ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც ახალ თაობაზე ახლად დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ანგრევენ
ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც ახალ თაობაზე ახლად დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ანგრევენ
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა გამოიწვია. თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. კლუბიდან გამოძევების შემდეგ ღია ცის ქვეშ განაგრძეს ცეკვა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებზე სოცქსელში წერენ: "ვისთვის იბრძოდნენ ქართველი მეფეები?", "რა თაობა მოდის", "როგორ შეეცვალა ახალ თაობას ღირებულებები?!"...

თუმცა, ვიდრე ახალი თაობის იმიჯი შეილახება და მცდარი სტერეოტიპები დამკვიდრდება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდობის შესახებ, თვალი გადავავლოთ ქართველი ახალგაზრდების მიღწევებს, რაც საფუძვლიანი მიზეზია, ლაფში არ ამოვსვაროთ ოცდამეერთე საუკუნის თაობის სახელი.

1. ცოტამ თუ იცის ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდების შესახებ.
მათ შორის არიან თემო მელიქიძე, ჯორჯ ფინი და ელენე სატინიც.
თემო მელიქიძე ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო ბლოკბასტერის ერთ-ერთი მონაწილე გახდა. პიტერ ბერგის სურათი ბოსტონის მარათონის დაბომბვის შესახებ, სახელწოდებით „პატრიოტის დღე“.


ჯორჯ ფინი, იგივე გიორგი აგიაშვილი რეჟისორ დავით აგიაშვილის ვაჟია. გიორგი 2012 წელს მონაწილეობდა ფილმში "ლოლ". მან "ჩადის" როლით დაიპყრო თაყვანისმცემლების გულები.


ელენემ პოპულარობა მოიპოვა ფილმით Ripple Effect, ის ამ ფილმში სოფიას როლს ასრულებდა. მსახიობი ფილმ "დროში" პარტნიორობას უწევს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანდა სეიფრინდი, კილიან მერფი და ოლივია უაილდი.


2. გამომგონებლები

ინოვაციების კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საკუთარი პროექტი ნასაში წარადგინეს. ოთხი ქართველი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფის, "სოლარის", გამოგონების მეშვეობით მზის ელემენტი სამი პროცენტით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.
ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის გამოგონება - მულტიკლიმატიზატორი მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე გვაუწყებს. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის გაზომვა.

16 წლის ასაკში გიორგი ფხაკაძემ და მარიამ ერაძემ დიაბეტიანების პური გამოიგონეს. ახალგაზრდა გამომგონებლებს IYIPO 2016-ის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი, მოგვიანებით კი კონკურს "ლეონარდო და ვინჩიზე" პირველი ადგილი მოუტანა.




3.სტუდენტები

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლაზე ყველა ქვეყანაში ოცნებობენ. ეს ოცნება, დიდი შრომისა და მონდომების დამსახურებით, არაერთმა ქართველმა ახალგაზრდამ აიხდინა:

ჯულიარდის ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული სტუდენტები არიან სალომე ჟორდანია და ნატალია ქუთათელაძე. ისინი არ უფრთხიან სირთულეებს და წარმოუდგენლად დამღლელი გრაფიკის მიუხედავად, მიზნისკენ მიისწრაფიან.
შეუძლებელია ნიჭიერ სტუდენტებთან ნუცა მახვილაძე არ მოვიგონოთ. ის ცნობილი ჟურნალისტის, მაია ასათიანის ქალიშვილი იყო.


ნუცა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ამერიკულ სასწავლებელში იღებდა განათლებას. მისი გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში ნუცას სახელობის ნატვრის ხე დარგეს. ასევე, სასწავლებელში, სადაც ის იღებდა განათლებას, ნუცასნაირი წარჩინებული მოსწავლეებისთვის დაწესდა მისი სახელობის დაფინანსება.
მარიამ გეგუჩაძე (ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი) ჰარვარდში იღებს განათლებას.


4. ასევე, არაერთი ქართველი ახალგაზრდაა დასაქმებული მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს კომპანიებში:

ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე Facebook-მა 250 000 აპლიკანტიდან შეარჩია და მენლო პარკში, სილიკონ ველიზე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად მიიწვია.
უდიდესი კომპანიის, Google-ის თანამშრომლები არიან ქართველი ახალგაზრდები - ნიკოლოზ გაბისონია და გიორგი მეგრელი.

5. მოდელები


ოცი წლის თაკო ნაცვლიშვილს უკვე უთანამშრომლია ისეთ გლამურულ ბრენდებთან, როგორებიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo. თაკო "არმანის" სახეა.
ასევე წარმატებულად მოღვაწეობს მოდის სფეროში ქუთაისელი მოდელი - ანა ახვლედიანი. მას უკვე აქვს არაერთ პრესტიჟულ ბრენდთან თანამშრომლობის გამოცდილება. ანა ახვლედიანი Dolce & Gabbana-ს სახე გახდა 2014 წელს.


დაბოლოს, ყველას გვახსოვს 13 ივნისის ტრაგედია. სწორედ ქართველმა ახალგაზრდებმა გვაჩვენეს თანადგომისა და თავდადების მაგალითი. ისინი თავს არ ზოგავდნენ, შიშველი ხელებით ალაგებდნენ ქალაქს და ყველა ღონეს მიმართავდნენ დაზარალებულთა დასახმარებლად.







მერიემ კაკაურიძე

კომენტარები (1)
გუგული
ბევრი კარგი ახალგაზრდა გვყავს. მე თსუ-ს პროფესორი ვარ და მაგისტრებს ვასწავლი. ძალიან მოტივირებული ბეჯითები არიან. უფრო დამოუკიდებელი ვიდრე ჩვენ. ბევრი მუსაობს და ოჯახებსაც ეხმარებიან.ბევრი უცხოეთშიც აგრძელებენ სწავლას და კარგი სტუდენტები არიან იქაც.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ტოპ-5 ჰიტი შენი საგაზაფხულო განწყობისთვის - მოუსმინე და გადაიწერე მარტივად
10:07 / 22-05-2018
კარგი ამინდი და გემოვნებიანი მუსიკა - კარგი განწყობის შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენ შევარჩიეთ 5 ცნობილი ჰიტი, რომელიც ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას.
ქორწილი სასიძოს გარეშე - როგორ შეძლო ორმა ქალმა ყველას მოტყუება
00:07 / 20-05-2018
დაუჯერებელი ისტორია, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგიყვეთ, ორ ქალზეა..
ქვრივი, რომელიც "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის" ტიტულისთვის იბრძოდა
14:17 / 15-05-2018
სილამაზეზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მაგრამ სიმახინჯეზე? მერი ენ ბევანი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, რომელშიც განსხვავებულ ადამიანებს მასხრად იგდებდნენ.
აჩრდილები მე-19 საუკუნის ფოტოგრაფიაში - რა საიდუმლოს ინახავენ ძველი ფოტოები
11:06 / 14-05-2018
ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ უხილავი არსებების, მოჩვენებების, რომლებიც განსხეულებულნი იყვნენ. მსურს, გაგიზიაროთ უცნაური და ამოუხსნელი აღმოჩენები ფოტოგრაფიაში.
“იქს ფაქტორის“ ტოპ-5 ყველაზე დასამახსოვრებელი მონაწილე
10:46 / 14-05-2018
"იქს ფაქტორი" გრანდიოზული აღმოჩენების პროექტია. შოუ არაერთ მომღერალს დაეხმარა, თავისი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო.
იატაკქვეშეთში გამომწყვდეული გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მთელი მსოფლიო ააღელვა
12:22 / 09-05-2018
რამდენი დროც უნდა გავიდეს და როგორც უნდა გადაფასდეს მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად დარჩება.
იქორწინოთ თუ არა მაისში? რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?
11:43 / 06-05-2018
ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა
15:01 / 01-05-2018
უცნაური არსებები ვართ ადამიანები, ასე არ ფიქრობთ? ჩვენ ვპასუხობთ მაშინ, როდესაც არაფერს გვეკითხებიან და ჩუმად ვართ, როდესაც კითხვით მოგვმართავენ.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 15. დაბრუნება
14:24 / 01-05-2018
ეს რომ მოგზაურის დღიურები იყოს, მაშინ დაწვრილებით აღვწერდი ბარსელონაში გატარებული იმ ხუთი დღის შესახებ, რომელმაც როგორც სალბუნი, ისე იმოქმედა სულზე.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი