ზოდიაქოს ნიშნები, ტემპერამენტისა და ხასიათის შტრიხების მიხედვით, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან.
აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს გააჩნია არამხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით, ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის, თუ თითოეული მათგანი როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.
ლომის თავსებადობა სხვა ნიშნებთან:
ლომი-ვერძი – ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია, როგორც მენტალური, ისე სექსუალური თავსებადობის კუთხით. ერთიც და მეორეც ვნებიანი, ტემპერამენტიანი ნატურაა. თუმცა ვერძისთვის დამახასიათებელი თვისება, იყოს ურთიერთობაში ლიდერი, ხშირად აღიზიანებს თავმოყვარე ლომს. თუმცა, მათ შორის კამათი ყოველთვის ამაღელვებელი შერიგებით და კარგი სექსით სრულდება.
ლომი-კურო – ერთი შეხედვით რომანტიკულად დაწყებული კავშირი, შესაძლოა, მალე ხელჩართულ ომში გადაიზარდოს იმის გამო, რომ ორივე ზედმეტად პრინციპული და ჯიუტია. მათი მუდმივი შეჯიბრი პირველობისთვის ხშირად ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის ოჯახში. ამიტომ ამ წყვილის ხანგრძლივი კავშირი საკმაოდ პრობლემატური და კონფლიქტებით სავსე იქნება.
ლომი-ტყუპი – საკმაოდ კარგი წყვილია. ტიპური ტყუპი მარტივად ახერხებს, მოაჯადოოს და მოხიბლოს ლომი. მართალია, მისი ცვალებადი, თავქარიანი ხასიათი ხანდახან პრობლემასაც შექმნის, მაგრამ ლომი ტყუპთან იღებს იმ სექსუალურ მრავალფეროვნებას, რაც მას ასე ესაჭიროება. ამიტომ მცირეოდენ ლაფსუსებს თუ არ ჩავთვლით, ამ ორის კავშირი იდეალური იქნება.
ლომი-კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. ლომისთვის დამახასიათებელი ფლირტის სიყვარული ხშირად აღიზიანებს ბუნებით მესაკუთრე კიბორჩხალას. თუმცა მათ შორის სექსუალური მიზიდულობა ძალიან დიდია და ლომი კირჩხიბისთვის მზრუნველი, თბილი და ნაზი პარტნიორია, რაც ასე ძალიან ესაჭიროება კიბოს სექსუალური კუთხით საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად.
ლომი-ლომი – საძინებელ ოთახშიც, ისევე, როგორც სხვაგან, ლომი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ რამდენად მოთავსდება ერთ საწოლში ორი ბატონობის მოყვარული ინდივიდი, აი, ეს არის გასარკვევი. თუმცა, თუკი ისინი ეგოისტური "მეს" ნაცვლად გამოიყენებენ სიტყვას "ჩვენ", შესაძლოა, მათ შორის სრული იდილიაც შეიქმნას, იმიტომ, რომ მოთხოვნილებები და ტემპერამენტის მსგავსება საკმაოდ კარგ ფონს ქმნის მათ შორის კარგი სექსუალური თავსებადობის დასამყარებლად.
ლომი-ქალწული – ნაკლებად თავსებადი კავშირია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლომის ცეცხლოვან ტემპერამენტს და სექსუალურ მადას ქალწული ხშირად ვერ აუბამს მხარს. გარდა ამისა, ლომისთვის დამახასიათებელი უფროსობის სიყვარულიც ბევრჯერ გამოიწვევს ქალწულის გაღიზიანებას. თუმცა, თუ ლომი ცოტათი შეარბილებს მასთან მენტორულ ტონს, ბუნებით მზრუნველმა ქალწულმა შესაძლოა ძალიან მოინდომოს და პარტნიორს ყოველმხრივ ასიამოვნოს.
ლომი-სასწორი – საკმაოდ კარგი კავშირია, მიუხედავად იმისა, რომ ჰაეროვანი სასწორი ყოველთვის ვერ შეესაბამება ლომის სექსუალურ მოთხოვნებს. მას აქვს ის, რაც ლომს სექსზე არანაკლებ უღირს ურთიერთობაში – ეს არის სითბო, სირბილე და მზრუნველობა. ამიტომ ლომი სასწორთან ხშირად სწორედ ამ თვისებების გამო აბამს ხანგრძლივ ურთიერთობას.