"ამაზონს" 390 $ მილიარდის კაპიტალი აქვს, რაც ბევრად აღემატება საცალო ვაჭრობაზე მომუშავე ნებისმიერი კომპანიის ფინანსებს.
მისი ბიუჯეტი და გაყიდვების რიცხვი თანდათან იზრდება, თუმცა "ამაზონზე" ვაჭრობა ყველასთვის წარმატებული არაა.
გახსოვთ, ალბათ, კადრი ფილმიდან „შოკოჰოლიკი“, სადაც ორი გოგონა ერთმანეთს ერთი ჩექმის გამო უპირისპირდება. არ ვიცი, საქართველოში ხდება თუ არა მსგავსი შემთხვევები, თუმცა ჩვენ უნებლიეთ მსგავს დუელში აღმოჩენის შანსი "ამაზონზე" შოპინგის დროს გვაქვს. დიახ, "ამაზონზე" ვაჭრობა ორთაბრძოლაა, თან ისე, რომ ამის შესახებ თავადაც არაფერი ვიცით. იმისათვის, რომ ამ „დუელში“ წარმატება თქვენ შეგხვდეთ წილად და თან ფინანსებსაც მოუფრთხილდეთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
თქვენ შანსი გეძლევათ, გამოასწოროთ ის 4 შეცდომა, რასაც "ამაზონზე" ვაჭრობისას ყველაზე ხშირად უშვებენ:
1. ხშირად ამაზონი პროდუქტის ჩამოტანაში დამატებით თანხას იღებს
მომხმარებელთა ნაწილი არ აკვირდება პროდუქტის აღწერისას წვრილად მიწერილ ტრანსპორტირების ხარჯებს. ფოტოზე ნაჩვენები პირველი პროდუქტი 35.95 $ ღირს, თუმცა მას საქართველოში ჩამოტანის ფასი ემატება და ჯამში მისი ყიდვა 57.9 $ დაგიჯდებათ.
ამ კაბას კი უსასყიდლოდ ჩამოგიტანენ და მხოლოდ დიდი ციფრებით მითითებულ თანხას გადაიხდით.
2. ამაზონს შეუძლია, ნივთი ღირებულებაზე ძვირად „შემოგაპაროთ“
შოპინგის მოყვარულებს, როცა რაიმე მოეწონებათ, მაშინვე ყიდულობენ. ეს მიდგომა "ამაზონზე" ვაჭრობის დროს წამგებიანია, რადგან ის ხშირად ცვლის ფასებს და ასე ერთი ნახვით ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ხელში შეგრჩეთ პროდუქტი, რომლის ფასიც ნახევარ საათში განახევრდება. ვაჭრობის ექსპერტი კორტნი ჯესპერსონის დაკვირვებით, "ამაზონზე" პროდუქტის ფასი თვის განმავლობაში მინიმუმ 5-ჯერ საგრძნობლად იცვლება. ასე რომ, სანამ რამეს იყიდით, სჯობს რამდენიმე დღე მაინც მოიცადოთ და ფასებს დააკვირდეთ.
3. ამაზონზე მნიშვნელოვანი შეღავათებით მხოლოდ წევრები სარგებლობენ
საწევროს გადახდისგან და "ამაზონზე" გაწევრიანებისგან ბევრი თავს იკავებს, ფიქრობენ, რომ ეს დამატებითი ხარჯია, თუმცა მომხმარებელზე დამკვირვებელთა კვლევის შედეგების მიხედვით, "ამაზონი" ერთგულ და სანდო მყიდველებად თვლის თავის წევრებს და მათ უფასო ტრანსპორტირებასა და სხვა შეღავათებს სთავაზობს.
4. ამაზონი არაა იდეალური ადგილი ონლაინ-შოპინგისთვის
ჯერ კიდევ 2014 წელს saving.com-მა აღმოაჩინა, რომ პროდუქტის ნაწილი კონკურენტ ვებგვერდებზე გაცილებით იაფად იყიდება. ასე, რომ სანამ რამეს იყიდით, სხვა სივრცეებსაც ესტუმრეთ.
იხილეთ: 5 საიდუმლო ხრიკი "ამაზონზე" ფულის დასაზოგად - როგორ ვივაჭროთ სარფიანად?
ტოპ-5 საიტი, სადაც ტანსაცმლის შეძენა 2-5 დოლარად შეგიძლიათ