პრისცილა ლაუტერი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბალნიანი ქალია. იგი თმისგან მხოლოდ ერთხელ, 1995 წელს გათავისუფლდა, როცა მისი საყვარელი ქმარი - ადამიანი ნიანგის კანით - გარდაიცვალა.
პრისცილამ 90 წელი იცოცხლა. მთელ დროს ცირკში ატარებდა ხალხს თავისი სიმახინჯით ართობდა.
პრისცილა 1911 წლის აპრილში პუერტო-რიკოს პატარა ქალაქში დაიბადა. დაბადებიდან ყველას ყურადღება მიიპყრო, მაიმუნივით ბალნიანი იყო.
ექიმებმა ჰიპერტრიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ამ სენს ვერ მკურნალობდნენ, დღეს ჰორმონალური პრეპარატებით ებრძვიან. ჩარლზ დარვინი პრისცილასნაირ ადამიანებს "მაიმუნსა და ადამიანს შორის დამაკავშირებელს" ეძახდა.
გოგონას მამამ შვილის სიმახინჯით "ფულის გაკეთება" გადაწყვიტა და იგი ხშირად გამოჰყავდა ხალხმრავალ ადგილებში. თუმცა, დაცინას უფრო ხშირად იღებდა და მცირე ანაზღაურების ფასად, მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ერთ დღეს მახინჯების ცირკში მიიყვანა. მაგრამ, როგორ? ღამით პლედში გახვეული პრისცილა ცირკის დირექტორის კარლ ლაუტერის ბალაგანში მიუყვანა და ჩურჩულით უთხრა: "ჩვეულებრივი ბავშვი არ გეგონოთ".
ბალნიანი ბავშვის დანახვისთანავე ლაუტერი ბედნიერებით ცას ეწია. მან იშვილა პრისცილა და გვარიც მისცა. ეს 1926 წელს მოხდა. მას შემდეგ გოგონა მშობლებს აღარ შეხვედრია. ამბობდნენ, მამამისი ლოთებმა ჩხუბში მოკლესო...
მამინაცვალმა გოგონას კარგი განათლება მისცა, დახვეწილი მანერები შეასწავლა, ძვირფას სამოსს ყიდულობდა. მისი დაჩაგვრის უფლებას არავის აძლევდა. ცოტა ხანში კი, გაწვრთნილ მაიმუნ ჟოზეფინასთან ერთად, რომელმაც ფურთხება და სიგარეტის მოწევა იცოდა, სცენაზე გაიყვანა. ხალხი სიამოვნებით დადიოდა "ორი მაიმუნის" სანახავად.
1946 წლიდან პრისცილა შოუებს თავად დგამდა. სცენაზე მღეროდა და ცეკვავდა. წვერი რომ არა, შეგვიძლო მისთვის მიმზიდველი ქალი გვეწოდებინა, მაგრამ კიდევ ერთი ნაკლი ჰქონდა. კბილები ორ წყებად ამოეზარდა. მისი დახმარება ეგზოტიკური გარეგნობის ადამიანების მოყვარულმა ქალმა გადაწყვიტა. მას სახლში ადამიანისმაგვარი მაიმუნები ჰყავდა. თუმცა, ცოტა ხანში გაირკვა, რომ პრისცილას დახმარების სანაცვლოდ, მის ერთ-ერთ მაიმუნთან შეჯვარებას გეგმავდა.
პრისცილა ცირკში დაბრუნდა და რომანი გააბა ემიტ ბეჟანოსთან. მამაკაცს იხტიოზიის სინდომი - ნიანგის კანი ჰქონდა. სქელი და უხეში კანი არასდროს ოფლიანდებოდა. ადამიანი-ნიანგი და გოგონა-მაიმუნი დაქორწინდნენ. მოსიყვარულე წყვილს გოგონა ეყოლა, მაგრამ 4 თვის ჩვილი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
შვილის სიკვდილით დადარდიანებული მშობლები ცირკში გამოსვლებს განაგრძობდნენ. მეუღლეებმა უამრავი ფული დააგროვეს და პრისცილამ კბილების მკურნალობა კლინიკაში შეძლო. "მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო წყვილი" - ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ 1995 წელს ემიტი გარდაიცვალა. მაიმუნისსახიანი მოხუცი ქალი მარტო დარჩა. თუმცა, შოუებში გამოდიოდა და ფულსაც შოულობდა.
პრისცილა ლაუტერი 2001 წელს გარდაიცვალა. მან შეძლო დაემსახურებინა ხალხის სიყვარული და პატივისცემა. იყო ბედნიერი და მდიდარი. თავისი ცხოვრებით კი დაამტკიცა, რომ სილამაზეში არაა ბედნიერება.
რუსუდან გელაშვილი
ქვრივი, რომელიც "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის" ტიტულისთვის იბრძოდა
„ბავშვების ზოოპარკი“ - ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ისტორია
ყველაზე უცნაური ქალების ისტორიები-"ორთავა ბულბული", "გოგონა-აქლემი" და "ოთხფეხა ჟოზეფინა"