მორიელების დრო დადგა, ჩვენ კი გვსურს ეს, თუ არა მათი გავლენის ქვეშ ვექცევით - თავს უფრო მაცდურებად და ამოუცნობებად ვგრძნობთ.
თუმცა რამდენად მონდომებითაც არ უნდა ინახავდნენ ზოდიაქოს ეს წარმომადგენლები საკუთარ საიდუმლოებებს, ჩვენ ვეცდებით ფარდა ავხადოთ მათ ძლიერ მხარეებს და მათგან საუკეთესო გავითვალისწინოთ.
შესანიშნავი მეხსიერება + გასაიდუმლოება
მათ მართლაც ფენომენალური მეხსიერება აქვთ, საკითხავი კი მხოლოდ ისაა, როგორ იყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას? ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე „შხამიანი“ წარმომადგენლები განთქმული არიან „ბოროტად დამახსოვრებით“, გულღვარძლიანობით: დარწმუნებული იყავით, რომ ის სახლში ინახავს თითოეულის დოსიეს, ვინც ოდესღაც გზაზე გადაეღობა. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერზე შეუძლია კომპრომატების შეგროვება. როგორც წესი, მორიელთან მეგობრობა ისე იწყება, რომ მათ 5-ჯერ უფრო მეტი რამ იციან თქვენზე, ვიდრე თქვენ მათზე. სწორედ ეს არის მამაკაცებისთვის მთავარი ცდუნება, რადგან მოსაზრება, რომ „ყველა ქალში უნდა იყოს გამოცანა“ - არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან.
ორმხრივი ხელშეწყობა
მორიელები დანაშაულში შესანიშნავი პარტნიორები არიან. მათ შეუძლიათ დასახმარებლად მოსვლა, მთელი თავისუფალი დროის თქვენს გვერდით გატარება და გარშემო მყოფთათვის მაქსიმალური ლოიალურობის გამოჩენა. მათი თანადგომა მოწყალების აქტი არ არის, არამედ გაწონასწორებული გადაწყვეტილებაა, რაც ხშირად უფრო მეტად ფასობს. მაგრამ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ მედლის მეორე მხარე - მორიელების სიყვარული ინტრიგის მიმართ. ის მართლაც შეიძლება გახდეს თქვენი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნუ გახდით ჭორაობას ერთადერთ სასაუბრო თემას.
ადაპტაცია
მორიელის ნიშანი ტრანსფორმაციის სიმბოლოა. და შესაძლოა გარეგნულად ასეთი ადამიანი ცვლილებების იდეას უარყოფდეს, მაგრამ შინაგანად ემოციური შოკისთვის ემზადება, რათა ახალ საქმეებზე მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირდეს. ეს მოდური და სარისკო სვლაა. მისი მეგობარი მერწყულის მსგავსად, მორიელს უყვარს ყველაფრის წინასწარ გათვლა და თვალი მუდამ ჰორიზონტის ხაზზე უჭირავს: ხომ არ ახლოვდება ქარიშხალი და როგორ მოერგოს მას სწორად.