თქვენი ფარული კერპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თქვენი ფარული კერპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძი
როგორც ვერძს, მოგწონთ ლიდერობა. ყოველთვის სიტუაციის კონტროლი გჭირდებათ. გიყვართ ბრძანებების გაცემა და არ მოგწონთ კონტროლის სხვის ხელში გადასვლა. ამიტომ თქვენი ფარული კერპი ბუნებით პასიური და მორჩილი ხალხია.

კურო
ვერძის მსგავსად, არც თქვენ მოგწონთ, როცა თქვენს ქმედებებს ეჭვქვეშ აყენებენ. გსურთ, ყველაფერს თავად აკონტროლებდეთ. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვერძივით, თქვენი ფარული კერპი
ადამიანებია, რომლებიც ყველაფერში დაგეთანხმებიან, რასაც იტყვით. გსურთ ისეთ ადამიანთან ერთად ყოფნა, რომელიც ყოველთვის დაგიჭერთ მხარს.

ტყუპი
როგორც ტყუპი, თავისუფლების მოყვარული ადამიანი ხართ. არ მოგწონთ, როცა გზღუდავენ. გსურთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს ინდივიდუალურობას აფასებდნენ და თავისუფლებას არ გართმევდნენ. თქვენი ფარული კერპი ხალხია, რომლებთანაც შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.

კირჩხიბი
გიყვართ გაცემა. ძალიან გულუხვი ხართ და ეს ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, თქვენი ფარული კერპი - ადამიანები, რომლებსაც თქვენი დახმარება ესაჭიროებათ.

ლომი
თქვენი ფარული კერპი - ხალხია, რომლებიც თქვენ უკან ყოფნის წინააღმდეგნი არ არიან. როგორც ლომს, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა გჭირდებათ და ამის ვინმესთვის დათმობა არ გსურთ.

ქალწული
როგორც ქალწული, ხშირად კარგავთ მიმართულებასა და ფოკუსს. არ გყოფნით მოტივაცია იმისათვის, რომ ცხოვრებაზე კონტროლი სრულად აიღოთ თქვენს ხელში. თქვენი ფარული კერპები არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ დაემორჩილოთ.

სასწორი
თქვენ წვეულების დედოფალი ხართ. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ხართ და მოგწონთ იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომლებიც თქვენით აღფრთოვანებულები არიან. თქვენი საიდუმლო კერპი ხალხია, რომლებიც გექცევიან, როგორც სამეფო პირს.

მორიელი
როგორც მორიელი, უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებთ. მოგწონთ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი მარტივადაა. ამიტომ თქვენი ფარული კერპია ისეთივე უბრალო ადამიანები, როგორიც თავად ხართ.

მშვილდოსანი
გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც თქვენს მისწრაფებებს შეესაბამება, ამიტომ თქვენი კერპი საკმაოდ უნიკლურია. არ მოგწონთ ერთი ადამიანის მიმართ ერთგულების დიდხანს შენახვა. თქვენი ფარული კერპია პოლიგამიის მომხრეები და ურთიერთობები ვალდებულებების გარეშე.

თხის რქა
საკმაოდ ცვალებადი ადამიანი ხართ. არ გიყვართ გრაფიკებით თავის შეზღუდვა. თქვენ ბომბას ჰგავხართ, რომელიც ნელა მოქმედებს. სწორედ ამიტომ თქვენი ფარული კერპი ადამიანია, რომელიც თქვენს დისციპლინირებას შეძლებს და თვალს ადევნებს იმას, რომ სწორი გზიდან არ გადაუხვიოთ. გჭირდებათ ის, ვინც შეძლებს საკუთარი თავისგანაც გადაგარჩინოთ.

მერწყული
საიდუმლო არ არის, რომ საკმაოდ ექსცენტრული პიროვნება ხართ. თქვენი ფარული კერპები ვულგარული და უხამსი ადამიანები არიან. ცნობილი ხართ საძინებელში თავგადასავლების სიყვარულით და გსურთ ადამიანის პოვნა, რომელიც ამ სიყვარულს თქვენთან ერთად გაიზიარებს.

თევზები
თქვენი კერპი - დომინანტები არიან. თქვენ გავლენიანი ადამიანები გიზიდავთ, რადგან შინაგანად მეამბოხე ხართ. გგონიათ, რომ ვერ მოახერხებთ საკუთარი მიზნების რეალიზებას, თუ თქვენს ცხოვრებაში არ იქნება ავტორიტეტული ფიგურა. გჭირდებათ საჭირო და ძალაუფლების მქონე პიროვნება.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30