ზოდიაქოს ნიშნები, ტემპერამენტისა და ხასიათის შტრიხების მიხედვით, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს გააჩნია არა მხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით, ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის, თუ თითოეული მათგანი როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.
მორიელის თავსებადობა სხვა ნიშნებთან
მორიელი-ვერძი – ამ ურთიერთობის უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ რომ იდეალური სექსუალური თავსებადობაა. როგორც ვერძი, ისე მორიელი უზომოდ დიდი სექსუალური მადითა და პოტენციალით გამოირჩევიან. ამასთან ერთად, ვერძისთვის მარტივია, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტში აჰყვეს მორიელს, რომელიც თავის მხრივ, აღმერთებს საწოლში სექსუალურ გართობას. მთავარია, მათ შორის ომი არ გაჩაღდეს დომინანტობის გამო ურთიერთობაში. სხვა შემთხვევაში კავშირი ხანგრძლივი და მყარი იქნება.
მორიელი-კურო – მართალია. ისინი ოპოზიციურ ნიშნებს წარმოადგენენ და რეალურ ცხოვრებაში არსებობს ბევრი ფაქტორი, რაც მათ ერთმანეთში აღიზიანებთ, მაგრამ საწოლი ოთახი ის ტერიტორიაა, სადაც ამ ორს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა დაზავებით სრულდება. როგორც კურო, ისე მორიელი ძალიან დიდი სექსუალური ენერგიის და მადის პატრონია. ამიტომ მათ ერთმანეთის სახით საუკეთესო მეწყვილის შეძენა შეუძლიათ ამ მხრივ. მთავარია, ცხოვრებისეულ საკითხებში უთანხმოებამ არ გააფუჭოს მათი კავშირი.
მორიელი-ტყუპი – მართალია, ამ ორს შორის საკმაოდ დიდი ფიზიკური მიზიდულობა ჩნდება ნაცნობობიდან მოკლე ხანში, მაგრამ მათი კავშირი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კარგი სექსი ყოველთვის არ არის ურთიერთობის გადარჩენის საფუძველი. მორიელი ბუნებით მესაკუთრე და ეჭვიანია, ტყუპი კი - თავქარიანი და პოლიგამიური. აქედან გამომდინარე, მათ შორის ხმაურიანი გარჩევები ძალზე ხშირი იქნება, რაც შესაძლოა, საბოლოოდ განშორებით და სამომავლოდ გრძელვადიანი მტრობითაც კი დასრულდეს.
მორიელი-კირჩხიბი – მორიელის ემოციური ბუნება და მოთხოვნილება, იყოს დომინანტი ნებისმიერ ურთიერთობაში, ეს სწორედ ისაა, რაც კირჩხიბს ჰაერივით ესაჭიროება. ამიტომ მორიელთან მას შესანიშნავი თავსებადობა აქვს, როგორც ემოციური, ისე სექსუალური კუთხით. მართალია, მორიელს გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნილებები გააჩნია სექსში, ვიდრე კირჩხიბს, მაგრამ კირჩხიბის მონდომება, ასიამოვნოს პარტნიორს, ხშირად ფარავს ამ მცირე ლაფსუსს.
მორიელი-ლომი – ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია სექსუალური თავსებადობის კუთხით და მხოლოდ!! მაგრამ, როგორც კი მოქმედების არეალი საძინებელ ოთახს სცდება, მათი ურთიერთობა მყისიერად გადაიზრდება ხელჩართულ ომში, სადაც დათმობა არც ერთს არ სურს. ეჭვიანი, მესაკუთრე მორიელი ვერ ეგუება ლომის თვისებას, გამუდმებით მოაწონოს თავი გარშემო მყოფებს, თავის მხრივ, ლომს მორიელის მუხანათური საქციელი და ზურგს უკან ქმედებისკენ მიდრეკილება აცოფებს. თუკი ორივე ისწავლის ერთმანეთის აზრის პატივისცემას, კავშირი შესაძლოა იდეალური იყოს.
მორიელი-ქალწული – უფრო ხშირად თავსებადი და ჰარმონიული წყვილია. მართალია, ქალწულის ემოციური სიცივე ხშირად ფეხს ვერ უწყობს მორიელის ემოციურ ბუნებასა და ვნებიანობას, მაგრამ ურთიერთობის დარეგულირება სხვა რამეებით ხდება. მორიელს მოსწონს ქალწულის მზრუნველი ხასიათი და ერთგულება. მისი ცივი გონება და ანალიტიკური აზროვნებაც არანაკლებ ხიბლავს. ამიტომ შესაძლოა კავშირი საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი გამოდგეს.
მორიელი-სასწორი – ტიპური მორიელი ზედმეტად ეჭვიანი და პირქუშია ჰაეროვანი და მსუბუქი სასწორისთვის. ამიტომ ამ უკანასკნელის სილაღეს და მიდრეკილებას მსუბუქი ფლირტისკენ, მორიელი ძალიან მძაფრად და მტკივნეულად აღიქვამს. გარდა ამისა, ისინი არც სექსუალური კუთხით არიან ჰარმონიულად თავსებადი. სასწორი სექსს ურთიერთობის გარკვეულ დანამატად აღიქვამს, მორიელისთვის კი სექსი უმთავრესი ბაზისია პარტნიორობისას. აქედან გამომდინარე, მათი ერთად ყოფნა საკმაოდ სადავო საკითხია.