”ოქროს ადელი” – ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტის საინტერესო ისტორია
”ოქროს ადელი” – ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტის საინტერესო ისტორია
ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა. ამ ისტორიას მორალი არ გააჩნია – რა მორალი უნდა ჰქონდეს ისტორიას, სადაც მონაწილეობს გენიოსი გუსტავ კლიმტი, საბედისწერო ქალი ადელ ბლოხ-ბაუერი, 135 მილიონი დოლარის ღირებულების ტილო, ადოლფ ჰიტლერი, ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ის მთავრობა და ავსტრიელი ხალხი? საუბარია გუსტავ
კლიმტის ტილოზე ”ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”, ან ”ოქროს ადელი”.


ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1
1904 წელი. ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი მოკირწყლულ ტროტუარზე სეირნობდა, მხიარულ მელოდიას სტვენდა, ხანდახან ჩერდებოდა და თავაზიანად ესალმებოდა შემხვედრებს.

ფერდინანდს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. თავიდან, რა თქმა უნდა, მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ებრაულ ოჯახებში არ არის მიღებული ცოლების დახოცვა ღალატისთვის. განქორწინებაც არ შეეძლო – ებრაულ ოჯახებში არ არის მიღებული განქორწინება. განსაკუთრებით, ისეთ ოჯახებში, როგორიც ფერდინანდსა და ადელს ჰქონდათ – ავსტრიის ებრაული დიასპორის ელიტურ ოჯახებში. ასეთ ოჯახებში სამუდამოდ ქორწინდებიან. ფული ფულთან მიდის, კაპიტალი – კაპიტალთან. ეს ქორწინება ორივე მხარის მშობლებმა აკურთხეს. ადელის მამა, მორიც ბაუერი, მსხვილი ბანკირი, ავსტრიის ბანკირების ასოციაციის თავმჯდომარე, დიდხანს ეძებდა თავისი ქალიშვილებისთვის შესაფერის სასიძოებს, და შეარჩია ძმები, ფერდინანდი და გუსტავ ბლოხები, რომლებიც შაქრის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და რამდენიმე საწარმოს ფლობდნენ.

2
ქორწილში მთელი ვენა დაპატიჟეს, კაპიტალების შერწყმის შემდეგ კი ორივე ოჯახი ბლოხ-ბაუერი გახდა. ახლა ევროპაში შაქრის უმსხვილესი მწარმოებელი, ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი ქუჩაში მისეირნობდა და გრძნობდა, თუ როგორ ეზრდებოდა თავზე მდიდრული ატლასის ცილინდრის ქვეშ რქები. მთელი ქალაქი მისი ცოლისა და მხატვარ გუსტავ კლიმტის რომანს განიხილავდა. ფერდინანდს რამდენიმე ღამე არ ეძინა, სანამ არ მოიფიქრა, თუ როგორ ეძია შური.

3
ადელ ბლოხ-ბაუერი

მიუხედავად იმისა, რომ ადელივით განათლებული და ნაკითხი არ იყო, ფერდინანდმაც იცოდა რაღაც. მაგალითად, ის, რომ ძველმა ინდიელებმა შეყვარებულების დასაშორებლად ერთმანეთს მიაჯაჭვეს ისინი და იქამდე გააჩერეს, სანამ ერთმანეთი არ შესძულდათ ისევე ძლიერ, როგორც უყვარდათ.

ეს იდეა ძილში მოუვიდა. დაესიზმრა, რომ მისი შაქრის იმპერია დაიმსხვრა შაქრის პატარა ნატეხებად, პატარა კაცუნებმა ყველაფერი დაიტაცეს, ფერდინანდს კი მხოლოდ მისი ცოლის პორტრეტი შერჩა.

ის კლიმტს ადელის პორტრეტს შეუკვეთავს! დაე, 100 ესკიზი გააკეთოს, სანამ გული არ აერევა ადელზე! დიდხანს ვერ გაძლებს – მას მენატურეებისა და საყვარლების ხშირად გამოცვლა სჭირდება, სხვაგვარად დაიხრჩობა. 14 უკანონო შვილი ჰაერიდან კი არ მოსულა! დაე, ხატოს ეს პორტრეტი რამდენიმე წელი! დაინახოს ადელმა, თუ როგორ ქრება კლიმტის გრძნობა. მიხვდეს, ვისზე გაცვალა ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი!

განშორებასაც ვერ შეძლებენ. კონტრაქტი – სერიოზული საქმეა. მასში კი ჯარიმაა, რომელიც კონტრაქტის თანხას ათეულობით აღემატება. ფერდინანდი იოლად გააკოტრებს კლიმტს.
4
საკოლექციო მონეტა ”ადელის” ფრაგმენტებით, ნომინალი – 50 ევრო, საბაზრო ღირებულება – 505 ევრო.

5
ფერდინანდმა ადელის პორტრეტის შეკვეთა გადაწყვიტა და სახელიც შეურჩია: ”ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”. ხელისუფლებისგან განებივრებული კლიმტი ძალიან მოდური და მოთხოვნადი მხატვარი იყო. მისი ტილოები კაპიტალდაბანდების სარფიანი საშუალება გახლდათ. ფერდინანდს ეს ძალიან კარგად ესმოდა. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 „იმ კუპეში მგზავრობს საშინელი, გაბანჯგვლული, გარყვნილი და ძალიან ბინძური უცხოელი, საშინელი გიჟის თვალებით!" - მატარებელში დაწყებული სიყვარულის რეალური ისტორია
11:31 / 20-07-2018
სადღაც 90-იანი წლების ბოლოს, ძალიან ლამაზი გოგონა ციმბირის ერთი პატარა ქალაქიდან, რკინიგზის სადგურში ჩავიდა. მას მატარებლით ქალაქ ვლადივოსტოკში სასწავლებლად გამგზავრება სურდა.
ექსკლუზივი: როგორ ატარებს თავისუფალ დროს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე - დუბაის პრინცი და როგორ ფოტოებს აქვეყნებს „ინსტაგრამზე“
17:05 / 16-07-2018
სწორედ მის მშობლებს ჰქონდათ ისტორიაში ყველაზე მდიდრული ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც 137 მილიონ დოლარს შეადგენდა.
თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს
13:41 / 14-07-2018
უმრავლესობას სიბერის ეშინია და ვერ წარმოუდგენია, რომ ბებერს, რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სიბერე სასჯელი არაა, თუ თავად არ გადაწყვეტთ, დროზე ადრე დაბერებას.
 ჩალის ქუდი - აქსესუარი, რომელიც შენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის
11:29 / 12-07-2018
გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე.
"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
15:32 / 10-07-2018
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა მამაკაცთან (ნელ მუსიკაზე), პირველი... - ნუ, გასაგებია რაც... და ა.შ.
უსახელო: რა ბინადრობს ბერკლის სკვერის 50 ნომერ სახლში?
12:06 / 08-07-2018
ნისლიანი ლონდონი, კიდევ უფრო მისტიკურობას სძენს ქალაქს. თითქოს ყოველი ქუჩის კუთხიდან პოლტერგეისტი მოჩანს.
ისწავლე უცხოელების შეცდომებზე - ტოპ 4 რამ, რაც ამაზონზე „შოპინგის“ დროს ეშლებათ
12:28 / 04-07-2018
"ამაზონს" 390 $ მილიარდის კაპიტალი აქვს, რაც ბევრად აღემატება საცალო ვაჭრობაზე მომუშავე ნებისმიერი კომპანიის ფინანსებს.
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31