სექტემბრის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქის ყველა ნიშნისთვის
ვერძი
იყავით პოზიტიურად განწყობილი და სექტემბერი რომანტიკულ-ემოციური დღეებით აგავსებთ.
კურო
საყვარელ ადამიანთან ერთად დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით, მაგალითად ბინის მოწყობით; ან ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად.
ტყუპი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მთავარია, თავადაც გააქტიურდეთ. რაც უფრი მეტი ადამიანი იქნება თქვენ გარშემო, მით მეტად გაერთობით.
კირჩხიბი
რომანტიკული გატაცებების გამო საქმეებსა და ვალდებულებებს გულს ვეღარ დაუდებთ. თავადაც მზრუნველი იქნებით და თაყვანისმცემლებისგანაც იგრძნობთ ყურადღებას.
ლომი
ასაკით თქვენზე უფროსი ადამიანი გაგიტაცებთ, ვისგანაც ცხოვრებისეულ სიბრძნესა და გამოცდილებას მიიღებთ. თვის ბოლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტლებას მიიღებთ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის გაუმჯობესებას, იმიჯის შეცვლას. გადახედეთ გარემოს, სამეგობრო წრეს. შეიძლება სწორედ იქაა ისეთი ადამიანი, ვისაც ეძებთ.
სასწორი
შეხვედრებითა და რომანტიკით აღსავსე თვე გელით. 22 სექტემბრის შემდეგ თქვენს ნიშანში გადმოვა კომუნიკაციისა და გადაადგილების პლანეტა - მერკური. ეცადეთ, პაემანზე ლაპარაკით რომანტიკა არ ჩაახშოთ.
მორიელი
9 სექტემბრიდან სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა - ვენერა თქვენს ნიშანზე განსაკუთრებულად დაიწყებს მოქმედებას. მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება რომანტიკულ თავგადასავალში გადაიზარდოს. იყავით მზად!
მშვილდოსანი
საქმეებისა და ვალდებულებების გამო რომანტიკაზე უარს ნუ იტყვით. თანაც მაშინ, როცა თქვენი პერსონით დაინტერესებიან. შეიძლება სწორედ ახლა შექმნათ მყარი სასიყვარულო კავშირი.
თხის რქა
ახალგაცნობილ ადამიანთან გელით სულიერი სიახლოვე, ინტერესები, ვნება... თუმცა, ამ ადამიანთან ერთად ურთიერთობის დასარეგისტრირებლად ნუ გაიქცევით. ნამდვილ გრძნობა არსად გაგექცევათ, ჯერ შეისწავლეთ ერთმანეთი.
მერწყული
თუ ხვდებით, რომ მარტოობით დაიღალეთ, რომანტიკული პარტნიორის მოძებნა არ გაგიჭირდებათ. სექტემბერში გაგიუმჯობესდებათ ინტიმური ცხოვრება.
თევზები
რომანტიკული თავგადასავალი პარტნიორზე ზრუნვით უნდა შეცვალოთ. აგრეთვე, მასთან ერთად შეადგინოთ სამომავლი გეგმა. ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.