ჩალის ქუდი - აქსესუარი, რომელიც შენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის
 ჩალის ქუდი - აქსესუარი, რომელიც შენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის
გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე. ჩალის ქუდმა გამოიარა მრავალი საუკუნე ისე, რომ არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა. იგი გახდა მუზა უამრავი პოეტისა თუ ფერმწერისა. მასზე იღებდნენ ფილმებს და უძღვნიდნენ სიმღერებს.


დღესაც,
როგორც რამდენიმე ათწლეულის წინ, ჩალის ქუდი არის საყვარელი და საამაყო ნივთი მოდის მოყვარულთათვის. ამ აქსესუარს ხშირად ირგებენ ჰოლივუდის მსახიობები: ბრედ პიტი, ჰიუ ჯეკმანი, შონ კონერი, დაკოტა ჯონსონი, ჯულია რობერტსი.
იმდენად რომანტიკული, საინტერესო, მოდური და მიმზიდველია, რომ ყველას უჩნდება სურვილი, ერთხელ მაინც მოირგოს იგი და მართლაც, თუ ერთხელ მოირგე, შეუძლებელია მისი დავიწყება:


  • ძალიან პრაქტიკულია, უპირველეს ყოვლისა, გიცავთ მზის სხივებისგან
  • არ იდარდოთ, თუ არ მოგწონთ თქვენი ვარცხნილობა. ეს ქუდი ნამდვილი ჯადოქარია.
  • მსუბუქი და ეკოლოგიურად სუფთა ნივთია.
  • საოცარი სტილის შექმნა შეუძლია ორივე სქესის წარმომადგენლისათვის.

მე-17 საუკუნე, ფლორენცია, მზის სხივებისგან შეწუხებული ხალხი... ჩალის ქუდების „ოქროს ხანა“ დაიწყო ზუსტად ამ დროს. მოიყვანეს განსაკუთრებული ხორბლის სახეობა ოქროსფერი ღეროებით, სპეციალურად ქუდების დასამზადებლად. როგორც მოსავალი, ასევე მისი აღების პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. მას ძირფესვიანად ხელით გლეჯდნენ, ისე, რომ არ დაზიანებულიყო არც ერთი ღერო. ასეთი მოპყრობით იგი ინარჩუნებდა ელასტიკურობას. ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო იმ დროისთვის, ამიტომაც სპეციალურადაც კი ამზადებდნენ ბავშვებს.

დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მრავალფეროვანიც ხდებოდა ის მასალა, რომლისგანაც ამზადებდნენ ე.წ. ჩალის ქუდებს.
თუ რისგან, რა დამუშავების შედეგად დამზადდა და რამხელა შრომა იყო გაწეული მის დასამზადებლად, ყველა ეს ფაქტორი აისახებოდა ფასზეც.


პირველად ასეთი ქუდების დაწვნა დაიწყეს ძველ საბერძნეთში. ეს იდეა მოუვიდა ყანაში, შუაგულ სიცხეში მომუშავე ხალხს. შემდგომ გავრცელდა აზიაში, მერე კი ევროპაში. მე-16 საუკუნემდე ჩალის ქუდებს იყენებდნენ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები. ფორმის, ფერისა და სტილის მიხედვით, მარტივად გამოიცნობდით, ვინ იყო მისი მატარებელი: მჭედელი, გამყიდველი თუ სხვა.

მე-17 საუკუნეში კი შეამჩნიეს არისტოკრატიული წრის წარმომადგენლებმაც და შეიყვარეს კიდეც. ყველაზე მეტად ამ ქუდებით დაინტერესდნენ ფრანგი ქალები და ამერიკელი მამაკაცები. სწორედ ამ დროს განიცადა დიდი ცვლილება, ვინაიდან დაიწყეს მისი გაფორმება სხვადასხვა ქვით, ლენტით, ყვავილითა და ბუმბულით.


1860 წელს დაამზადეს ე.წ. კოვბოის ქუდი. იგი განკუთვნილი იყო მამაკაცებისთვის, თუმცა ძალიან მალე მისი ტარება დაიწყეს მანდილოსნებმაც. თუ ადრე ჩალის ქუდებს აღიქვამდნენ, როგორ რომანტიკულ აქსესუარს, კოვბოის ქუდებმა შემოიტანა სულ სხვა შეხედულება და ხელი შეუწყო ფემინისტური განწყობის გაღვივებასაც. ამ ქუდის მატარებელი ქალი აღიქმებოდა, როგორც დამოუკიდებელი, თავგადასავლების მოყვარული, თამამი და ძლიერი, რომელიც არ უშინდება სირთულეებს.

1880 წელს შემოგვთავაზეს ამ ქუდის ერთ-ერთი ვარიაცია, რომლებსაც იყენებდნენ იტალიელი მენავეები, შემდგომ კი ეს სტილი შეიყვარეს უკრაინელებმა, რუსებმა, მოლდოველების და ბალტიისზღვისპირეთში მცხოვრებმა ხალხმა.

ასე, დროთა განმავლობაში იხვეწებოდა ჩალის ქუდის დიზაინი. ახლა კი შეგიძლიათ იხილოთ მისი მრავალფეროვანი არჩევანი და მოირგოთ განწყობისა და სიტუაციის მიხედვით.











ანი მაისურაძე

იხილეთ: დაწნული ჩალის ან ბამბუკის ჩანთით შექმნილი შენი ორიგინალური სტილი

დაწნული ჩალის ან ბამბუკის ჩანთით შექმნილი შენი ორიგინალური სტილი
კომენტარები (1)
lia
სტატია ძალიან საინტერესოა , მადლობა, ანი. ჩემს წინა კომენტარზე მაპატიეთ, მაგრამ :)

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ექსკლუზივი: როგორ ატარებს თავისუფალ დროს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე - დუბაის პრინცი და როგორ ფოტოებს აქვეყნებს „ინსტაგრამზე“
17:05 / 16-07-2018
სწორედ მის მშობლებს ჰქონდათ ისტორიაში ყველაზე მდიდრული ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც 137 მილიონ დოლარს შეადგენდა.
თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს
13:41 / 14-07-2018
უმრავლესობას სიბერის ეშინია და ვერ წარმოუდგენია, რომ ბებერს, რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სიბერე სასჯელი არაა, თუ თავად არ გადაწყვეტთ, დროზე ადრე დაბერებას.
თავშესაფარი. ძარცვა (თავი 13)
12:19 / 12-07-2018
გიორგი მანქანას სადარბაზოსთან მიჩერებს. ჯერ თვითონ გადადის, იქაურობას ზვერავს, სიტუაციის რისკებს ითვალისწინებს და მერე ისევ თავის სავარძელს უბრუნდება.
"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
15:32 / 10-07-2018
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა მამაკაცთან (ნელ მუსიკაზე), პირველი... - ნუ, გასაგებია რაც... და ა.შ.
უსახელო: რა ბინადრობს ბერკლის სკვერის 50 ნომერ სახლში?
12:06 / 08-07-2018
ნისლიანი ლონდონი, კიდევ უფრო მისტიკურობას სძენს ქალაქს. თითქოს ყოველი ქუჩის კუთხიდან პოლტერგეისტი მოჩანს.
ისწავლე უცხოელების შეცდომებზე - ტოპ 4 რამ, რაც ამაზონზე „შოპინგის“ დროს ეშლებათ
12:28 / 04-07-2018
"ამაზონს" 390 $ მილიარდის კაპიტალი აქვს, რაც ბევრად აღემატება საცალო ვაჭრობაზე მომუშავე ნებისმიერი კომპანიის ფინანსებს.
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
6 წლის იტანის ტრაგედია, რომელმაც აშშ-ში ბავშვების ძიების სისტემა ძირეულად შეცვალა
14:24 / 04-06-2018
39 წლის წინ 6 წლის იტანი დილით სახლიდან სკოლაში წავიდა, მაგრამ იქიდან არ დაბრუნებულა. ეს ისტორია ამერიკის ისტორიაში ეროვნულ ტრაგედიად ითვლება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31