ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის 2018 წლის უკანასკნელი თვე, დეკემბერი განსაკუთრებულად ვნებიანი, ემოციური და რომანტიკული აღმოჩნდება.
ვერძი
დეკემბერი არაჩვეულებრივი პერიოდი აღმოჩნდება იმ ვერძებისთვის, რომლებსაც ცხოვრებამ არაერთხელ გაუცრუა იმედები, საპირისპირო სქესმა კი გული ატკინა. ვერძი მიხვდება, რომ ფრაზა: ,,როცა ერთი იბადება, მისთვის მეორე ნახევარი
ჩნდება", სავსებით რეალურია. ვინაიდან თქვენში ვნებათაღელვა მოიმატებს, სასურველია, ემოციები და სურვილები აკონტროლოთ და მეტ-ნაკლებად სიფრთხილე გამოიჩინოთ. საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის სახით, დეკემბერი გიმზადებთ, ნამდვილად დაიმსახურეთ.
ტყუპები
თვის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანი გაგანებივრებთ საჩუქრებით, კომპლიმენტებითა და კარგი სექსით!
მართალია, ბოლო დროს თქვენ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და პრობლემებიც თავზე საყრელად გაქვთ, მაგრამ დარწმუნდებით, რომ გრძნობები არ გამქრალა. თქვენ შორის ის ვნება იფეთქებს, რომელიც თავიდან ურთიერთობას ასე თავბრუდამხვევს ხდიდა.
კირჩხიბი
გაიხსენეთ ფილმი ,,უბის წიგნაკი", რომელშიც მთავარი პერსონაჟი ნოელი საყვარელ ქალს, ელის ეუბნება: ,,დაივიწყე, სხვა რას იფიქრებს, რას იგრძნობს, რას მოინდომებს. მთავარია, შენ რა გინდა!"
სწორედ ელის ადგილას დგახართ. დროა, უახლოესი ადამიანებიც კი დროებით გვერდით გადადოთ და საყვარელი ადამიანისკენ მიმართოთ მთელი ყურადღება. თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ენითაუწერელი ბედნიერება მოგანიჭოთ. მას ზუსტად აქვს შესწავლილი თქვენი სულის ყველა კუთხე-კუნჭული. წაიკითხეთ ვრცლად