თუ 2018 წელს სიყვარულში არ გაგიმართლათ, ღორის წელში შანსი გეძლევათ, ახალი ურთიერთობა წამოიწყოთ და ქორწინებით დააგვირგვინოთ. გთავაზობთ ფენ-შუის საიდუმლო ხერხებს, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ და პირად ბედნიერებას გაპოვნინებთ:
მოაწესრიგეთ საძინებელი
გაგეღიმათ? სულ ტყუილად. თუ საძინებელი არეულია, თქვენი შინაგანი ენერგია ქაოსში გაიფანტება და დასუსტდებით. როგორც კი ოთახის დალაგება ჩვევაში გადაგეზრდებათ, შენიშნავთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებიც თანდათან ლაგდება.
გამოათავისუფლეთ სახლი
გასაგებია, რომ ნივთებში ფული გაქვთ გადახდილი, ზოგიერთი კი საჩუქრად მიიღეთ, მაგრამ სანამ სახლს ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემთ, თქვენს პირად ცხოვრებაში მზის სხივის გამონათებას არ უნდა ელოდოთ. გადაყარეთ ნივთები, რომლებიც დიდი ხანია დაძველდა, აღარ იყენებთ ან დიდ ადგილს იკავებს. სივრცე სწორედ ის არის, რაც ახლა გჭირდებათ! ასევე, თავიდან მოიშორეთ ისეთი საგნები, რომლებიც ღრმა წარსულთან გაკავშირებთ.
წაშალეთ არშემდგარი ურთიერთობების კვალი
თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ ყელსაბამს ინახავს, ან ერთად გადაღებული ფოტოებით სავსე ალბომს, ეს პუნქტი სწორედ თქვენ გეხებათ! ისწავლეთ ადამიანების წარსულში ჩატოვება. შესაძლოა, თავს იმართლებთ და ამბობთ, რომ ყოფილი შეყვარებული/მეუღლე ან დაკარგული მეგობარი თქვენთვის აღარაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ თავს არ იტყუებთ, რაში გჭირდებათ მასთან დაკავშირებული ნივთი? გულწრფელად უპასუხეთ ამ შეკითხვას, შემდეგ კი დაუფიქრებლად ადექით და ნაგვის ყუთში მოისროლეთ ყველაფერი.
გაგრძელება