ახალ წლებზე ახდენილი სასწაული და სამზარეულოში მხსნელად მოვლენილი ბაყაყი
ახალ წლებზე ახდენილი სასწაული და სამზარეულოში მხსნელად მოვლენილი ბაყაყი
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა დამაჯერეს, რომ შობა-ახალი წელი ჯადოსნური პერიოდი იყო, როდესაც სასწაულები ხდებოდა. მისი მოსვლა განსაკუთრებულად მიხაროდა. წინა-საახალწლო პერიოდიც მიყვარდა და 31 დეკემბერს, დედაჩემის სამზარეულოში ფუსფუსის ყურებაც. მაშინ პატარა ვიყავი და წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამხელა შრომას სწევდა დედა, რომ 12 საათამდე ყველაფერი მოესწრო.

უნდა დაალაგო სახლი, გააწყო
მაგიდა, მოხარშო, შეწვა, გამოაცხო, გააკეთო გოზინაყი. პარალელურ რეჟიმში რეცხო ჭურჭელი, რომელიც შენს ჯინაზე ყოველ წამს გროვდება და მრავლდება. ბოლო მომენტში გაშალო სუფრა, რომელიც ლამაზიც უნდა იყოს...

მიიღო სტუმრები, აკონტროლო თეფშებზე საჭმელების რაოდენობა, შეხვდე ახალ წელს... მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება! როდესაც სტუმრები წავლენ, ბავშვებს დააწვენ, ნასვამი (მსუბუქი ნათქვამია) მეუღლეც ტელევიზორის წინ, დივანზე წამოგორდება და გემრიელ ხვრინვას ამოუშვებს, შენ კი უნდა აალაგო მაგიდა, საჭმელები დააბინავო და ჭურჭელი დარეცხო, რადგან ნიჟარაში დატოვებული ერთი გასარეცხი კოვზიც კი, ტონა დასარეცხ ჭურჭელს მიიზიდავს...

მომდევნო დღეებშიც იგივე სიტუაციაა. ბედობა, შობა, კიდევ ერთი ახალი წელი... ისევ სტუმრები, ისევ დასარეცხი თეფშების კოლონა. - სად არის ის სასწაულები, რომელსაც ბავშვობაში მაჯერებდნენ? ერთადერთი, რაც ასეთ დროს შეიძლება ქალმა ინატროს, ყოფითი საქმეებისგან განთავისუფლებაა....

ამ წელსაც არაფერი შეცვლილა. ტრადიციულად, გავაცილე სტუმრები და „ხალადეცის“, საცივის და სალათი „ოლივიეთი“ დასვრილი თეფშები ნიჟარაში ჩავყარე. დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ გაურეცხავი ჭურჭლის დატოვება არ მინდოდა, მერჩივნა ყველა საქმე მომემთავრებინა და დილით გამომეძინა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე, რომ ჭურჭლის რეცხვას შევდგომოდი. გულში ერთი კი ვინატრე, რა იქნებოდა კონკიასავით, უცბად ნათლია-ფერია გაჩენილიყო, აექნია ჯადოსნური ჯოხი და ყველაფერი წამში დაეწკრიალებინა?..
გავიფიქრე ეს თუ არა, უცბად უცნაური ხმა შემომესმა.

- კვა...

ბაყაყის ყიყინს მივამსგავსე და ოთახში შევიხედე, მეგონა ტელევიზორი დაგვრჩა ჩართული. ტელევიზორი გამორთული იყო, ჩემს ქმარს კი დივანზე გულაღმა ეძინა. სამზარეულოში შემოვბრუნდი, რეზინის ხელთათმანები ჩავიცვი და...

- ვინღა რეცხავს ჭურჭელს ხელთათმანებით? 2018 წელია თუ 1988?..

შიშისგან კინაღამ შევკივლე. აქეთ-იქით მიმოვიხედე, მაგრამ სამზარეულოში ჩემსა და დასარეცხი ჭურჭლის გარდა, ნამდვილად არავინ იყო. რა ჯანდაბა დამემართა? მთვრალი ვარ და ჰალუცინაცია მაქვს?.. არადა მხოლოდ 6 ჭიქა შამპანური დავლიე...
სასწრაფოდ ონკანი მოვუშვი, რომ წყლის ხმას ის გაურკვეველი ხმები გადაეფარა, რომელიც სასწაულებრივად ჩამესმოდა... ნუთუ „დამავოი“ (სახლის სული) არსებობს?..

- რაამბავია, ამოდენა ჭურჭლის სითხის დასხმა? ხარისხიან სარეცხ სითხეს ცოტაც ყოფნის. არც ამხელა ქაფი ვარგა. ბევრი ქაფი ჯანმრთელობისთვისაც ცუდია და ეკოლოგიურობასაც კარგავს პროდუქტი, როცა ქაფის წარმომქმნელი ნივთიერება დიდი რაოდენობით აქვს. შეიძლება გამოიწვიოს ხელის კანის გამოშრობა და გამოფიტვა და ზოგჯერ ალერგიაც.

ნამდვილი შოკი მივიღე, როდესაც ნიჟარაში დაგუბებული წყლიდან მწვანე ბაყაყის ამოყოფილი თავი დავინახე. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა და გავშეშდი. ბაყაყი წყლიდან ამოხტა და ნიჟარაზე დასკუპდა.


- იმედია კივილს არ დაიწყებ, თაგვი კი არ ვარ...

- მოლაპარაკე ბაყაყი?.. არა, ნამდვილად მეჩვენება!

ჩემთვის ჩავიბურტყუნე და თვალები დავხუჭე. ათამდე დავითვალე და ისევ გავახილე, მაგრამ ბაყაყი ადგილიდან არ დაძრულა.

- შენ არ ინატრე, ჭურჭლის დარეცხვაში დახმარება? - ჰოდა, მეც მოვედი!

- შენ... შენ ის ჯადოსნური ბაყაყი ხარ, ზღაპრიდან?.. უფლისწული რომ მოიყვანს ცოლად?

- დედოფალი როცა ვიყავი, ჩემი კოცნა ადვილი იყო, ახლა, ბაყაყი რომ ხარ, გურმანია საჭირო...

- და მე როგორ დამეხმარები?

- მარტივად! რეცხვის საიდუმლოს გასწავლი. გაიძრე ეგ ხელთათმანები, ნიჟარის ქვეშ, თარო გამოაღე და „ფროში“-ს ჭურჭლის სითხე გამოიღე, დედამთილმა რომ მოგიტანა ამას წინათ...

მექანიკურად დავიხარე და კარი გამოვაღე. ეს ჭურჭლის სითხე საერთოდ აღარ მახსოვდა...

- ახლა დააწვეთე ღრუბელზე. აბა, მოუსვი თეფშს, ნახე როგორ მოშორდება ცხიმი...

ბაყაყის მითითებებს რობოტივით ვასრულებდი. ცოტა ხანში, სამხარეულოში სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ბაყაყი კი ხან ზურგზე დაწოლილი ცურავდა, ხან ქაფში იმალებოდა და მერე უცებ გამოჩნდებოდა. მის ყურებაში ისე გავერთე, ჭურჭელი როგორ დავრეცხე, არ გამიგია.

Image result for washing dishes gif
- ესეც ასე! დღეიდან გეცოდინება სისუფთავის საიდუმლო. ეგ ხელთათმანებიც გადაყარე. ეს ანტიალერგიული „ფროშია“, ალოეს ექსტრაქტით. მე კი უნდა დაგემშვიდობო... ჩემი წასვლის დროა! აბა, გილოცავ ახალ წელს და... გაიღვიძე...

- რა?

- გაიღვიძე! მაგიდაა ასალაგებელი...

ბაყაყის ხმა ჩემი ქმრის ხმად ტრანსფორმირდა. როგორც ჩანს, დივანზე ჩამძინებია. რაღას ვიზამდი? საცოდავად წამოვიზლაზნე და დასარეცხი ჭურჭელი სამზარეულოში გავზიდე. ჩემი დედამთილის მოტანილი „ფროში“ უჯრიდან გადმოვიღე და გარეცხვას შევუდექი.

- ჰმ, ნუთუ სასწაულები მართლა ხდება?..


წყარო: teasblogi



კომენტარები (3)
თინიკო
დაჯი მართალია! დიასახლისებო,ჩვენო ლამაზებო,მშრომელებო,კეთილებო და თბილებო,შეიბრალეთ საკუთარი თავი,დაზოგეთ ''ფარა'' და შეიძინეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა :)
ნათია
ჩემი საყვარელი,,ქალები" სამზარეულოში და სააბაზანოში
დაჯი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა რომ გეყიდათ, არ გიცდიათ ? მე პირადად იგივე სიტუაცია მაქვს ოჯახში, მაგრამ ფინალია განსხვავებული: ჩავაწყობ ჭურჭელს, მათ შორის შამპანურის ფერად "ფუჟერებს" მანქანაში და მივდივარ დასაძინებლად. ამიტომ ბაყაყები აღარ მესიზმრება, დილით კი გამოაღებ მანქანას და ბრწყინავს ჭურჭელი სისუფთავისგან. სხვათაშორის ფროშს ჭურჭლის მანქანის ტაბლეტებიც აქვს და ჯობია მისი რეკლამა გააკეთოს, რადგან ცოტა ძვირია. დროა ქალბატონებო თქვენს სამზარეულოებში რევოლუცია მოახდინოთ, ისევე, როგორც ტანსაცმლის სარეცხმა მანქანებმა მოახდინეს თავის დროზე.

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 „იმ კუპეში მგზავრობს საშინელი, გაბანჯგვლული, გარყვნილი და ძალიან ბინძური უცხოელი, საშინელი გიჟის თვალებით!" - მატარებელში დაწყებული სიყვარულის რეალური ისტორია
11:31 / 20-07-2018
სადღაც 90-იანი წლების ბოლოს, ძალიან ლამაზი გოგონა ციმბირის ერთი პატარა ქალაქიდან, რკინიგზის სადგურში ჩავიდა. მას მატარებლით ქალაქ ვლადივოსტოკში სასწავლებლად გამგზავრება სურდა.
ექსკლუზივი: როგორ ატარებს თავისუფალ დროს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე - დუბაის პრინცი და როგორ ფოტოებს აქვეყნებს „ინსტაგრამზე“
17:05 / 16-07-2018
სწორედ მის მშობლებს ჰქონდათ ისტორიაში ყველაზე მდიდრული ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც 137 მილიონ დოლარს შეადგენდა.
თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს
13:41 / 14-07-2018
უმრავლესობას სიბერის ეშინია და ვერ წარმოუდგენია, რომ ბებერს, რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სიბერე სასჯელი არაა, თუ თავად არ გადაწყვეტთ, დროზე ადრე დაბერებას.
 ჩალის ქუდი - აქსესუარი, რომელიც შენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის
11:29 / 12-07-2018
გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე.
"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
15:32 / 10-07-2018
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა მამაკაცთან (ნელ მუსიკაზე), პირველი... - ნუ, გასაგებია რაც... და ა.შ.
უსახელო: რა ბინადრობს ბერკლის სკვერის 50 ნომერ სახლში?
12:06 / 08-07-2018
ნისლიანი ლონდონი, კიდევ უფრო მისტიკურობას სძენს ქალაქს. თითქოს ყოველი ქუჩის კუთხიდან პოლტერგეისტი მოჩანს.
ისწავლე უცხოელების შეცდომებზე - ტოპ 4 რამ, რაც ამაზონზე „შოპინგის“ დროს ეშლებათ
12:28 / 04-07-2018
"ამაზონს" 390 $ მილიარდის კაპიტალი აქვს, რაც ბევრად აღემატება საცალო ვაჭრობაზე მომუშავე ნებისმიერი კომპანიის ფინანსებს.
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31