გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშანთა სამეულს, რომელიც ყველაზე ხშირად ღალატობს ქმარს:
ტყუპები
ტყუპებს გაორება სჭირთ. მაშინაც კი, თუ ერთ-ერთ მხარეს სურს, პარტნიორის ერთგული დარჩეს კუბოს კარამდე, მისი მეორე, შედარებით ბნელი მხარე ცდილობს, აცდუნოს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მუდამ ებრძვიან თავიანთ სისუსტეებს. ხშირად ხდება ისე, რომ თავის დამორჩილებას ვერ ახერხებენ და ფეხი უცდებათ... ატყვევებთ ის, რაც ლამაზი და კაშკაშაა; სურთ, რომ დააგემოვნონ, შეიგრძნონ, მოგონებებში შეინახონ ყველაფერი ახალი! ტყუპებს ბედნიერებისთვის თავისუფლება სჭირდებათ. ამ თავისუფლებაში სხვა მამაკაცებთან ფლირტი და ზოგჯერ სექსიც კი შედის.
სასწორი
სასწორი სიყვარულისთვისაა გაჩენილი - ის ყოველთვის გრძნობის ალში უნდა იწვოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპრესია დაეწყება. ქორწინების შემდეგ ხშირად ქმარს პრიორიტეტები ეცვლება და ცოლთან დროის გაატრებას, ძმაკაცებთან ერთად ,,ბიჭების საღამოს“ მოწყობა ურჩევნია; კაცი ფიქრობს, შინ რომ დავბრუნდები, მეუღლე ხომ მაინც სახლში დამხვდება?! ამ იდეით სასწორი ქალი აღფრთოვანებული სულაც არ არის! მას სურს, პაემნებზე იაროს, გაიპრანჭოს, ყვავილები და საჩუქრები მიიღოს საყვარელი მამაკაცისგან... ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ღალატობენ, რადგან თავი კვლავ სასურველად და მიმზიდველად იგრძნონ; ღალატობენ, რადგან მოენატრათ პეპლები მუცელში. გაგრძელება