშმარი", რაც მისმა ქმარმა უთხრა ქორწინების პირველ ღამეს:

- "რა იყო ეს მიკიმაუსიანი ტრუსი? ექვსი წლისა ხარ? - რამე სექსუალური ვერ ჩაიცვიი???"



ჟურნალი "და ქალი"
(ივნისის ნომერი)



კომენტარები (47)
ნოკა
მაგარია სტატიაა, საინტერესო იყო (Y)
ნინო
მომეწონა, კარგი სტატიაა
ნიკა
ყველაფერი ძალიან მაგარი იყო მართლა ...უბრალოდ მეგონა რო ქართულ მენტალიტეტს ფილმის ბოლოს მაინც დაძლევდა... ტეხავს მაგრამ ლამაზია
ეკა
ეს სტატია , მგონი, ჩემზეა!!!
ევა
აუ ძაან ქუულ სტატიაა, სახალისო

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ექსკლუზივი: როგორ ატარებს თავისუფალ დროს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე - დუბაის პრინცი და როგორ ფოტოებს აქვეყნებს „ინსტაგრამზე“
17:05 / 16-07-2018
სწორედ მის მშობლებს ჰქონდათ ისტორიაში ყველაზე მდიდრული ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც 137 მილიონ დოლარს შეადგენდა.
თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს
13:41 / 14-07-2018
უმრავლესობას სიბერის ეშინია და ვერ წარმოუდგენია, რომ ბებერს, რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სიბერე სასჯელი არაა, თუ თავად არ გადაწყვეტთ, დროზე ადრე დაბერებას.
თავშესაფარი. ძარცვა (თავი 13)
12:19 / 12-07-2018
გიორგი მანქანას სადარბაზოსთან მიჩერებს. ჯერ თვითონ გადადის, იქაურობას ზვერავს, სიტუაციის რისკებს ითვალისწინებს და მერე ისევ თავის სავარძელს უბრუნდება.
 ჩალის ქუდი - აქსესუარი, რომელიც შენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის
11:29 / 12-07-2018
გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე.
უსახელო: რა ბინადრობს ბერკლის სკვერის 50 ნომერ სახლში?
12:06 / 08-07-2018
ნისლიანი ლონდონი, კიდევ უფრო მისტიკურობას სძენს ქალაქს. თითქოს ყოველი ქუჩის კუთხიდან პოლტერგეისტი მოჩანს.
ისწავლე უცხოელების შეცდომებზე - ტოპ 4 რამ, რაც ამაზონზე „შოპინგის“ დროს ეშლებათ
12:28 / 04-07-2018
"ამაზონს" 390 $ მილიარდის კაპიტალი აქვს, რაც ბევრად აღემატება საცალო ვაჭრობაზე მომუშავე ნებისმიერი კომპანიის ფინანსებს.
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
6 წლის იტანის ტრაგედია, რომელმაც აშშ-ში ბავშვების ძიების სისტემა ძირეულად შეცვალა
14:24 / 04-06-2018
39 წლის წინ 6 წლის იტანი დილით სახლიდან სკოლაში წავიდა, მაგრამ იქიდან არ დაბრუნებულა. ეს ისტორია ამერიკის ისტორიაში ეროვნულ ტრაგედიად ითვლება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31