შოშიას ბლოგი: საიდუმლო, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა...
შოშიას ბლოგი: საიდუმლო, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა...
სანამ ამ ბლოგის დაწერას გადავწყვეტდი, ბევრი ვიფიქრე. არ ვიცოდი და ზუსტად არც ახლა ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, რადგან საიდუმლოს ნაწილობრივ გათქმა მიწევს, საიდუმლოსი, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა.

სწორედ იმ ფაქტორმა, რომ დროის დიდი მონაკვეთია გასული ამბიდან, რომელიც უნდა გიამბოთ, გამაბედინა ხმა ამომეღო. და კიდევ ერთმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა მომენტმა, იმან, რომ...

... სადღაც აქ, შეიძლება სულაც ძალიან ახლოს დადიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ახლო ნათესავები არიან, შეძლება ითქვას, ჩემი სისხლი და ხორცი, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათ შორიახლოს
ვარსებობ მე - ასევე მათი ნათესავი და თითქმის სისხლი და ხორცი...

მოდი, დალაგებულად მივყვეთ: ეს ისტორია, რომელიც სერიალის სიუჟეტადაც გამოდგება, ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა - ბებიამ მიამბო. ყოველ ჯერზე ბებო ამას განსაკუთრებული გრძნობით, ცრემლით აკიაფებული თვალებით, ხმის კანკალით ჰყვებოდა ხოლმე.

"ძალიან ლამაზი ქმარი მყავდა, სიმპატიური, ახოვანი და ვაჟკაცური. მის დანახვაზე გიჟდებოდნენ ქალები. ის კიდევ ჩემზე გიჟდებოდა. როცა ცოლად გავყევი და ბავშვიც შეგვეძინა, კიდევ უფრო მოსიყვარულე და ყურადღებიანი გახდა. აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ გამოეხატა სიყვარული. ერთ მშვენიერ დღეს ქალაქგარეთ მივემგზავრებოდით და ავტოსადგურში შემთხვევით ერთ ქალს შევეჩეხეთ, რომელიც ალბათ, ასევე სადღაც მიემგზავრებოდა. მის დანახვაზე ჩემი ქმარი ისე შეცბა და გაშრა, მეგონა, წაიქცეოდა. რომ შევხედე, ერთიანად გაწითლებული და აღელვებული იყო, ძლივს ამოისუნთქა. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ აქ რაღაც ძალიან დიდი ამბავი იმალებოდა, მაგრამ საჯარო ადგილას ერთ ამბავს ხომ არ ავტეხდი?! ისე კი ძალიან მეწყინა და გავბრაზდი. თან ცნობისმოყვარობა და შიში მკლავდა...

ჩემი ქმარი ჭკვიანი კაცი იყო, მიხვდა, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა - მაინც არ მოვასვენებდი და თავად მიამბო ყველაფერი:
სანამ ჩვენ დავქორწინდებოდით, ის სხვაგან მუშაობდა. აბა, როგორ დარჩებოდა შეუმჩნეველი მისი გარეგნობა და ვაჟკაცობა, ჰოდა, იქაურ ქალებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურმე.

იქ ერთი ქალი ყოფილა, რომლის ქმარიც ხშირად მივლინებებში დადიოდა და ქალი ხშირად მარტო რჩებოდა. წყვილი დიდი ხნის შეუღლებული იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. ჰოდა, ერთხელ ეს ქალი და ჩემი მომავალი ქმარი ერთ-ერთ ოჯახში წვეულებაზე შემთხვევით ერთად აღმოჩნდნენ. ცოტა დალიეს, იმხიარულეს და როცა ჩემმა ქმარმა ის სახლამდე მიაცილა, ქალი არ მოეშვა და შეიპატიჟა. ჩემმა ქმარმა იფიქრა, ქმრიანი ქალია, შარს გადავეყრებიო და უარობდა, მაგრამ თურმე ქალი არ მოეშვა, ტირილი დაიწყო და უთხრა, როცა გაიგებ, რა მიზნითაც გეპატიჟები, უარს ვერ მეტყვიო. ხომ იცით კაცებს როგორ უყვართ გამოცანები და თავსატეხები, ხოდა, ჩემი ქმარიც დაინტრიგებულა და შეჰყოლია.

ქალმა ისე, რომ ტირილი არ შეუწყვეტია, უთხრა: უწესო ქალი არ გეგონო. მართალია ჩემი ქმარი ხშირად მიდის სახლიდან, მაგრამ მე პატიოსნად ვცხოვრობ, არავის გავკარებივარო. აგერ უკვე რამდენი ხანია, დაქორწინებულები ვართ, მაგრამ შვილი არ გვყავს. ზუსტად ვიცი, რომ ის არის უშვილო, მან კი ამის შესახებ არაფერი იცის. ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვი გავაჩინო და შენზე უკეთესს ვის ვნახავდიო! ოღონდ უნდა დაიფიცო, რომ არავის გაუმხელ, ბავშვს არასდროს მოიკითხავ და ისე გაქრები ჩვენი ცხოვრებიდან, თითქოს, არც არასდროს ყოფილხარო!"
ბებიამ არ იცოდა, რა გაიფიქრა ამ დროს მისმა ქმარმა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, შეებრალა თუ მოეწონა, თუ სერიოზულად არც მიუღია, რამ უბიძგა, რა მოსაზრებით დათანხმდა ქალის წინადადებას, მაგრამ ფაქტია, რომ დათანხმდა!..

ბარე ათჯერ მაინც მაქვს მოსმენილი ეს ისტორია და თხრობისას ბებია ყოველ ჯერზე ისე განიცდიდა და ტიროდა, თითქოს, ის ქალი სულაც არ იყო მისი სიყვარულის მოზიარე. პირიქით - თითქოს, ბებია იმ ქალის საუკეთესო მეგობარი და გულშემატკივარი იყო...
მოკლედ, იმ ღამეს მოსახდენი მოხდა და თითქოს, განგებით, ან შეიძლება იმ "ეშმაკ" ქალს ესეც დაგეგმილი ჰქონდა, იმავე ღამეს ქმარიც დაბრუნდა... ბაბუაჩემმა ფანჯრიდან გადაძრომა და გაქცევა ძლივს მოასწრო.

ალბათ, ბაბუას ისე შეეშინდა, ის ქალი მართლა კარგა ხნით საერთოდ დაივიწყა და ამოშალა მეხსიერებიდან.
... მაგრამ ხომ იცით კაცების ამბავი?! - მათ ყოფილი საყვარლების პირადი ცხოვრებაც კი აინტერესებთ და მით უმეტეს, ასეთ უცნაურ კავშირს ვინ დაივიწყებს! ხოდა, ბაბუაჩემმა თურმე, გაიკითხ-გამოიკითხა და გაიგო, რომ იმ სავარაუდო თარიღიდან 9 თვის თავზე ბავშვი დაიბადა!..
თურმე ბაბუამ ხცადა, შვილი მოენახულებინა, მაგრამ ის ქალი კლდესავით შეუვალი აღმოჩნდა და პირობა შეახსენა. მან ბაბუას შემოუთვალა, რომ თავს მოიკლავდა, თუ ის მათ სიახლოვეს გამოჩნდებოდა... როცა ბებიამ ეს ამბავი შეიტყო, დიდხანს ცდილობდა ბავშვის შესახებ მალულად რამე გაერკვია, მაგრამ მხოლოდ იმის გარკვევა შეძლო, რომ ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადასულა. გასაგები მიზეზის გამო ძველი მეზობლებისთვის ახალი მისამართი არ შეუტყობინებიათ. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ბებიამ კიდევ ერთხელ სცადა მიეკვლია მათთვის, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

ბოლოს კი გადაწყვიტა, რომ იმ ქალისთვის პატივი ეცა და მისი თხოვნა დაეცვა. მან ძებნა შეწყვიტა, არასდროს არავისთვის, მათ შორის არც ჩემთვის, გაუნდია მისი ვინაობა და სხვა საგულისხმო დეტალები, ოღონდ ეს ამბავი ვერა და ვერ მოინელა და სიკვდილამდე ნატრობდა, ოდესმე ენახა ის ბავშვი, იქნებ, მამას ჰგავდა!..



კომენტარები (3)
შოშია
ლუიზას: ვიფიქრებ ამაზე... :)
მამუკა
რა კარგი მეზღაპრე ყოფილა შოშია, ახლა გამოიძინებს და ზღაპარიც გაგრძელდება
Luiza
Gagrdzeleba?
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცები
13:35 / 26-05-2018
ბოლო დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ინგლისის სამეფო ოჯახისკენ არის მიპყრობილი.
ტოპ-5 ჰიტი შენი საგაზაფხულო განწყობისთვის - მოუსმინე და გადაიწერე მარტივად
10:07 / 22-05-2018
კარგი ამინდი და გემოვნებიანი მუსიკა - კარგი განწყობის შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენ შევარჩიეთ 5 ცნობილი ჰიტი, რომელიც ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას.
ქორწილი სასიძოს გარეშე - როგორ შეძლო ორმა ქალმა ყველას მოტყუება
00:07 / 20-05-2018
დაუჯერებელი ისტორია, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგიყვეთ, ორ ქალზეა..
ქვრივი, რომელიც "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის" ტიტულისთვის იბრძოდა
14:17 / 15-05-2018
სილამაზეზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მაგრამ სიმახინჯეზე? მერი ენ ბევანი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, რომელშიც განსხვავებულ ადამიანებს მასხრად იგდებდნენ.
აჩრდილები მე-19 საუკუნის ფოტოგრაფიაში - რა საიდუმლოს ინახავენ ძველი ფოტოები
11:06 / 14-05-2018
ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ უხილავი არსებების, მოჩვენებების, რომლებიც განსხეულებულნი იყვნენ. მსურს, გაგიზიაროთ უცნაური და ამოუხსნელი აღმოჩენები ფოტოგრაფიაში.
“იქს ფაქტორის“ ტოპ-5 ყველაზე დასამახსოვრებელი მონაწილე
10:46 / 14-05-2018
"იქს ფაქტორი" გრანდიოზული აღმოჩენების პროექტია. შოუ არაერთ მომღერალს დაეხმარა, თავისი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო.
ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც ახალ თაობაზე ახლად დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ანგრევენ
10:02 / 14-05-2018
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა გამოიწვია. თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
იატაკქვეშეთში გამომწყვდეული გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მთელი მსოფლიო ააღელვა
12:22 / 09-05-2018
რამდენი დროც უნდა გავიდეს და როგორც უნდა გადაფასდეს მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად დარჩება.
იქორწინოთ თუ არა მაისში? რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?
11:43 / 06-05-2018
ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი