ჯაჯოს ოხუნჯობებით გაბითურებული მაყურებელი - ვისზეა გათვლილი რუბრიკა?
ჯაჯოს ოხუნჯობებით გაბითურებული მაყურებელი - ვისზეა გათვლილი რუბრიკა?
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს..."
ასე დავიწყებდი ბლოგის წერას, საქართველოს ნომერ პირველ პრობლემას - უმუშევრობას რომ ეხებოდეს, მაგრამ აქ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს და მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხს არ ვაპირებ.

მე მინდა ამ 63%-დან ერთ-ერთზე მოგიყვეთ, რომელიც ეს-ესაა გასაუბრებაზე
დაიბარეს. სამსახურს დიდი ხანია ეძებს და გასაუბრებისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რჩევებს მეზობელი გუგულისგანაც იღებს და „გუგლისგანაც“. აღმოაჩინა, თუ „გუგლში“ ორ სიტყვას ჩაწერს: - "როგორ მოვიქცეთ", მესამე სიტყვას - "გასაუბრებაზე" თვითონ „გუგლი” შემოაშველებს, მერე „იუთუბსაც“ ჰკითხავს აზრს და ისიც ამავე თემაზე წამში უამრავ ვიდეოს "გაუშანშალებს".

როგორც ჩანს, ერთადერთი არაა, ვინც გასაუბრებას დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდება. ვიდეოები და სტატიები უკვე "დაამხეცა", მაგრამ ახლა, როცა გამსაუბრებლის კართან დგას, მაინც ღელავს. იქნებ საკმარისად კარგი არაა, იქნებ უფრო გამოცდილი კადრი სჭირდებათ, ან... მაგრამ არა, არ უნდა ინერვიულოს, ეს მისი შანსია, დაკარგვის უფლება აღარ აქვს, აუცილებლად უნდა მიიღოს სასურველი სამსახური. ძალას იკრებს და ოთახში შედის. ცდილობს, იყოს პოზიტიური, ზომიერი, თავდაჯერებული... არაორდინარული დამსაქმებელი კი აბსურდულ კითხვებზე პასუხს დაჟინებით სთხოვს. ბოლოს კი ბედნიერი სახით ამცნობს, რომ სულ ტყუილად გამოუვლია ამხელა გზა, რადგან პოტენციურ სამსახურში კი არა, "ჯაჯოს ოხუნჯობანში" მოხვედრილა.

გადაცემა სიცილ-ხარხარით სრულდება, იმედგაცრუებული უმუშევარი კი ისევ შინ ბრუნდება. მეზობელ გუგულის ჯერ არ გაუგია, რა ტყუილად გაფლანგა რჩევები. მსხვერპლი თუ არა, ჯაჯანიძე მაინც მოუყვება დეტალებს. მან კი იცის, თუ როგორ ემზადებოდა ის დამსაქმებელთან შესახვედრად და ახლა ხედავს, როგორ ოსტატურად იყენებს ცნობადი სახე პრივილეგიებს და როგორ თამაშობს "მახეში გაბმული" უმუშევარი სტუმრით. ასე რომ, არც მას მოეჩვენება სასაცილოდ აბუჩად აგდებული მეზობლის დამსხვრეული იმედების ყურება და მაშინ ისმის კითხვა, ვისზეა გათვლილი ეს რუბრიკა, ვინ უნდა დასცინოს გასაუბრებაზე მისულს? დანარჩენმა უმუშევრებმა თუ მათ, ვინც ლუკმა-პურის საშოვნელად დღე და ღამე შრომობს? ან იქნებ ცნობადმა სახეებმა, მაგრამ ეჭვი მაქვს, თვითონაც ისეთივე გაუგებრობაში არიან, როგორც მე - მოწვეულთაგან ერთი "მახეში გაბმულს" დიდ ბოდიშებს უხდის, რაც ლოგიკურია, მეორე კი ღიმილიანი მადლობით შემოიფარგლება და წარმოდგენაც არ აქვს, როგორ გაუცრუა იმედი სტუმარს.

შეიძლება იუმორში მოვიკოჭლებ, ან სულაც ცალფეხა ვარ და ამიტომაც არ მესმის ამ რუბრიკის მისია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჯაჯანიძის შოუ არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა არ დახურულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰყავს მაყურებელი. ამიტომაც სწორედ ეს მაყურებელია დამნაშავე მის ავ-კარგობაში. დიახ, ჩვენი ბრალია, თუ გადაცემა არ მოგვწონს, მაინც ვუყურებთ და ამაში ფულს იღებენ. სირცხვილია ისიც, რომ სამჯერ გადავახვიე ეს ნაწილი. თუმცა მე ობიექტური მიზეზი მქონდა, მინდოდა, ერთხელ მაინც გამცინებოდა. სადმე. გამღიმებოდა მაინც. სულ ტყუილად.

მარიამ ელიაშვილი



კომენტარები (19)
მახო
რა ტელევიზიაც იმედია ის გადაცემებიც აქცს რა გიკვირთ?
ბაბილინა
ახია,ჩვენზე ასეთ ეშმაკისეულებს რომ დაუთმეთ ტელევიზია და ბევრი სხვა რამ. ასეთებს უხდიან დიდ თანხებდ რომ გააგიჟონ ჩვენი შვილები, დააკნინონ და გახრწნან ერი და ჩვენ ჩუმათ ვართ.
საქსანი
ტელეკომპანია იმედის მიკვირს, ასეთ იაფფასიან შოუს ტელეეთერს როგორ უთმობს!?, მაყურებელი შეიძლება ჰყავს, მაგრამ ნათქვამია, ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავსო.
ნინი
იცით რა მაინტერესებს ეს არ არის ადამიანების უფლებების დარღვევა?
ნანა
ჯაჯანიძე რა ცინიკოსია კარგად ჩანს მის შოუშო,მაგრამ იმ *ცნობილებმა* როგორ იკადრეს იმ ადამიანების აბუჩად აგდებაში მონაწილეობის მიღება.

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
6 წლის იტანის ტრაგედია, რომელმაც აშშ-ში ბავშვების ძიების სისტემა ძირეულად შეცვალა
14:24 / 04-06-2018
39 წლის წინ 6 წლის იტანი დილით სახლიდან სკოლაში წავიდა, მაგრამ იქიდან არ დაბრუნებულა. ეს ისტორია ამერიკის ისტორიაში ეროვნულ ტრაგედიად ითვლება.
"მადმუაზელ სიკვდილი" - ლამაზი მანიაკი ქალის საინტერესო ისტორია
16:20 / 28-05-2018
სერიული მკვლელები, როგორც წესი, მამაკაცები არიან, მაგრამ გამონაკლისი არსებობს და ეს ეილინ უორნოსია.
მაკიაჟიანი მოლაშქრეები და უთევზო მეთევზეები - ანუ როგორ მოვხიბლოთ შეყვარებულის მეგობრები
14:26 / 28-05-2018
თითქმის ორი კვირა ველოდი, როდის გამოვიდოდა ნორმალური ამინდი, რომ საბოლოოდ გამეცნო ჩემი შეყვარებულის მეგობრები, კიდევ ერთი წყვილი, რომლებთანაც აქამდე არანაირი შეხება არ მქონია.
"ახლა მე თევზი ვარ" - ბიჭი, რომელიც  ქალთევზა გახდა
10:33 / 28-05-2018
რამდენს გაიღებდით, სურვილი რომ აგესრულებინათ? სტუდენტმა ბიჭმა, რომლის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, 1 581 $ დახარჯა, რომ ქალთევზის კუდი ეყიდა.
პრისცილა ლაუტერი - მახინჯების შოუს ვარსკვლავი
11:57 / 27-05-2018
პრისცილა ლაუტერი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბალნიანი ქალია. იგი თმისგან მხოლოდ ერთხელ, 1995 წელს გათავისუფლდა, როცა მისი საყვარელი ქმარი - ადამიანი ნიანგის კანით - გარდაიცვალა.
ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცები
13:35 / 26-05-2018
ბოლო დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ინგლისის სამეფო ოჯახისკენ არის მიპყრობილი.
ტოპ-5 ჰიტი შენი საგაზაფხულო განწყობისთვის - მოუსმინე და გადაიწერე მარტივად
10:07 / 22-05-2018
კარგი ამინდი და გემოვნებიანი მუსიკა - კარგი განწყობის შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენ შევარჩიეთ 5 ცნობილი ჰიტი, რომელიც ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი