გაცოცხლებული მანეკენი და „გემრიელი“ პირველი პაემანი
გაცოცხლებული მანეკენი და „გემრიელი“ პირველი პაემანი
გაყიდვების მენეჯერი, რომელიც მაღაზიაში შესულს გეკითხება: „დაგეხმაროთ?“ - სინამდვილეში სულაც არ არის გამყიდველი... ის არის მაღაზიის თანამშრომელი, რომელიც ამ კითხვით აფრთხობს მათ, ვინც მაღაზიაში ზამთარში გასათბობად შემოვიდა. ქალების უმრავლესობა გიჟდება შოპინგზე. ზოგი დეპრესიიდან გამოსვლას სწორედ ამ გზით ცდილობს. სავაჭრო ცენტრები კი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ მარტოობას გაექცე და სხვადასხვა ბრენდის
ლოგოებდაპრინტული პარკებით ხელში მოსიარულე ხალხის მასას შეერიო, მათი ნაწილი გახდე... არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ გატკინა გული ვინმე დათომ, რომელსაც არ გაახსენდა თქვენი პირველი კოცნის პირველი იუბილე.

სავაჭრო ცენტრში კი ყველაფერია! ერთ სივრცეში თავმოყრილი ტანსაცმლის, აქსესუარების და ათასი წვრილმანის მაღაზიები. კვების ობიექტებიც იქვეა. ივლი, ივლი, დაიღლები, მოგშივდება - შეხვალ რომელიმე კაფეში და გემრიელად წაიხემსებ. ჰოდა, უსაქმურობით დაღლილმა (ასეთებიც ხდება ხოლმე), მორიგი მელოდრამის ჟანრის სერიალის მეშვიდე სეზონის ყურებაც რომ დავასრულე, გადავწყვიტე, თავი დამეღწია შინაპატიმრობისგან (რომელიც საკუთარ თავს თავადვე მივუსაჯე) და სავაჭრო ცენტრი - „გალერეა თბილისი“ დამეპყრო.
თითქმის ყველა მაღაზიაში შევედი და გასახდელში აღმოვაჩინე, რომ ლოგინში კოტრიალს ჩემს ორგანიზმზე შესამჩნევი კვალი დაუტოვებია. ვსო, მორჩა! გადავწყვიტე, იმ დღიდანვე გადავსულიყავი ჯანსაღ კვებაზე. არც ხვალიდან, არც ზეგიდან და მით უმეტეს, არც ორშაბათიდან, არამედ იმ წუთიდანვე.

იმასაც მივხვდი, რომ დიდი ხანია, პაემანზე აღარ ვყოფილვარ. ჰო, ასეა! ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიის ვიტრინაში წარმოდგენილ იდეალური ფიგურის მქონე, გემოვნებით ჩაცმულ მამაკაც მანეკენებს ვათვალიერებდი. რა იქნება, რომ მეც ასეთი თაყვანისმცემელი გამომიჩნდეს?.. არა, ასეთი არა, ის სჯობს, იმ მეორე მაღაზიის შესასვლელთან რომ დაუდგამთ... ზუსტად ისე აცვია, როგორც ჩემს ოცნებებში არსებულ არაიდეალურ მამაკაცს (იდეალური მამაკაცი არც არსებობს და ჩემი აზრით, არც იქნებოდა საინტერესო).

პარკები მარჯვენა ხელში გადავიტანე და მარცხენით ნაზად შევეხე ტორსზე. მაინტერესებდა, ჟილეტი ნატურალური ტყავის იყო თუ ხელოვნური... უცბად, საოცრება მოხდა. მანეკენი გაინძრა და ჩემკენ შემობრუნდა, გაკვირვებული სახით. მე კიდევ ისე დავიბენი, ის მარცხენა ხელი ჰაერში გამიშეშდა. მივხვდი, რომ ეს მანეკენი კი არა, ნამდვილი მამაკაცი იყო... სხვათა შორის, საკმაოდ სიმპათიური...

- უკაცრავად... გიცნობთ?
ხმაც საოცრად სექსუალური და სასიამოვნო მოსასმენი ჰქონდა.
- მმმ... აა.. არა... უბრალოდ, მანეკენი მეგონეთ და... ლამაზი ჟილეტია!..
მგონი, პომიდორივით გავწითლდი. არა, უფრო - ალუბალივით. ხასხასა წითელი ალუბალივით...
სიმპათიურმა ჩაიცინა. – „არა უშავს, ხდება ხოლმეო“ - მითხრა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ჰმ, „ხდება ხოლმე"... - საინტერესოა, ეს სიტყვის მასალად თქვა თუ ხშირად ერევათ უცნობ ქალებს მანეკენში?
- და ისე, თქვენ ფიტნეს-მწვრთნელი ხართ?
ჯანდაბა. მეც არ ვიცი, საიდან მომივიდა აზრად, ეს სისულელე მომეროშა. ზოგჯერ საკუთარი ენა შენ წინააღმდეგ რომ გაილაშქრებს ხოლმე, თითქოს მტერია.
- როგორ მიხვდით? აა, თქვენ იმ ფიტნეს-დარბაზში ვარჯიშობდით, სადაც მე ვმუშაობ?.. მაგრამ რატომ არ მახსოვხართ...
- აა, არა... არ მივარჯიშია, მაგრამ სულ ვაპირებ... მომავალში აუცილებლად ვივარჯიშებ!
მეტი სისულელე რომ არ წამომეროშა, სასწრაფოდ გავშორდი. დაახლოებით 10-12 ნაბიჯი მქონდა გადადგმული, როდესაც წამომეწია, მომიბოდიშა, ძალიან მთხოვა, სხვანაირად არ გამეგო მისი სიტყვები და შემომთავაზა, სადმე დავსხდეთ, წავიხემსოდ და ყავა დავლიოთო... რა გითხრათ... არ გეგონოთ, რომ უცნობ მამაკაცებს ეგრევე ვთანხმდები დაპატიჟებაზე, უბრალოდ, მისი კუნთების და მომნუსხველი ღიმილის გამო არ ამომივიდა პირიდან უარი. დავთანხმდი და კვების ობიექტის არჩევაც მას მივანდე. „გალერეა თბილისს“ თვალი მოავლო და არჩევანი KFC-ზე შეაჩერა.



მივუახლოვდით KFC-ს და მონიტორებიდან მაცდურად დამყურებდა ცხარე ფრთის ბასკეტი, შეფბურგერი, სტრიფსები და სხვადასხვა გემრიელობა.
- მე სალათას შევუკვეთავ, ქათმით არის, შესაბამისად, ცილებით გაჯერებულია! კიდევ უალკოჰოლო მოჰიტო აქვთ ძალიან გემრიელი და მექსიკური კარტოფილი.
- მეც იგივე!
გაკვირვებულმა და გახარებულმა მივუგე. რატომღაც ვერ წარმომედგინა, რომ სწრაფი კვების ობიექტში დიეტური საკვები იქნებოდა. გემრიელად წავიხემსეთ, ვისაუბრეთ და ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. თან, მოვილაპარაკეთ, რომ ორშაბათიდან სავარჯიშოდ ვივლიდი მასთან... მარტო სურვილი ნამდვილად არ არის საკმარისი, მოტივაციაა მთავარი. ჰოდა, ჩემი მოტივაცია ჩემ წინ იჯდა და გემრიელად შეექცეოდა ქათმის მსუბუქ სალათას, რომელიც თურმე ცილებით იყო გაჯერებული და აყოლებდა მოჰიტოს, რომელიც ალკოჰოლის გარეშე კიდევ უფრო გემრიელი ყოფილა.

ასე შედგა ჩემი „გემრიელი“ პირველი პაემანი გაცოცხლებულ მანეკენთან, ქალაქის გულში, ს/ც "გალერეაში".


კომენტარები (3)
ნათია
აღარ დაიდება შემდეგიი ძალიან მაინტერესებს
მედეა
ჰა ჰაააა, რა კარგად შეთხზულიაააა, აფერუმ!
დათო
შენ არ მეისპე, ავტორ!!! ;))) გამოჩნდი, რომელი ხარ, უნდა გნახო ძალიან მაინტერესებს, მეც იქ ვვარჯიშობ.

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
6 წლის იტანის ტრაგედია, რომელმაც აშშ-ში ბავშვების ძიების სისტემა ძირეულად შეცვალა
14:24 / 04-06-2018
39 წლის წინ 6 წლის იტანი დილით სახლიდან სკოლაში წავიდა, მაგრამ იქიდან არ დაბრუნებულა. ეს ისტორია ამერიკის ისტორიაში ეროვნულ ტრაგედიად ითვლება.
"მადმუაზელ სიკვდილი" - ლამაზი მანიაკი ქალის საინტერესო ისტორია
16:20 / 28-05-2018
სერიული მკვლელები, როგორც წესი, მამაკაცები არიან, მაგრამ გამონაკლისი არსებობს და ეს ეილინ უორნოსია.
მაკიაჟიანი მოლაშქრეები და უთევზო მეთევზეები - ანუ როგორ მოვხიბლოთ შეყვარებულის მეგობრები
14:26 / 28-05-2018
თითქმის ორი კვირა ველოდი, როდის გამოვიდოდა ნორმალური ამინდი, რომ საბოლოოდ გამეცნო ჩემი შეყვარებულის მეგობრები, კიდევ ერთი წყვილი, რომლებთანაც აქამდე არანაირი შეხება არ მქონია.
"ახლა მე თევზი ვარ" - ბიჭი, რომელიც  ქალთევზა გახდა
10:33 / 28-05-2018
რამდენს გაიღებდით, სურვილი რომ აგესრულებინათ? სტუდენტმა ბიჭმა, რომლის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, 1 581 $ დახარჯა, რომ ქალთევზის კუდი ეყიდა.
პრისცილა ლაუტერი - მახინჯების შოუს ვარსკვლავი
11:57 / 27-05-2018
პრისცილა ლაუტერი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბალნიანი ქალია. იგი თმისგან მხოლოდ ერთხელ, 1995 წელს გათავისუფლდა, როცა მისი საყვარელი ქმარი - ადამიანი ნიანგის კანით - გარდაიცვალა.
ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცები
13:35 / 26-05-2018
ბოლო დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ინგლისის სამეფო ოჯახისკენ არის მიპყრობილი.
ტოპ-5 ჰიტი შენი საგაზაფხულო განწყობისთვის - მოუსმინე და გადაიწერე მარტივად
10:07 / 22-05-2018
კარგი ამინდი და გემოვნებიანი მუსიკა - კარგი განწყობის შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენ შევარჩიეთ 5 ცნობილი ჰიტი, რომელიც ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი