ნანიკოს ბლოგი: „ნახმარი ქალი“ - დედა განათხოვარი სარძლოს წინააღმდეგ
ნანიკოს ბლოგი: „ნახმარი ქალი“ - დედა განათხოვარი სარძლოს წინააღმდეგ
ჩემი ოთახის ერთადერთი ფანჯარა ეზოში გადის. ფანჯარასთან ვაზის ტალავერი მაქვს და მიყვარს დაღლილს იქ ჯდომა. გვიან ღამით მეზობელი ქალის განწირული ყვირილი გავიგონე, რომელსაც ფაქტობრივად, ღმუილით აჩუმებდა ქმარი - „ნუ გააგებინებ მეზობლებსო“.
ქალი არ ჩუმდებოდა: სადაც გინდა იქ წაეთრიეთ, სად გამოვყო თავი?! ვის ვუთხრა როგორ დამინგრია ოჯახი ვიღაცის ნახმარმა ქალმაო?!...

მეც ვიცნობ ამ ბიჭს, მართლაც კარგად აღზრდილი შვილია, ზრდილობიანი და კეთილი, თუმცა მისი სასიყვარულო ამბები რა თქმა უნდა, არ ვიცი. (ამიტომ ვერც იმას ვიტყვი, ვინ არის ის „ნახმარი ქალი“, მსხვერპლი, თუ
როგორც მეზობელი ქალი ამბობდა - „თავ-გასაღებული“...

ფანჯრის რაფიდან ჩამოვედი, ფანჯარა დავხურე და ფარდა გადავწიე. არც მინდოდა გამეგო რა სიტყვებით ამკობდა ბიჭის დედა შვილის რჩეულს (აგერ უკვე, ორი კვირა გავიდა და ის ბიჭი არც დამინახავს), არ ვიცი, იმ ღამის შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღო, წავიდა სახლიდან, თუ უბრალოდ არ ჩანს.

neighbor, windou-ის სურათის შედეგი

არასდროს მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ იმ ღამის ქრონიკა გონებიდან არ ამომდის.

ტრადიციას ამოფარებული საზოგადოება თუ სირცხვილი და „თავის მოჭრა“


ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციულ ოჯახებში საქალწულე აპკი. ამიტომ, თუ ვეძებთ სხვა ობიექტს ცხოვრებისეული სიცარიელების ამოსავსებად, დროა, დავფიქრდეთ, რეალურად რა გვჭირდება:

-წყვილს არ სჭირდება მესამე ან მეოთხე პერსონა... წყვილი ნიშნავს ორი ადამიანისგან შემდგარ ერთ ორგანიზმს.

ვისთვის გვჭირდება მეწყვილე - მეზობლებისთვის? დედისთვის თუ ჩვენივე თავისთვის? - თუ მეზობლისთვის და დედისთვის, მაშინ დროა, სტრატეგია შეცვალოთ თქვენს ლეგალურ მეწყვილესთან და ურთიერთობა გაახალისოთ, დაემშვიდობოთ და მოძებნოთ დედისთვის და მეზობლებისთვის შესაფერისი ადამიანი.
თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იპოვეთ პარტნიორი, როგორიც თქვენ გჭირდებათ, მაშინ გილოცავთ!

...სირთულე არავის ხიბლავს. არც იმ წყვილს, რომელიც ერთად ყოფნის გადაწყვეტილებას იღებს. არავის ხიბლავს ნათესავების შეფასებები „ჩვენი ჯობია“ და არავის უნდა, სხვის ფანჯრებში მათი ცხოვრების კადრების ეკრანიზაცია ხდებოდეს.
სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, ჯერ ობიექტს ეძებენ, შემდეგ შედარებებს აკეთებენ და ხშირად, ადამიანური უპირატესობის მიუხედავად, არჩევანს ძველ ნიშნულზე აკეთებენ: „კარგი ოჯახის შვილი“, „შეძლებული ოჯახიდან“, „ბიზნესმენი სიმამრი“ - და ამყველაფერს ოჯახური პასუხისმგებლობით ხსნიან.
მერე ვხედავთ შვილის გადაწყვეტილებით თავაწეულ დედებს, ვისმა შვილებმაც გრძნობებზე უარი თქვეს და ოჯახის ამბიციების კოლექციას კიდევ ერთი მდიდარი სიდედრ -სიმამრი შემატა . სამაგიეროდ ისინი ამაყად გამოჩნდებიან და წარმოჩნდებიან მეზობლებში და საზოგადოების ფართო წრეებში.

მაგრამ როცა სარკეში საკუთარ თავს თვალებში ჩახედავთ, მიხვდებით, რომ იმ წუმპეში რჩებით, რომელიც თქვენვე დააყენეთ. თქვენ მოირგეთ მმართველის როლი და მიიღეთ მსხვერპლად საკუთარი შვილი.

დაკავშირებული სურათი
ჭირდება კი ვინმეს მსხვერპლად შეწირვა? მხოლოდ შეუმდგარ, პატარა, ხელმოცარულ ადამიანებს!..

ჩვენ გვიჭირს იმის გააზრება, რომ აპკის შენარჩუნების ხანგრძლივობით ადამიანის ამორალურობა არ განისაზღვრება. გვავიწყდება ბიბლიური მარიამ მაგდალინელი, რომელიც მეძავი იყო... თუმცა, რელიგიური ფაქტების დახმარებაც კი ვერ ახსნის ჩვენს პანიკურ დამოკიდებულებას ქალიშვილობის ინსტიტუტის მიმართ.
რაც შეეხება, ტრადიციას - ქალების უმრავლესობა არ იწყებს სექსუალურ ცხოვრებას ოჯახის, მეზობლებისა და ნათესავების ხათრით. ყველა ადამიანს აქვს არჩევანისა და თავისუფლების უფლება.

P.S. ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს ამბავი, მაგრამ თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს და იმედია, რაც წაიკითხეთ- დამეთანხმებით, ან არ დამეთანხმებით, ან არგუმენტს მოიყვანთ, ვისთვის და რატომ არის მიუღებელი „განათხოვარი ქალი“.


კომენტარები (2)
სალომე
შეუგნებელი ხალხისთის რათქმაუნდა მიუღებელია,იმიტომ რომ შეუგნებელი" ადამიანი" ვერ შეძლებს თავი წარმოიდგინოს სხვის ადგილას, ევრ ეძლებს გახდეს "ნახმარი ქალი" და სამყაროს შეხედოს სხვისი თვალებით, მასეთი ვითომ ოჯახის ქალები აურესებს კადრულობენ ვიდრე განათხოვარი, ნახმარი, ნათრევი და ათას იმაზე გადამხტრები, ორი ადამიანის ურთიერთობა ეკუთვნის მხოლოდ ორს და არავის აქვს უფლება მასში ცაერიოს, დედაა, მამაა თუ ვინცაა. ქალიშვილებიც ბევრია მინეტები რომ აქვთ გაკეთებული, მაგრამ თვლიან რომ ბოროტება ის არაა რაც პირში ჩადის არამედ ის რაც იქიდან გამოდის, პირდაპირი მნიშვნელობით. საით მივექანებით საერთოდ, რა დროს ეგააა. 21 საუკუნეშიც კი ქალიშვილობა უფრო ღირებულია ვიდრე თავად ადამიანი, ფურთხი კიდევ ცოტაა შეგნების ხალხისთვის!
ნდობის ფაქტორი
რატომ ენდობა მომავალი დედამთილი, უცხო გოგოს,რომელსაც არც კი იცნობს ... დანარჩენი კი შეგნების ამბავია უნდა გააკრიტიკოს თუ არა გაცნობამდე.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ტოპ-5 ჰიტი შენი საგაზაფხულო განწყობისთვის - მოუსმინე და გადაიწერე მარტივად
10:07 / 22-05-2018
კარგი ამინდი და გემოვნებიანი მუსიკა - კარგი განწყობის შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენ შევარჩიეთ 5 ცნობილი ჰიტი, რომელიც ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას.
ქორწილი სასიძოს გარეშე - როგორ შეძლო ორმა ქალმა ყველას მოტყუება
00:07 / 20-05-2018
დაუჯერებელი ისტორია, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგიყვეთ, ორ ქალზეა..
ქვრივი, რომელიც "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის" ტიტულისთვის იბრძოდა
14:17 / 15-05-2018
სილამაზეზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მაგრამ სიმახინჯეზე? მერი ენ ბევანი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, რომელშიც განსხვავებულ ადამიანებს მასხრად იგდებდნენ.
აჩრდილები მე-19 საუკუნის ფოტოგრაფიაში - რა საიდუმლოს ინახავენ ძველი ფოტოები
11:06 / 14-05-2018
ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ უხილავი არსებების, მოჩვენებების, რომლებიც განსხეულებულნი იყვნენ. მსურს, გაგიზიაროთ უცნაური და ამოუხსნელი აღმოჩენები ფოტოგრაფიაში.
“იქს ფაქტორის“ ტოპ-5 ყველაზე დასამახსოვრებელი მონაწილე
10:46 / 14-05-2018
"იქს ფაქტორი" გრანდიოზული აღმოჩენების პროექტია. შოუ არაერთ მომღერალს დაეხმარა, თავისი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო.
ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც ახალ თაობაზე ახლად დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ანგრევენ
10:02 / 14-05-2018
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა გამოიწვია. თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
იატაკქვეშეთში გამომწყვდეული გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მთელი მსოფლიო ააღელვა
12:22 / 09-05-2018
რამდენი დროც უნდა გავიდეს და როგორც უნდა გადაფასდეს მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად დარჩება.
იქორწინოთ თუ არა მაისში? რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?
11:43 / 06-05-2018
ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა
15:01 / 01-05-2018
უცნაური არსებები ვართ ადამიანები, ასე არ ფიქრობთ? ჩვენ ვპასუხობთ მაშინ, როდესაც არაფერს გვეკითხებიან და ჩუმად ვართ, როდესაც კითხვით მოგვმართავენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი