როგორი ტატუ უნდა გაიკეთოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომ წარმატება მოგიტანოთ
როგორი ტატუ უნდა გაიკეთოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომ წარმატება მოგიტანოთ
რომელი სიმბოლო გამოხატავს თქვენს ხასიათს და სულიერ მდგომარეობას? ასტროლოგები გირჩევენ, როგორი ფიგურა შეარჩიო, თუ ტატუს გაკეთება გადაწყვიტე.
ვერძი

მიზანმიმართული, ენერგიული, უშიშარი - ვერძებს უხდებათ შემდეგი გამოსახულებები: ისარი, ფუტკარი.
კურო

კუროები ხშირად ფიქრობენ მშვიდ დასვენებაზე რომელიმე ოკეანის სანაპიროზე. შესაფერისი ვარიანტებია: ნახატი ან ფრაზა, რომელიც მათ ძლიერ გრძნობას გაუსვამს ხაზს. მაგალითად, გულის
გამოსახულება და ზედმეტსახელი, რომელიც საყვარელმა ადამიანმა შეარქვა.
ტყუპები

ამ ნიშნის ადამიანებს აქვთ უნარი, ნებისმიერი რეალობის ფონზე ოცნებებში გადაეშვან. ტატუ მათ სულიერ სიმსუბუქეს უნდა ასახავდეს. იდეალური ვარიანტია: შეაერთოთ 2 სტილი ერთ ნახატში, ან ორ ფერში შესრულებული ტატუ გაიკეთოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბის მთავარი ცხოვრებისეული სურათი - სტაბილურობაა. შეესაბამება ღუზა, საყვარელი ადამიანის სახელი.

ლომი

ლომი დაბადებულია ლიდერად. ყველაზე მეტად მოუხდება ლომის, გვირგვინის გამოსახულება.

ქალწული

ქალწულებს შეეფერებათ რთული გეომეტრიული ფიგურა, სადაც ბევრი ხაზია. ასევე, საყვარელი ციტატა.
სასწორი

ჰაერის სტიქიის ნიშანი ზეცისკენ მიისწრაფვის. მოუხდებათ კლასიკური ტატუს ვარიანტები: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბელი ან ნიშნის სიმბოლიკა. ასევე, ჩიტი-კოლიბრი და პეპელა.
მორიელი

ამ „ცხელ“ ნიშანს ტატუ წელის ქვედა ნაწილში მოუხდება. ეს უნდა იყოს ნახატი, რომელიც მათ ცხელ ტემპერამენტს გამოხატავს. მაგალითად, ვარდი.

მშვილდოსანი

კომპასი, ჩემოდანი, გეოგრაფიული კოორდინატები - მათ ყველაფერი მოუხდებათ, რაც მოგზაურობას ასახავს. ყველა მშვილდოსნის სულში ასევე ბავშვი ცხოვრობს. ამიტომ ისინი პერიოდულად ბავშვურებიც ხდებიან. მოუხდებათ ასევე ტატუ მულტფილმის პერსონაჟებით.
თხის რქა

თხის რქა ყველაფერს გააკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად. მათ მოტივაციის ამსახველი სვირინგი მოუხდებათ. მაგალითად: ხე - სტაბილურობა. მათ სიზუსტე და დეტალიზაცია უყვართ. მოუხდებათ ნებისმიერი ნახატი, რომელიც წერტილებისგან შედგება.
მერწყული

მერწყულებს მაგიის სჯერათ. მოუხდებათ: აყვავებული ლოტოსი, საიდუმლო ნიშნები, სიმბოლოები.
თევზები

ნაზ, რომანტიკულ თევზებს მოუხდებათ მითოლოგიური ცხენის, ლამაზი პეპლების, ცისარტყელას, ფერადი ნაყინის და ა.შ. გამოსახულებები.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31