გილოცავთ, სასწორებო! ვარსკვლავები ახალი, ძალიან სასარგებლო თვისებებით დაჯილდოებას გიპირებენ! მათ იციან, რომ ბოლო დროს უთქმელად იტანჯებოდით. ამიტომ გამძლეობისთვის დაგასაჩუქრებენ. ხომ ხედავთ, სამყარო არ ისეთი უსამართლოა, როგორც გეჩვენებათ ხოლმე.
საქმე ისაა, რომ თქვენი "სიყვარულისა და ვნების ღილაკი", როგორც იქნა, ჩაირთვება და ფერდაკარგულ ყოველდღიურობას გრძნობათა ქარიშხალი გამოაცოცხლებს. განცდების გამოხატვისას მოერიდეთ ორაზროვან ფრაზებს, ნათლად ახსენით, რას გულისხმობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვევლობა გარდაუვალი იქნება, თქვენ კი ნამდვილად არ გინდათ, სადღესასწაულო ტორტის კუთვნილი ნაჭერი დაკარგოთ!
ურთიერთობაში მყოფი სასწორებისთვის ოქტომბერი რომანტიკულ ფილმად იქცევა: მოწითალო-ნარინჯისფერი ფოთლების შრაშუნით სეირნობა, საყვარელ ადამიანთან ერთად და კაბაშემოძარცვული ხეების თვალიერება; წვიმიან ამინდში თბილ სახლში შეყუჟვა და ფანჯრის რაფასთან არომატული ჩაით ტკბობა; ამოჩემებულ სიმღერებზე აბდაუბდა ცეკვა და ალერსი ჩაძინებამდე. გაგიმართლათ, რადგან თქვენი პარტნიორი ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის კომფორტის შესაქმნელად.
ცოტა ხნით რომანტიკას შეველიოთ და ყოფით საკითხებს დავუბრუნდეთ. გასათვალისწინებელია, რომ თუ სასწორს წარმატების მიღწევა სურს, მოთმინება მართებს. რა თქმა უნდა, მას აქვს სათანადო განათლება, ინტელექტი და თვითრწმენა, მაგრამ აღნიშნული 3 კომპონენტი საკმარისი არ არის ყველა მიზნის განსახორციელებლად.
ფინანსური კუთხით, ოქტომბერი ნამდვილად მრავლისმომცემი აღმოჩნდება. დროა, დაიბრუნოთ გასესხებული თანხა და დააბანდოთ ის ფული, "შავი დღისთვის" რომ გადადეთ. ნუ ორჭოფობთ!
ოქტომბერში დაწინაურდებით კარიერულ კიბეზე: ავტორიტეტული ადამიანისგან მიიღებთ საინტერესო შეთავაზებას - თქვენგან შეუმჩნევლად, იგი დიდი ხნის განმავლობაში გაკვირდებოდათ.
განაგრძეთ კითხვა