მე ღმერთის შეცდომის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ
მე ღმერთის შეცდომის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ
სახლში ისე შემოვიპარე,არავის შეუმჩნევია. დაბნელებამდე ქალაქში ვიხეტიალე, მერე ეზოში"ბირჟის" დაშლას დაველოდე და ამოვედი. ახლა საბანში შევძვრები და წარმოვიდგენ, რომ გავქრი.

მე ღმერთის შეცდომის მსხვრეპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ და ვიცი, ქუჩაში ვიღაც ღორივით დამკლავს. დანარჩენები იტყვიან, რომ ჩამაძაღლეს. სიკვდილის არ მეშინია. მკვლელის - კი.

გამბედაობა რომ მეყოს, თავს თვითონაც მოვიკლავდი. როცა მოვკვდები,მინდა წითელ კაბა მეცვას. არა,მარიამ სტიუარტივით სისხლის ლაქების დასაფარად არა. ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი და ყველას ისეთი დავენახებოდი, როგორიც ვარ. მკვდარს მაინც ვეღარაფერს დამაკლებდნენ. იმ მაღალქუსლიანებსაც ჩავიცმევდი,გუშინ რომ ვიყიდე. ცოტა პატარა
მაქვს. მაღაზიაში ვერ გავიზომე. შემრცხვა. და შემეშინდა.

წლების წინ დაახლოებით ასეთი ფეხსაცმელები ჰქონდა დედას. ერთხელ დაინახა,როგორ ვიცმევდი,მაგრამ ვერაფერს მიხვდა. მაშინ ვერც მე ვხვდებოდი, რატომ განვსხვავდებოდი ყველა ბიჭისგან.

დედაჩემი ისე წავიდა, არასდროს უთქვამს რომ ლამაზი ვარ. მე კი მთელი ბავშვობა ამ სიტყვების მოსმენაზე ვოცნებობდი.

ვიცი არეულად ვწერ. ისევე არეულად, როგორც თავად ვარ. ამას გარდა, დღიურების წერასაც გადავეჩვიე. 17-18 წლის ასაკში ავიღებდი ხოლმე ლურჯ რვეულს, წარწერით "ტეტრად",ტკივილით ვავსებდი და ვხევდი. მაშინაც მეშინოდა. მხოლოდ იმ ფურცლებს ვუამბე, თუ როგორ შეგვიყვარდა მე და ჩემს დას ერთი და იგივე ბიჭი. ჩემი და მისით მანიპულირებდა, მე მართლა მიყვარდა, თუმცა უპირატესობა მისკენ იყო - ის გოგონა იყო.

ამას იმიტომ არ გიყვებით,რომ შემიბრალოთ. მე არ მჭირდება თქვენი სიბრალული. მე მინდა იცოდეთ, თუ რა რთულია გეშინოდეს იყო ის, ვინც ხარ. ბავშვობიდან, როცა საკუთარ თავს ბიჭის ტანსაცმელში ვუყურებ, მეშინია.

ჰო, მე მეშინია საკუთარი თავის და კიდევ უფრო მეშინია თქვენი.

ყოველ ღამე მესიზმრება, რომ ქალი ვარ, საქორწილო კაბა მაცვია ...

თენდება. ჩემი სამყარო სადღაც ქრება და მარტოობის ეპოქაში ვიღვიძებ.

ახლა სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თვალებს მზერას ვარიდებ.

არ ვიცი, ვისი სხეული მაცვია.

არავინ თქვას, რომ ღმერთი შეუმცდარია...

მისი შეცდომების გამოსწორება ექიმების ხელთაა!


იხილეთ: "მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს" - მკითხველის ისტორია
კომენტარები (2)
ტატტო
ნანა ფსიქოლოგი არაფერ შუაშია და რაც არ იცი იმაზე ნუ წერ. მე ვიცი რომ მართლა არსებობენ ეგეთი ადამიანები რომლებიც კიარ უნდა გავკიცხოდ არამედ გვერდში უნდა დავიყენოთ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები შენ არაფრით ხარ ვინმეზე მეტი. ყველა ადამიანს აქვს თავისუფლების უფლება შენ არ იცი ამ ადამიანის ტკივილი ამიტომ ჩუუ
Nana
მთელი სერიოზულობით -- ფსიქოლოგთან იარე.გვიან არასდროს არ არის.ღმერთი არაფერ შუაშია, სატანის ქვეყნიერებაში
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 13. სწორი გადაწყვეტილება
14:08 / 18-04-2018
ტელეფონი მირეკავდა და გავთიშე. ახლა არც შუშასთან ლაპარაკის სურვილი მაქვს და არც ექვსი ნომრის გახსენების.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 12. ჯოკერი
11:55 / 11-04-2018
სამსახურში ვარ. ჯერ საცდელი ვადით ამიყვანეს, თუმცა ვიცი, რომ ადვილად გავართმევ თავს და თან მგონია, რომ ეს ტერმინი - „საცდელი ვადა“ - ჩემ დასაშინებლადაა.
როგორ ვიყიდოთ ბედნიერება 1 ლარად?
12:44 / 04-04-2018
თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ბედნიერებისთვის აუცილებლად ბევრი ფულია საჭირო, თქვენ ცდებოდით!
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 11. მოულოდნელი შეხვედრა
11:30 / 04-04-2018
სადღაც ოთხი საათი ხდებოდა, როცა ჩემს ოთახში შევედი. სანამ ექვსი ნომერი იყო ჩემთან, ვგრძნობდი, როგორი დაღლილი ვიყავი.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 10. საქველმოქმედო სექსი
11:41 / 28-03-2018
- მდაა… პირველად აღმოვჩნდი ასეთ სასიამოვნო გაურკვეველ შარში, როგორც ახლა ვარ და ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის - სესი, გავა დრო და შენ ორ მამაკაცს შეხვდები და საერთოდ არანაირი მორალის ძარღვი არ შეგერხევა შუბლზეო, - ალბათ, განვრისხდებოდი.
„ბავშვების ზოოპარკი“ - ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ისტორია
14:50 / 27-03-2018
ერთი გული ხუთი ახალშობილისთვის: ტყუპების სევდიანი ისტორია
გზა ფრესკიდან პრეზერვატივამდე, ანუ თამარ მეფის შიში, რომელიც ახალმა თაობამ გაამართლა
10:18 / 26-03-2018
"1195 წელს შამქორისკენ მიმავალ ლაშქარს საქართველოს მეფე ფეხშიშველი მიუძღოდა წინ."
"ფეისბუქი" რომ გაქრეს...
12:43 / 23-03-2018
ისღა დაგვრჩენია, "ფეისბუქის" პანაშვიდებზე ვიაროთ და ცუკერბერგს დაკარგულ "შვილობილთან" ერთად, გაღატაკებაც მივუსამძიმროთ.
ინგლისელები დიდ ხუთშაბათს მოწყალების დღეს ეძახიან - სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები
10:12 / 23-03-2018
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში განსხვავებული და საინტერესო ტრადიციები აქვთ. აი, რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე ორიგინალური.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 9. დაუგეგმავი სექსი
11:04 / 21-03-2018
ბევრი არ უვლია შუშას და უძებნია, სად დაგველია ჩაი. მალე მივედით საჩაიეში. იქაურობა ვინტაჟურად იყო გაფორმებული, როგორც თბილისის კაფეების უმრავლესობა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი