5 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე ვენერა ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაშია. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ასატროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს აქვეყნებს:
"რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვის/რისთვისაა სასიკეთო, ან პირიქით, ვენერას უკუსვლით მოძრაობა?
ვენერა რეტროგრადულ მოძრაობაში ყოველ წელიწადნახევარში გადადის.
ამ პლანეტის რეტროგრადულობა ყველაზე ერთნაირად არ იმოქმედებს. პირველ რიგში, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია კუროსა და სასწორის ნიშნებისთვის ვინაიდან მათ ვენერა მართავთ და მისი რეტრო ფაზა, ყველაზე მეტად, სწორედ მათზე აისახება, ასევე, მნიშვნელოვანია, ადამიანებისთვის, ვის პირად რუქაშიც ვენერა ძლიერადაა გამოვლენილი, მაგ. თუ თქვენი ასცედენტი ან ზენიტი დგას სასწორსა თუ კუროში, თუ ვენერა კუთხის სახლებშია მოთავსებული ან მრავალი ასპექტი აქვს - შესაძლოა თქვენზეც მკაფიოდ აისახოს ვენერას რეტროგრადულობა.
ხოლო, თუ ადამიანს პირად რუქაში ისედაც რეტროგრადული ვენერა ყავს, მაშინ ეს სწორედ რომ მისი დროა! მასთან უფრო სასიკეთო მოვლენებია მოსალოდნელი.
ვინაიდან ასტროლოგიაში ვენერა სიყვარულისა და სილამაზის პლანეტად მოაზრება, მისი ზეგავლენა, უპირველესად, სიყვარულსა და ურთიერთობეზე აისახება. ამ პერიოდში სწორედ ამ სფეროებზე კეთდება აქცენტები.
ვენერას რეტროგრადულობისას ხშირია განქორწინება, წყვილების დაშლა. თუ პარტნიორებს შორის დაიძაბა სიტუაცია და განქორწინების ან დაშორების გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდით, ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას! გამოიჩინეთ მეტი დიპლომატიურობა და მოთმინება, მინიმუმ 1,5 თვით გადადეთ ეს საკითხი, ანუ ვენერას დირექტულ მოძრაობამდე. და მერე, შესაძლოა საერთოდაც აღარ იდგეს ეს საკითხი დღის წესრიგში. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ რეტრო ვენერა ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს და მიგანიშნებთ, რომ წინ, ბევრი სამუშაო გელით სწორედ ურთიერთობების დალაგების მხრივ. მოგიწევთ ფასეულობების სწორად გადაფასება (განხეთქილების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ 8-12 ოქტომბრის პერიოდში, როდესაც ვენერა მარსის ზუსტი კვადრატი დგება, და ასევე, ოქტომბრის ბოლოს).
ამ პერიოდში შეიძლება ვინმე გაიცნოთ, მაგრამ რეტრო ვენერაზე დაწყებული ურთიერთობები, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ხანგრძლივი, ან უბრალოდ, არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, ამიტომ ნუ გაეხვევით ფანტაზიებში, შეინარჩუნეთ რაციონალური ხედვა.
ამ პერიოდში შესაძლოა ასევე წარსულიდან გამოჩნდნენ ძველი სასიყვარულო პარტნიორები. მით უფრო, თუ ურთიერთობა წარსულში ამოწურული არაა, დაუსრულებელია, ეს არის განმეორებით მოცემული შანსი ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დასაწყებად, ან პირიქით, იმის დასადასტურებლად და დასამტკიცებლად, რომ ურთიერთობამ მართლაც ამოწურა თავისი რესურსი და დროა საბოლოოდ გავუშვათ და წინ წახვიდეთ.
ეს პერიოდი ასევე დიდად სასიკეთო არაა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის, თუ წყვილს რუქაში თავად არ აქვს რეტროგრადული ვენერა, თუ აქვს, პრობლემა არაა.
გაგრძელება