TOP 5 მამაკაცი, რომლებიც უცხო ქალებს ათვალიერებენ პარტნიორთან ერთად ყოფნისას - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
TOP 5 მამაკაცი, რომლებიც უცხო ქალებს ათვალიერებენ პარტნიორთან ერთად ყოფნისას - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუ ქალისთვის შეურაცხყოფის მიყენება გსურთ, ან შურისძიება, სულაც არ არის საჭირო, უშვერი სიტყვებით შეამკოთ. საკმარისია, მის დასანახად სხვა მანდილოსანს დაუწყოთ თვალიერება. ამ დროს ჩვენი თვითშეფასება მომენტალურად ეცემა, ხასიათი გვიფუჭდება და მზად ვართ, ყველა ქალი მოვკლათ. სამწუხაროდ, მამაკაცები მეორე ნახევრის გასაბრაზებლად კი არ აკვირდებიან სხვებს, ხშირ შემთხვევაში მათი გარეგნობა იზიდავთ. გთავაზობთ 5
ნიშანს, რომელიც შეყვარებულს / მეუღლეს აგიჟებს სხვებისკენ მიმართული მზერით - და მიზეზებს, რომლებიც მათ საქციელს ხსნის.

ტყუპები

ცნობილი ფაქტია, რომ ტყუპებში ორი ადამიანი ცხოვრობს. თუ ერთ-ერთი თქვენზე ჭკუას კარგავს და სილამაზის ეტალონად მიაჩნიხართ, არ არსებობს გარანტია, რომ მეორეც ეთანხმება. თუ თქვენ გვერდში მყოფი ტყუპი თავს ვერ აკონტროლებს და სხვა ქალებისადმი ამჟღავნებს ინტერესს, იცოდეთ, მისი ,,მეორე მეა" გააქტიურებული. ქვეცნობიერის დონეზე, მასაც სურს პარტნიორის პოვნა.

ლომი

ლომი სხვა ქალებს უყურებს იმიტომ, რომ აინტერესებს, ყურადღების ცენტრში თუა მოქცეული; ამოწმებს, ხომ არ დაუკარგავს ქარიზმა და მანდილოსნების მონუსხვის უნარი?! მას უზომოდ სიამოვნებს, როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჩურჩულებიან: ,,შეხედე, რა მიმზიდველი კაცია!" თუ ლომის მეორე ნახევარი გაბრაზდება, ჩემკენ გამოიხედე, სად გაგირბის თვალებიო, ლომი ვერ გაიგებს მისი მრისხანების მიზეზს, თუმცა, თუ ამ ნიშნით დაბადებული ქალი სხვა მამაკაცს მიაშტერდება, ლომი ვულკანივით იფეთქებს!

ქალწული

გაგიკვირდებათ, მაგრამ ქალწული სხვა ქალებს ერთადერთი მიზეზით ათვალიერებს: აინტერესებს, რომელიმე თავის რჩეულს თუ გაუტოლდება გარეგნობით, სტილითა და თავდაჭერილობით. ამ ნიშნით დაბადებული კაცები უცხო მანდილოსნებს აკრიტიკებენ, ნაცვლად იმისა, რომ მათთან ფლირტი მოისურვონ. წაიკითხეთ ვრცლად
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30