ნუმეროლოგია ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. ციფრების ჯამი, რომლისგანაც ჩვენი მობილური შედგება, განსაზღვრულ ენერგიას ასხივებს და მის მფლობელზეც მოქმედებს.
იმისათვის, რომ ერთნიშნა ციფრი მიიღოთ, მობილურის ნომრის ციფრები უნდა შეკრიბოთ. მაგალითად, თქვენი ნომერია: 567 11 22 33. ამრიგად: 5+6+7+1+1+2+2+3+3=30. ეს ციფრიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ: 3+0=3.
ერთნიშნამდე უნდა დაიყვანოთ ყველა ციფრი - 9-ის ზევით. განმარტება მხოლოდ 9 ციფრზეა მოცემული.
- პირადი ინიციატივისა და ენერგიის ციფრია. ასეთი ნომრის მფლობელი კარგად წარმართავს მოლაპარაკებებს საქმიან სფეროში. ის ადვილად მოაგვარებს შეხვედრებთან, პრეზენტაციებთან დაკავშირებულ საკითხებს.
- ორიანი მსოფლიოს ყველა წერტილიდან იღებს ზარებს. ჰარმონიის, ურთიერთობის დამყარებისა და თანამშრომლობის ნიშანია. ერთი ტალღიდან მეორეზე მარტივად გადადის და არც კომფორტის შეგრძნებას კარგავს.
- შემოქმედებითად აქტიური ადამიანის ციფრია. ის ბედნიერებასა და წარმატებას მოუტანს ჟურნალისტ, მსახიობ, სარეკლამო და ტურისტულ სფეროში მომუშავე მენეჯერს. გარდა ამისა, ის ადვილად შეათანხმებს გართობისა და მგზავრობის ინფორმაციებს.
- მისი მიმართულებაა სამსახურებრივი წარმატება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რემონტი და გადაზიდვა. ან ნომრის მფლობელი კარგად მოაგვარებს საოჯახო საკითხებსაც.
- მის მფლობელს მუდამ "მწვანე შუქი" უნთია წარმატების მიღწევის სხვადასხვა გზაზე და საკმაოდ ნაყოფიერადაც შრომობს. თუმცა, ამ ნომრიდან სასიყვარულო ურთიერთობაში გარკვევას ნუ ეცდებით.
- მეტად მზრუნველობაზეა ორიენტირებული, ვიდრე საქმიან სფეროზე. ის კარგად მოაგვარებს დელიკატურ საკითხებს, შეათანხმებს მეგობრულ შეხვედრებს, გააკონტროლებს ბავშვებს და ხანგრძლივად ისაუბრებს საყვარელ ადამიანთან.
- მის მფლობელს რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემა უყვარს. შვიდიანი შემოქმედებითი საწყისის, სამეცნიერო სფეროსა და გამომძიებელთა ციფრია.
- ბიზნესპარტნიორებთან იდეალურად ააწყობს ურთიერთობას. წარმატებას მიაღწევს მატერიალურ სფეროში. აიმაღლებს ავტორიტეტს გარშემო მყოფებში. მისი ვალდებულება მნიშვნელოვანი საქმეების სწრაფად და კონკრეტულად მოგვარებაა.
- "ცხრიანი" ახალი საქმეების დამწყებია. ის აუმჯობესებს კავშირებს, კონტაქტებს. ძირითადად, ფინანსურ და კომერციულ სფეროებში მუშაობს. თუმცა, არ უნდა დაივიწყოს მორალური პრინციპებისა და კანონის არსებობა.