მამაკაცის ცდუნება ადვილია, თუ ის შეყვარებული არ არის... და მაინც, მანდილოსნებზე ხშირად კაცები იყენებენ ათასგვარ ხრიკს "მსხვერპლის“ მოსანადირებლად.
ყველამ კარგად ვიცით, რომ დაოჯახებულ მამაკაცებს ყოველთვის როდი უყვართ თავიანთი ცოლები.
ხშირ შემთხვევაში თანაცხოვრება ახუნებს მათ გრძნობებს და საბოლოოდ, თავგადასავლების ძიებას იწყებენ. ალბათ, ერთხელ მაინც გაგფლირტავებიათ მამაკაცი, რომლის თითზეც ოქროს ბეჭედი შეგინიშნავთ. სხვები ტყუილსაც არ ერიდებიან და მალავენ, რომ მეუღლე ჰყავთ. არსებობს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ირგვლივაც უმეტესწილად დაოჯახებული კაცები ტრიალებენ - ცდილობენ მოხიბლონ, თავბრუ დაახვიონ და საშიშ სასიყვარულო თამაშში ჩაითრიონ - ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
ტყუპები
ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან საყოფაცხოვრებო საკითხებზე საუბრით: ,,ავეჯი ვიყიდოთ“, ,,ბავშვია სკოლიდან გამოსაყვანი“, ,,დედაშენს დაბადების დღეზე რა ვუყიდოთ?“ ,,საღამოს პური მოიტანე“... თქვენთან ურთიერთობით კაცი იკლავს ინტელექტუალური საუბრების შიმშილს, შეუძლია აფრქვიოს თავისი ყველაზე არარეალური აზრები - თქვენ ხელს არ ჩაავლებთ და ძირს არ დაანარცხებთ - გონს მოეგე, რეალობას დაუბრუნდიო; ან მოუსმენთ, ან - უკეთეს შემთხვევაში - აჰყვებით. ცოლიანი მამაკაცები დაგდევენ იმიტომ, რომ საინტერესო პიროვნება ხართ.
მორიელი
ხშირად დაოჯახებული მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება რუტინულია, თუ ცოლს არ ღალატობს. მან დიდი ხანია მოიწყინა საწოლში მეუღლესთან ერთად: ნაცნობი პოზები, შეგრძნებები და ადგილები - საწოლი, სააბაზანო, მაქსიმუმ, სამზარეულო. თვლის, რომ მშობიარობის მერე ცოლი გაუსუქდა და ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა... თქვენ კი ისეთი სექსუალური ხართ, მხოლოდ სიარულის მანერით, ერთი მზერით ან სიცილითაც კი აღძრავთ საპირისპირო სქესში ბინძურ ფანტაზიებს. თქვენს ენერგეტიკას გრძნობს და დარწმუნებულია, რომ დაუვიწყარ სექსუალურ გამოცდილებას შესთავაზებთ - აი, რატომ დაგდევენ ცოლიანი მამაკაცები, მორიელებო. გაგრძელება