ადამიანების მცირე ნაწილმა იცის, რომ ახალმთვარეობა შესაძლოა მათთვის უკეთესი ცხოვრების საწინდარი გახდეს. თუ თქვენ უამრავი პრობლემა გაქვთ, არ გიმართლებთ ფინანსურ საკითხებში, სიყვარულში ან ჯანმრთელობა შეგერყათ, მიჰყევით ინსტრუქციას:
1. ახალმთვარეობას ხელით ჩამოწერეთ სურვილების სია. ფრთხილად შეარჩიეთ ნატვრა, რადგან როცა ახდება, შესაძლოა, სულაც არ დადგეთ იმ რეალობის წინაშე, რომელიც ახლა გესახებათ. დაფიქრდით, რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს თქვენს სურვილებს და მზად იყავით სცენარის მსგავსი კუთხით განვითარებისთვის. აუცილებელი არ არის, სურვილები სპირიტუალური ხასიათის იყოს. თამამად იოცნებეთ ახალ მანქანაზე, კომპიუტერსა და ყველაფერ მატერიალურზე.
2. ერთადერთი, რაც აუცილებლად წინასწარ უნდა განსაზღვროთ, კალამია. აირჩიეთ მისი ფერი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
- ვერძი - წითელი;
- კურო - მწვანე;
- ტყუპი - ყვითელი;
- კირჩხიბი - ცისფერი;
- ლომი - ოქროსფერი;
- ქალწული - ყავისფერი;
- სასწორი - ვარდისფერი;
- მორიელი - შავი;
- მშვილდოსანი - იასამნისფერი;
- თხის რქა - ნაცრისფერი;
- მერწყული - შაბიამნისფერი;
- თევზები - ცისფერი.
გაგრძელება