გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
თევზები
ორშაბათს თამამად მიიღეთ გადაწყვეტილება, რადგან 26 ნოემბერს მცირდება შეცდომების დაშვების ალბათობა. ამ კვირაში წინსვლა გელოდებათ კარიერასა და ბიზნესში. წარმატებას მიაღწევენ ამბიციური თევზები, თუმცა შესაძლოა, ის ადამიანებიც მოექცნენ ყურადღების ცენტრში, რომლებიც აქამდე ჩრდილში დგომას ამჯობინებენ. სოციალური ქსელი დიდ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. კვირის ბოლომდე ღირსეულად აისხლეტთ თქვენკენ მომართულ ნეგატივს.
მერწყული
თქვენს ცხოვრებაში ამ კვირაში მოსალოდნელია სოციალური და კომუნიკაციური ,,აფეთქება", ანუ ყველა მეგობარს, ნათესავს, კლასელს თუ კურსელს უეცრად თქვენთან დაკავშირება მოუნდება. შესაძლოა გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც დიდი ხანია აღარ გეხმიანებიან. ორშაბათს კარგად გაართმევთ თავს მიღებულ დავალებას, თუ გუნდურად იმუშავებთ თანამშრომლებთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, რომ ძალა ერთობაშია. მთელი კვირის განმავლობაში იქნებით მოტივირებული და ენერგიით სავსე, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლაზე. მარტოხელა მერწყულებს კვირის ბოლომდე საინტერესო სიახლე ელით. დიახ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგაინტერესებთ ან გრძნობები გაგიჩნდებათ იმის მიმართ, ვისაც იცნობდით, მაგრამ არასდროს უყურებდით ,,სხვა თვალით". ასე რომ, გვერდზე გადადეთ ადამიანების მიმართ კრიტიკული მიდგომა და საუკეთესო თვისებები ეძებეთ მათში.
თხის რქა
კარგი იქნება, თუ მიმტევებლობას გამოიჩენთ ადამიანების მიმართ. ეს ურთიერთობებს გაამარტივებს და მძიმე ლოდსაც მოგაშორებთ გულიდან. ასევე, დროა, ზოგიერთმა თხის რქამ წერტილი დაუსვას რომანტიკულ კავშირს, რომელიც ყოველდღიურობას უწამლავს. ხომ იცით? ყველაფერი კარგი ოდესმე სრულდება, იმიტომ, რომ უკეთესი რამ დაიწყოს. იმის მიუხედავად, რომ თავდაუზოგავად შრომობთ დიდი ხანია, შესაძლოა, გეუფლებოდეთ განცდა, რომ რაღაც რიგზე მაინც ვერ არის და შედეგამდე ვერ მიდიხართ. არ ცდებით. მოცემულობა არასახარბიელოა, მაგრამ მოთმინებას თუ გამოიჩენთ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
მშვილდოსანი
26 ნოემბერი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი დღე აღმოჩნდეს მშვილდოსნისთვის. ამიტომ თუ დიდი ხანია უფროსთან უნდა შესვლა და ხელფასის მატებასთან დაკავშირებით გასაუბრება, შეუძლია თამამად გადადგას ნაბიჯი. ორშაბათს დაწყებული ყველა საქმე წარმატებით დასრულდება ან ნიშნით დაბადებულისთვის. ამ კვირაში მოსალოდნელია თქვენი ფასეულობათა ცვლა. მოგინდებათ, გარშემომყოფებს დაანახოთ, რამდენი იშრომეთ. ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, შეარჩიეთ სწორი ფორმა და ტონი. კვირის ბოლომდე მოსალოდნელია ექსპერიმენტის ჩატარება, რომლის შედეგიც გაგაოცებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს, როგორც გარეგნობასა და იმიჯს, ასევე ურთიერთობებს ან საკუთარი თავის შეცნობის პროცესს.
მორიელი
ამ კვირაში თქვენს ხელში გაივლის ან აღმოჩნდება დიდი თანხა. გადაწყვეტილების მიღებისას მიენდეთ არა მარტო თქვენს გონებასა და ლოგიკას, არამედ ინტუიციას. არ წახვიდეთ საკვების შესაძენად ბაზრობაზე, მიმართეთ მაღაზიას, რადგან შესაძლოა, გაფუჭებული პროდუქცი შემოგაპარონ, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს. თუ ამ კვირაში თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დარჩით შინ. სხვა შემთხვევაში, სიტუაცია გამწვავდება. შაბათს შესაძლოა გამოავლინოთ უპასუხისმგებლობა (მცირე დოზით), მაგრამ საგანგაშო არაფერია. მსგავსი პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება.
სასწორი
ამ კვირაში მოსალოდნელია სამეგობრო წრის გაფართოება, ასევე, ძველ დაქალებთან/ ძმაკაცებთან ურთიერთობის გამყარება. ის სასწორები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიილტვოდნენ მარტოობისკენ, მაგრამ ოჯახური მდგომარეობა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევდათ, საწადელს მიაღწევენ. ამ ნიშნით დაბადებულებს ბევრი სურვილი აქვთ, რომელთა შესახებაც ხშირად საუბრობენ. ეს კვირა არაჩვეულებრივი პერიოდია მათ განსახორციელებლადაც. თუ განვითარებისთვის, სწავლისთვის ან კარიერული წინსვლისთვის შანსი მოგეცემათ, არ თქვათ უარი მასზე, თუნდაც ათასი მიზეზი გქონდეთ. პარასკევს იგრძნობთ, რომ თქვენი პარტნიორული ურთიერთობა დიდი ხანია რელსებს გასცდა და აღარ იცით, საით მიექანება. ნუ იჩქარებთ მეუღლესთან/ შეყვარებულთან საუბარს, ჯერ თავად გაერკვიეთ გრძნობებში.
წაიკითხეთ სრულად