ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის, ქალაქებსაც. ამბობენ, მარტი ტულუმის დროაო. ასე რომ, თუ უცებ ზაფხული მოგენატრათ, ის ახლა იუკატანის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ტულუმშია და 12 მეტრი სიმაღლის კლდეებიდან კარიბის ზღვას დასცქერის.
ქალაქის ძველი სახელწოდებაა "სამა" , რაც "განთიადის ქალაქს" ნიშნავს და აქაური აისის განსაკუთრებულობაზე მიგვანიშნებს. "ტულუმი" კი "გალავანია" და იგი სრულიად შეეფერება 5-მეტრიან გალავნებში მოქცეულ ქალაქს.
არცთუ ისე გაგაკვირვებთ იმის თქმა, რომ მე-16 საუკუნეში აღმოჩენილ ქალაქს ბევრი ღირსშესანიშნაობა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, გადაჭარბებულობაში არ ჩამითვლით, თუკი ვიტყვი, რომ ეს ქალაქი თვითონაა ღირსშესანიშნაობა, რადგან ყოველი კედელი, ყოველი ფრესკა თუ მონუმენტი ისტორიას გვიყვება, თუმცა ადგილი მაინც იდუმალი და აღუწერელი რჩება.
უცნაურია ისიც, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 8 მეტრამდე აზიდული ციხე ძველი შენობის ნანგრევებზეა აგებული.
ტულუმი არტეფაქტების ნაირსახეობითა და ჯადოსნურობით გვაოცებს. განსაკუთრებულ გაოცებას თავდაყირა გამოსახული ღვთაება იპყრობს, რაც უცხოპლანეტელების სტუმრობის სიმბოლოდ ითვლება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მარიამ ელიაშვილი