წლის ყველაზე რომანტიკული დღე - 14 თებერვალი ახლოვდება, კიდევ ერთი მიზეზი, რომ საყვარელ მამაკაცს თქვენი გრძნობები შეახსენოთ.
დღესასწაულის ბანალური ატრიბუტები მოსაბეზრებელი გახდა. ამიტომ მთავარია, ცხოვრება უფრო გიჟური იდეებით გაიხალისოთ. გთავაზობთ სიურპრიზების ჩამონათვალს, რომელთა დახმარებით თქვენი პარტნიორის გაკვირვებასა და გახარებას შეძლებთ:
1. დამალეთ სასიყვარულო წერილები ოფისში
წელს 14 თებერვალი ოთხშაბათს უწევს. ამიტომ პარტნიორი მთელ დღეს სამსახურში გაატარებს. სადღესასწაულო განწყობას წინასწარ შეუქმნით, თუ მის სამუშაო ოთახში დატოვებთ სასიყვარულო ბარათს. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ ბარათის მის ჯიბეში ან ჩანთაში ჩადება.
2. ღამე ახალ ადგილას გაატარეთ
თუ უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ, საუკეთესო იქნება გრძნობების განახლება - ღამე იქ გაატარეთ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ.
3. დაეხმარეთ საქმეების მოგვარებაში
მზრუნველობა საუკეთესო მილოცვაა. დაეხმარეთ თქვენს პარტნიორს რთული პრობლემების გადაჭრაში, რისთვისაც დრო არ რჩება. მაგ: თუ მანქანა უკვე 2 თვეა ავტოფარეხში გაფუჭებული უყენია, ეცადეთ დღის განმავლობაში შეაკეთოთ. საღამოს კი დღესასწაულის აღსანიშნავად შეგიძლიათ ერთად წახვიდეთ მანქანით საყვარელ რესტორანში.
გაგრძელება