ვინ არის ბლოგერი, რომელმაც ელისი საოცრებათა სამყაროდან თანამედროვეში გადმოიყვანა
ვინ არის ბლოგერი, რომელმაც ელისი საოცრებათა სამყაროდან თანამედროვეში გადმოიყვანა
"ვინ ვარ მე, ემოციური, მეოცნებე, ეგოისტი, საინტერესო, ბავშვური, ჯიუტი, უპრინციპო. აი, ასეთი ვარ, მგონი ძალიან კარგი ადამიანი, რომელშიც არის ცუდიც. ცხოვრება მაქვს სპეციფიკური და ყველასგან განსხვავებული, როგორც ყველა ადამიანს. ყველაფერი დაგეგმილი და თაროებზე დალაგებული მაქვს. ეგაა, საკუთარი თაროების დასადგმელი ადგილი აღარ დამრჩა...

ვცხოვრობ ხან მებადურივით, ხან მონადირესავით, ხანდახან კიდევ საკუთარ
ცხოვრებას ელის დოდჯსონს გადავაბარებ და საერთოდ არ ვცხოვრობ," - ასე ახასიათებს საკუთარ თავს უცნაური ბლოგერი ელისი, რომლის პირველი ვიდეობლოგიც რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში და პოპულარობაც მოიპოვა (იხილეთ ვიდეო)

"გამომყევი წიგნების სამყაროში" - ასეთია ელისის მოწოდება, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად წიგნების საინტერესო განხილვასა და ინტერპრეტაციას სთავაზობს.

დავინტერესდით, ვინ არის ელისი და აღმოჩნდა, რომ უცნაური ბლოგერი ლიტერატურის დიდი მოყვარულია და არამხოლოდ მოყვარული. ელისი თავადაც წერს, თან ძალიან კარგად. სულ ცოტა ხნის წინ ელის დოდჯსონი ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულიც გახდა.


უცნაური ბლოგერი საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს და სწორედ ამის შედეგია მის მიერ შემოთავაზებული ვიდეობლოგიც. პროფესიით ფსიქოლოგი, ახლა ამ მიმართულებით აღარ საქმიანობს. ამჟამად, ერთ-ერთი ტელევიზიისთვის ახალი სერიალის სცენარს ქმნის და ეს საქმე ძალიან მოსწონს. ელისის მთელი ცხოვრება მჭიდრო კავშირშია ლიტერატურასთან. როგორც ის ამბობს, წერს ყველგან და ყოველთვის.

"ლიტერატურასთან დიდი სიყვარული მაკავშირებს. წერა ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩემი აზრები, ფიქრები გადმომაქვს ნაწერებში. წერა მეხმარება განტვირთვაში, დასვენებაში. დაღლილობის დროს ყოველთვის ვწერ," - ამბობს ელისი.

ელისის ლიტერატურასთან კავშირი მხოლოდ წერითა და კითხვით არ შემოიფარგლება. ის ყოველთვის ფიქრობს, როგორი იქნებოდა წიგნის გმირების ცხოვრება დღევანდელ სამყაროში და ცდილობს, ეს ფიქრები რეალობად აქციოს. სწორედ ამის შედეგია მისი ახალი ვიდეობლოგიც, სადაც ელისი საოცრებათა სამყაროდან თანამედროვე სამყაროში გადმოიყვანა.

"ვიდეოს გადაღებამდე, ამ მიმართულებით პროდუქტის შექმნა "ინსტაგრამზე" ფოტოების საშუალებით დავიწყე. მაგალითად, საინტერესოა, თუ როგორი იქნებოდა ანა კარენინა დღეს, როგორ მოიკლავდა ის თავს, თვითმფრინავიდან გადახტებოდა თუ იახტიდან. მერე განვითარდა იდეა და გადავწყვიტე ვიდეო გამეკეთებინა. უამრავი იდეა მაქვს, უამრავი პერსონაჟის გაცოცხლება შეიძლება. მაყურებელი რომ გამიცნობს, მერე მათი მოთხოვნებსაც გავითვალისწინებ პერსონაჟების შერჩევისას. მე ყველაფერს გავაკეთებ, რის საშუალებასაც უბრალოდ ტელეფონის კამერა და დრო მომცემს. ფანტაზია კი შეუზღუდავია," - ამბობს ელისი.

მისი თქმით, ყველაფერი სათავეს ბავშვობიდან იღებს. პატარაობიდანვე უყვარდა სხვადსახვა გმირების განსახიერება.

"მოწყენილობის დროს, ავირჩევდი ხოლმე ერთ გმირს და მთელი დღე მას ვასახიერებდი. ხშირად ვიყავი ელისი, პეპი და ტომ სოიერი. ხშირად კორპუსის სახურავზე აგვიტანია მურაბა და იქ გვიჭამია იმიტომ, რომ ასე კარსლონი აკეთებდა. ახლა ეს ჩემს შვილებსაც ვასწავლე. ისინი "ჰარი პოტერის" გმირებს ასახიერებენ ხოლმე. ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა და ადამიანებს აბედნიერებს, ცხოვრებას უხალისებს. საერთოდ, ბედნიერებას არ უნდა ელოდო, არამედ ის თავად უნდა შექმნა. გარემო პირობებით უკმაყოფილო ადამიანები ხშირად ბოროტდებიან. არადა ყველაფერი მათ ხელთაა," - განმარტავს ელისი.

ასეთია უცნაური ბლოგერი და მისი ცხოვრება, რომლის პირველმა ვიდეომაც საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ახალ ვიდოებს ახალი პერსონაჟებით, ცნობილი გმირების თანამედროვე ცხოვრებას კი მაყურებელს ყოველ ოთხშაბათს შესთავაზებს.


ნანა მღებრიშვილი

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ექსკლუზივი: როგორ ატარებს თავისუფალ დროს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე - დუბაის პრინცი და როგორ ფოტოებს აქვეყნებს „ინსტაგრამზე“
17:05 / 16-07-2018
სწორედ მის მშობლებს ჰქონდათ ისტორიაში ყველაზე მდიდრული ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც 137 მილიონ დოლარს შეადგენდა.
თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს
13:41 / 14-07-2018
უმრავლესობას სიბერის ეშინია და ვერ წარმოუდგენია, რომ ბებერს, რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სიბერე სასჯელი არაა, თუ თავად არ გადაწყვეტთ, დროზე ადრე დაბერებას.
თავშესაფარი. ძარცვა (თავი 13)
12:19 / 12-07-2018
გიორგი მანქანას სადარბაზოსთან მიჩერებს. ჯერ თვითონ გადადის, იქაურობას ზვერავს, სიტუაციის რისკებს ითვალისწინებს და მერე ისევ თავის სავარძელს უბრუნდება.
 ჩალის ქუდი - აქსესუარი, რომელიც შენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის
11:29 / 12-07-2018
გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე.
"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
15:32 / 10-07-2018
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა მამაკაცთან (ნელ მუსიკაზე), პირველი... - ნუ, გასაგებია რაც... და ა.შ.
უსახელო: რა ბინადრობს ბერკლის სკვერის 50 ნომერ სახლში?
12:06 / 08-07-2018
ნისლიანი ლონდონი, კიდევ უფრო მისტიკურობას სძენს ქალაქს. თითქოს ყოველი ქუჩის კუთხიდან პოლტერგეისტი მოჩანს.
ისწავლე უცხოელების შეცდომებზე - ტოპ 4 რამ, რაც ამაზონზე „შოპინგის“ დროს ეშლებათ
12:28 / 04-07-2018
"ამაზონს" 390 $ მილიარდის კაპიტალი აქვს, რაც ბევრად აღემატება საცალო ვაჭრობაზე მომუშავე ნებისმიერი კომპანიის ფინანსებს.
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31