სად არიან და რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს
სად არიან და რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს
"იყო პურის რიგები, სანთლის შუქი, ნავთქურები, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი"

ნელ, მშიერ და სუსხიან 90-იანებში­ საზოგადოების გაღიმებას გადაცემა "პა-სეანსი" და მისი გმირები მაინც ახერხებდნენ. კორუფცია, ძველბიჭობა, ეკონომიკური პრობლემები - ეს "პა-სეანსის" გადაცემების თემათა მოკლე ჩამონათვალია... გავიდა ხანი და წლებთან ერთად "პა-სეანსის" გმირებიც გაქრნენ ეკრანიდან. საინტერესოა, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ
დღეს ისინი.


"ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული"

ლევან ლელაშვილი: - პასეანსელები პოლიტექნიკურის სტუდენტები ვიყავით­. თავდაპირველად სტუდენტთა მოყვარულ თეატრ "მოდი-ნახეში" ვთამაშობდით. "პა-სეანსის" ავტორი და რეჟ­ისორი მამუკა ღლონტიც ჩვენთან სწავლობდა, იცოდა, ვინ რისი გამკეთებელი ვიყავით და როდესაც მე-2 არხზე პაროდიული გადაცემის გაკეთება ჩაიფიქრა, დაგვიძახა. პირველი გადაცემა 1992 წლის აპრილში გავიდა, ცოტა ხანში უკვე ყველა გვცნობდა. ცხრა წელი ვიყავით ეთერში. მერე ყველაფერი დამთავრდა და ჩვენც დავიქსაქსეთ. ერთხანს ძველ "იბერიაში" მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი, რამდენიმე გადაცემაც გავაკეთე. შემდეგში მე და ირაკლი ფრანგიშვილს "იმედის დილაში" გვქონდა იუმორისტული რუბრიკა, მერე ლოტო მიმყავდა. ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული. სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩვენი მინისტრები ამბობენ, თვითდასაქმებული ვარ.

"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სატელევიზიო პროექტში, მაგრამ..."

ალეკო თეთრაშვილი: - "პა-სენსში" ინსტიტუტიდან მოვხვდი. სინჯებზე მივედი და ამიყვანეს. ასე გავხდი მათე მელიავა - კაცი, რომელიც ყველაფერზე საუბრობდა ეკონომიკის გარდა. კიდევ ბევრი როლი განვასახიერე, მაგრამ რატომღაც "მერვეკლასელო" აიტაცეს განსაკუთრებით, კარგი კლიპებიც გადავიღეთ.
ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რომელიმე სატელევიზიო პროექტში, მაგრამ... შარშან სერიალ=""მზარეულებში" ვითამაშე შეფ-მზარეულის როლი. "პა-სეანსი" ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, თქვენი იუმორი გვენატრებაო, მთხოვენ ავტოგრაფს და სამახსოვროდ სელფებს იღებენ.

"პა-სეანსი" რომ გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი, სხვა პროექტზე კი, რა გითხრათ..."

ირინა შაყულაშვილი: - "პა-სეანსის" მერე ავეჯის სალონ "ბელუქსში" ვმუშაობდი. მერე დედა გავხდი. შემოთავაზება ტელევიზიიდან აღარ მქონია. "პა-სეანსი" რომ გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი, სხვა პროექტზე კი, რა გითხრათ... გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 „იმ კუპეში მგზავრობს საშინელი, გაბანჯგვლული, გარყვნილი და ძალიან ბინძური უცხოელი, საშინელი გიჟის თვალებით!" - მატარებელში დაწყებული სიყვარულის რეალური ისტორია
11:31 / 20-07-2018
სადღაც 90-იანი წლების ბოლოს, ძალიან ლამაზი გოგონა ციმბირის ერთი პატარა ქალაქიდან, რკინიგზის სადგურში ჩავიდა. მას მატარებლით ქალაქ ვლადივოსტოკში სასწავლებლად გამგზავრება სურდა.
ექსკლუზივი: როგორ ატარებს თავისუფალ დროს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე - დუბაის პრინცი და როგორ ფოტოებს აქვეყნებს „ინსტაგრამზე“
17:05 / 16-07-2018
სწორედ მის მშობლებს ჰქონდათ ისტორიაში ყველაზე მდიდრული ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც 137 მილიონ დოლარს შეადგენდა.
თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს
13:41 / 14-07-2018
უმრავლესობას სიბერის ეშინია და ვერ წარმოუდგენია, რომ ბებერს, რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სიბერე სასჯელი არაა, თუ თავად არ გადაწყვეტთ, დროზე ადრე დაბერებას.
 ჩალის ქუდი - აქსესუარი, რომელიც შენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის
11:29 / 12-07-2018
გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე.
"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
15:32 / 10-07-2018
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა მამაკაცთან (ნელ მუსიკაზე), პირველი... - ნუ, გასაგებია რაც... და ა.შ.
უსახელო: რა ბინადრობს ბერკლის სკვერის 50 ნომერ სახლში?
12:06 / 08-07-2018
ნისლიანი ლონდონი, კიდევ უფრო მისტიკურობას სძენს ქალაქს. თითქოს ყოველი ქუჩის კუთხიდან პოლტერგეისტი მოჩანს.
ისწავლე უცხოელების შეცდომებზე - ტოპ 4 რამ, რაც ამაზონზე „შოპინგის“ დროს ეშლებათ
12:28 / 04-07-2018
"ამაზონს" 390 $ მილიარდის კაპიტალი აქვს, რაც ბევრად აღემატება საცალო ვაჭრობაზე მომუშავე ნებისმიერი კომპანიის ფინანსებს.
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31