ღორი აღმოსავლური კალენდრის 12-წლიან ციკლში ბოლო ცხოველია. სწორედ მას ეკუთვნის ბოლო აკორდი, რის შემდეგაც ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. როგორც უნდა ისწრაფვოდეს თითოეული ჩვენგანი კარიერული აღმავლობისა თუ მატერიალური კეთილდღეობისკენ, სიყვარული მაინც პირველ ადგილზე დგას. ღორის წელი საკმაოდ ნაყოფიერია ამ მხრივ.
მარტოხელა ვერძებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: სიყვარული გეწვევათ, მხოლოდ სრულიად მოულოდნელ მომენტში. არ ღირს, უარი თქვათ ახალ ნაცნობობაზე და უკარებას როლი ითამაშოთ. ახალი რომანები და მსუბუქი ფლირტი ღორის წელში გამორიცხული არაა, მაგრამ ორ კურდღელს ერთად ნუ გაეკიდებით, შესაძლოა, ამან ღირსეული პარტნიორი დაგაკარგვინოთ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას.
დაოჯახებულ ვერძებს მეორე ნახევრებთან ჰარმონიული პერიოდი დაუდგებათ. იდეალური პერიოდია ბავშვის გასაჩენად. მარტოხელა ვერძებმა კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ინტიმურ კავშირებში, რადგან ღორი მოწადინებულია, რომ ვერძებს შთამომავლობის გამგრძელებლები აჩუქოს.
ამ ნიშნის წარმომადგენლებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ და ვნებები მოთოკონ. იდეალური პერიოდია პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. თუ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ, ძალ-ღონე მიმართეთ საცხოვრებლის შეძენისკენ. უარი თქვით დროებით და ხანმოკლე რომანებზე. კიდევ ერთი რჩევა: ნაკლები იეჭვიანეთ პარტნიორზე, მით უფრო, ამისთვის საბაბი არ გაქვთ. თუ ურთიერთობის დაკანონება გსურთ, სწორედ შესაფერისი პერიოდია. ქორწილის მაგივრად კი გირჩევთ, თქვენ ორნი სადმე თბილ ქვეყანაში გაემგზავროთ.
დაოჯახებულმა კუროებმა დისტანცია უნდა დაიჭირონ მეგობრებთან და ნათესავებთან - მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც შურით გიყურებთ.
ტყუპებს ამ წელს თაყვანისმცემლებისგან ყურადღება არ მოაკლდებათ. მთავარია, მხოლოდ სწორი და დროული არჩევანი გააკეთოთ. ასტროლოგები გირჩევენ, მალე გამოეთხოვოთ მარტოხელას ცხოვრებას. მათ, ვინც საკუთარ თავში ძალას იპოვის, რომ უარი თქვას საყოველთაო ყურადღებაზე 2019 წელს, ყვითელი ღორი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას ჰპირდება.
კიბოს ამ წელს თაყვანისმცემლების მთელი არმია ელოდება. თუმცა, საიმედო და სიმპათიური მათ შორის ჯერ არ ჩანს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 2019 წელს ყველაფერი თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. თქვენი მეორე ნახევარი თქვენივე წრიდან უნდა შეარჩიოთ. უნდა მოუსმინოთ არა მარტო გულს და გონებას, არამედ ინიციატივასაც. ახალ ნაცნობობაზე უარს ნუ იტყვით, შესაძლოა, რომელიმე მათგანი ცხოვრების სხვა სფეროში გამოგადგეთ.
სიყვარული კიბოებისთვის ნამდვილ შთაგონებად იქცევა, ისინი გაიფურჩქნებიან. თუ სერიოზული ნაბიჯის გადადგმა ფინანსების გამო გიჭირთ, ღორის წელში ეს პრობლემაც არ გექნებათ.
დაოჯახებულ კიბოებს მართებთ, უფრო გულწრფელნი იყვნენ ურთიერთობებში. მიეცით თავს ნება და საყვარელ ადამიანთან ერთად უჩვეულო მოგზაურობა ან თავგადასავალი მოიწყვეთ. გაალამაზეთ თქვენი ურთიერთობა ემოციებით.
2019 წელს ლომებს უბრალოდ ვერ იცნობთ. ყურადღების მოყვარული ნიშანი მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობას მოინდომებს და სერიოზულად დაფიქრდებიან შთამომავლობის გაგრძელებაზე. საჭიროა, მხოლოდ მოთოკოთ თქვენი მეფური კაპრიზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარკეში თქვენი თავის ანარეკლით მოგიწევთ ტკბობა. მთავარია, თქვენს თავთან იყოთ პატიოსანი და არ აირჩიოთ ის ადამიანი, რომელსაც ახლობლები თუ ნათესავები გირჩევენ.
დაოჯახებულ ლომებს თავიანთი პარტნიორი თავიდან შეუყვარდებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მათ შთაგონებით აავსებთ. ლომის რჩეულებს გაუკვირდებათ კიდეც, თუ რაოდენ რომანტიკული ბუნების ყოფილან მათი ლომები.
თუ ქალწული ხელს ჩაიქნევს იდეალური პარტნიორის ძებნაზე, 2019 წელი მას თვალის დახამხამებაში მიიყვანს ღირსეულ რჩეულთან. სიფრთხილე არ გაწყენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სიყვარულის ისარმა სულ სხვა ადამიანთან მიგიყვანოთ. თუ გვირგვინის დადგმას გადაწყვეტთ, ეს მხოლოდ საიმედო და ღირსეულ ადამიანთან უნდა გააკეთოთ.
ასტროლოგები გირჩევენ, ამ წელს ყურადღება არ მოადუნოთ. ყურადღება დაუთმეთ ოჯახურ ცხოვრებას და თქვენს ზრუნვას ახალ რჩეულს ნუ გაუნაწილებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახსაც დაკარგავთ და ახალ რჩეულსაც. გააგრძელეთ კითხვა