საქმე №109. თავი 42. მძევალი, ანუ შვილი, დედის სანაცვლოდ
საქმე №109. თავი 42. მძევალი, ანუ შვილი, დედის სანაცვლოდ
1 / 2
Next
ყველაზე მეტად, გეგას სახლში მისვლის და ელენეს დანახვის ეშინოდა ხერგიანს. ეშინოდა, რომ ისევ მოუწევდა იმავეს გადატანა, რაც ერთხელაც არ ჰქონდა ჯერ ბოლომდე გადატანილი. ეშინოდა, რომ ისევ ვერაფერს გააკეთებდა, როცა ქალი მისგან შორს ყოფნას მოისურვებდა. ისევ ვერ შეეწინააღმდეგებოდა, როცა ეტყოდა, რომ შვილი მის გამო მოსტაცეს. ისევ ვერ შეძლებდა რამის გაკეთებას და საბოლოოდ გადაიჩეხებოდა იმ უფსკრულში, საკუთარივე ხელით რომ გაითხარა საგულდაგულოდ.

ყბებს ერთმანეთზე აჭერდა გამწარებული და ვერაფრით ახერხებდა გონების მოკრებვას. ვერც მამის მზერას უძლებდა, თვალებგაშტერებული რომ იყურებოდა მანქანის
ფანჯრიდან და სიტყვას არ ძრავდა.

არაფერი იცოდნენ მშობლებმა. საქმის კი არა, ელენესა და დემნას დაშორების შესახებაც არაფერი იცოდა ვინმემ, თავად ამ ორის გარდა. საერთოდ არ საუბრობდნენ ამ თემაზე. არც იმ მუქარებზე და უკუღმა დატრიალებულ ცხოვრებაზე. ერთხელაც არ უკითხავს ვახოს, რა იყო ამის მიზეზი. არც ერთხელ მოუთხოვია პასუხი იმისთვის, რაც უსიტყვოდ იცოდა, რომ მისი შვილის ბრალი იყო. არ სჭირდებოდა ვინმესგან ამის მოსმენა, ერთი შეხედვითვე შეატყო ყველაფერი, მაგრამ მაშინაც კი არ უთქვამს რამე. ახლა კი... ახლა უმცროს ხერგიანს უნდოდა, თუნდაც ყველანაირი ლანძღვა მოესმინა მისგან, ოღონდ ასეთი სიჩუმით არ დაესაჯა მამას.

– ნინას და გეგას სახლში უნდა წავიდეთ. – ბოლოს, ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე.

– შვილო, აგვიხსნი ბოლოს და ბოლოს, რა ხდება? – ამოიტირა მანჩომ. ძალიან დაღლილი იყო უკვე ამ გაურკვევლობით.

– გთხოვ, დედა, ახლა არა...

– აბა, როდის?! – დაიგრგვინა ვახომ. – როდის, დემნა, რომ მოვკვდებით შენზე ნერვიულობით, მერე მოხვალ საფლავებთან და იქ მოგვიყვები ყველაფერს?!

– მამა...

– საკმარისია უკვე! გავიგეთ ყველამ, რაღაც საშინელებაში რომ გაეხვიე. ერთხელაც არ ამოგვიღია ხმა. ერთხელაც არ მიკითხავს შენთვის რამე. ერთხელაც არ უსაყვედურია დედაშენს ამის გამო შენთვის! მაგრამ ახლა მართლა საკმარისია!

– ლილუ გაიტაცეს, მამა... – გახედა ისე, აგრძნობინა, ახლა სხვა რამეზე ფიქრიც კი რომ არ შეეძლო, არამცთუ ლაპარაკი.

და ეცადა, ყველანაირი ხმა დაებლოკა გონებაში, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდოდნენ. ფიზიკურად არ შეეძლო რამის მოსმენა. გაგიჟდებოდა ბოლოს. მეტს ვეღარ გაუძლებდა და ისე გადაიწვებოდა, ისე გაეთიშებოდა ტვინი, უმოქმედობით დასჯიდა საკუთარ თავს. ახლა კი, ეს ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდათ. ერთადერთი, რაც უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ შვილი ეპოვა და შემდეგ თუნდაც საკუთარი სიცოცხლის გაღება დასჭირვებოდა საამისოდ, საბოლოოდ მოეშორებინა ის კიბო ოჯახისთვის, ასე სწრაფად რომ ავრცელებდა მეტასტაზებს და ყველაფერს ჭამდა.

შენელებული კადრივით ხედავდა ყველაფერს, გეგას სახლის კარზე რომ დააკაკუნა. პირი უშრებოდა და ხელები მუშტად ჰქონდა შეკრული, იმდენად ეშინოდა ყველაფრის გამეორების. მთელ სხეულს დაეპატრონა ეს საშინელი გრძნობა და მხოლოდ ღმერთმა უწყის, რის ფასად უჯდებოდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა იმ ოთახისკენ მიმავალს, სადაც ლენა ელოდებოდა...

– დემნა! – მაგრამ სრულიად საპირისპირო რეაქცია რომ მიიღო, უფრო კონკრეტულად კი, მისი დანახვისთანავე ატირებული ცოლი, ძლიერად ჩაეკრა და ხელები მოხვია, ცოტა არ იყოს, დაიბნა კიდეც...
– ვიპოვი... – ერთ სიტყვად უთხრა ყველაფერი, რის გაგებასაც ამ ოთახში მყოფთაგან მხოლოდ ეს ორნი შეძლებდნენ.
– ვიცი. – და ელენეს ხმაც არასდროს ყოფილა ასეთი მტკიცე აქამდე. მთელი არსებით სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა და წამითაც არ აყენებდა ეჭვქვეშ იმას, რომ დემნა მართლა ყველაფერს გააკეთებდა ლილუს საპოვნელად.
– არ დაურეკავთ, არც შეტყობინება გამოუგზავნიათ, არც წერილი. მოსასმენებიც კი არ მოუხსნიათ. – ანგარიში ჩააბარა გეგამ.
უკვე აღარავინ ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს სხვების თანდასწრებით. ნინა წინ და უკან დადიოდა გაუჩერებლად, ბოლთას სცემდა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო, იმდენად ღელავდა. ეს მისთვის ნერვიულობის გამოვლინების უმაღლეს ფორმას წარმოადგენდა და პატარა სანდროც კი ხვდებოდა, რამდენად ცუდად იყო ყველაფერი.
1 / 2
Next
კომენტარები (1)
ტატა
როგორ მომწონს ეს ისტორია.ცოტა დიდი თავი უკეთესი იქნებოდა :)
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ტოპ-5 ჰიტი შენი საგაზაფხულო განწყობისთვის - მოუსმინე და გადაიწერე მარტივად
10:07 / 22-05-2018
კარგი ამინდი და გემოვნებიანი მუსიკა - კარგი განწყობის შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენ შევარჩიეთ 5 ცნობილი ჰიტი, რომელიც ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას.
ქორწილი სასიძოს გარეშე - როგორ შეძლო ორმა ქალმა ყველას მოტყუება
00:07 / 20-05-2018
დაუჯერებელი ისტორია, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგიყვეთ, ორ ქალზეა..
ქვრივი, რომელიც "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის" ტიტულისთვის იბრძოდა
14:17 / 15-05-2018
სილამაზეზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მაგრამ სიმახინჯეზე? მერი ენ ბევანი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, რომელშიც განსხვავებულ ადამიანებს მასხრად იგდებდნენ.
აჩრდილები მე-19 საუკუნის ფოტოგრაფიაში - რა საიდუმლოს ინახავენ ძველი ფოტოები
11:06 / 14-05-2018
ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ უხილავი არსებების, მოჩვენებების, რომლებიც განსხეულებულნი იყვნენ. მსურს, გაგიზიაროთ უცნაური და ამოუხსნელი აღმოჩენები ფოტოგრაფიაში.
“იქს ფაქტორის“ ტოპ-5 ყველაზე დასამახსოვრებელი მონაწილე
10:46 / 14-05-2018
"იქს ფაქტორი" გრანდიოზული აღმოჩენების პროექტია. შოუ არაერთ მომღერალს დაეხმარა, თავისი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო.
ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც ახალ თაობაზე ახლად დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ანგრევენ
10:02 / 14-05-2018
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა გამოიწვია. თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
იატაკქვეშეთში გამომწყვდეული გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მთელი მსოფლიო ააღელვა
12:22 / 09-05-2018
რამდენი დროც უნდა გავიდეს და როგორც უნდა გადაფასდეს მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად დარჩება.
იქორწინოთ თუ არა მაისში? რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?
11:43 / 06-05-2018
ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა
15:01 / 01-05-2018
უცნაური არსებები ვართ ადამიანები, ასე არ ფიქრობთ? ჩვენ ვპასუხობთ მაშინ, როდესაც არაფერს გვეკითხებიან და ჩუმად ვართ, როდესაც კითხვით მოგვმართავენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი