დაუჯერებელი ისტორია, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგიყვეთ, ორ ქალზეა..
მათ შეძლეს ის, რისი წარმოდგენაც ნამდვილად გაგიჭირდებათ. ეს ამბავი 1901 წელს მოხდა.
ესპანეთში, ქალაქ ა’კორუნაში, წმინდა ხორხეს სახელობის ეკლესიაში, მღვდელი ძალიან მოხერხებულად მოატყუეს. იგი ვერაფერს მიხვდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
მან შენიშნა, რომ სასიძოს წვერ-ულვაში არ ჰქონდა და მეტისმეტად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, თუმცა, მთავარი რამ მხედველობიდან გამორჩა.
ყველა დეტალს ყურადღებას ვერც მიაქცევდა, რადგან იმ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა თავის ჯერს, რათა ჯვარი დაეწერა.
მღვდელი ყველაზე მთავარს ვერ მიხვდა, რომ სასიძო, სახელად მარიო, ქალი იყო.
კავშირი ელიზასა და მარსელას შორის, დღემდე რჩება ერთსქესიანთა პირველ ქორწინებად, ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის არსებობის ისტორიაში.
იმ პერიოდში, ამგვარი სასიყვარულო ურთიერთობა, პირდაპირ კავშირში იყო გაქცევასთან, რათა სასჯელი თავიდან აერიდებინათ.
უფრო მეტი ვიდრე მეგობრობა
გოგონებმა ერთმანეთი პედაგოგიურ კოლეჯში გაიცნეს. ისინი მალევე გახდნენ ახლო მეგობრები, შემდეგ კი მეგობრობა უფრო მეტში გადაიზარდა.
მარსელას მშობლები ძალიან შეწუხდნენ და მადრიდში გააგზავნეს. თუმცა, დრო გადიოდა და მათი კავშირი, უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
როდესაც მარსელამ სწავლა დაასრულა და სახლში დაბრუნდა, ესპანეთის სოფელ კალოში, უფროს პედაგოგად მოეწყო. ეს სწორედ ის დაწესებულება იყო, სადაც ელიზაც ასწავლიდა.
ამ პერიოდიდან ერთად ცხოვრება დაიწყეს. მათი გზა უეკლო ნამდვილად არ ყოფილა. წყვილის შესახებ წიგნიც კი არსებობს, რომელიც ნარცისო დე გაბრიელმა დაწერა.
წიგნში აღწერილია ეპიზოდი, სადაც ჩანს, რომ მარსელა დაორსულდა, თუმცა, მამის სახელის დადგენა ვერ მოხერხდა.
მარიოს დაბადება
1901 წელს, ელიზამ გარეგნობა შეიცვალა და მამაკაცს დაემსგავსა. მან შეიჭრა თმა, ჩაიცვა პიჯაკი და მთლიანად გარდაიქმნა მარიოდ.
მარიო რეალური ადამიანი გახლდათ, რომელიც მისი ბიძაშვილი იყო და გემის ჩაძირვას ემსხვერპლა.
ელიზამ თავის შესახებ ლეგენდა შეთხზა, რომლის თითოეული დეტალიც მთელი სიზუსტით დაამუშავა. თითქოს მარიო ლონდონში გაიზარდა და მამა ათეისტი ჰყავდა.
1901 წლის 8 ივნისს, ელიზა და მარსელა დაქორწინდნენ. ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართა.
მათ პირველი ღამე პანსიონში გაატარეს.
გაქცევა
ახალგაზრდების ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. მეზობლებმა სასწრაფოდ შეატყობინეს მთავრობას, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
სულ მალე გაზეთები შემდეგი სათაურის მქონე სტატიებით აჭრელდა: „ქორწინება სასიძოს გარეშე“. ეს ამბავი მთელ ესპანეთს მოედო.
შედეგად გოგონებმა სამსახური დაკარგეს და მათთან საუბარი არავის აღარ სურდა.
პოლიციას უკვე მათი დაკავების ორდერი გააჩნდა. მარსელა და ელიზა, ჯერ პორტუგალიაში გაიქცნენ, მოგვიანებით კი, არგენტინაში გადასახლდნენ.
პორტოში ყოფნისას, მთავრობა მათ ექსტრადიციას მოითხოვდა. სწორედ ამ დროს გააჩინა მარსელამ გოგონა.
ამ პერიოდიდან ისინი ფაქტობრივად გაუჩინარდნენ.
ორივე იძულებული გახდა, რომ სხვა სახელები მოეფიქრებინათ. მარსელამ კარმენი დაირქვა, ელიზამ კი მარია.
ელიზა ცოლად ქრისტიან ჰერსენს გაჰყვა, რომელიც მასზე 24 წლით უფროსი იყო.
რითიც მან შეძლო გამოესწორებინა თავიანთი ფინანსური მდგომარეობა.
ჩანაწერი მარსელასა და მარიოს ქორწინების შესახებ, დღემდე ინახება საეკლესიო წიგნში. მათი ქორწინება ანულირებული არასდროს ყოფილა.
ეს იყო პირველი ქორწინება ესპანეთში, რომელიც ერთსქესიან წყვილს შორის შედგა.
მსგავსი შემთხვევა 1061 წელსაც მომხდარა. ორმა მამაკაცმა, პედრო დიასმა და მუნიო ვანდილასმა, გააფორმეს საქორწინო ხელშეკრულება.
თუმცა, ისტორიას არც საბუთი შემოუნახავს და არც ის, იცოდა თუ არა მღვდელმა ორივეს სქესის შესახებ.
ერთსქესიანთა ქორწინება, ესპანეთში 2005 წლის ჩათვლით იყო ლეგალიზებული.