მიჩნეულია, რომ ქალებს უფრო მეტად გააჩნიათ უნარი და შესაბამისი მოქნილობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში.
თუმცა, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთათვისაც ხშირად აბსოლუტურად მიუღებელია მამაკაცის გულის მოსაგებად, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაემორჩილონ ან "მეორე ვიოლინოს" როლი დაიკავონ ურთიერთობაში. ამჯერად იმ საუკეთესო სამეულზე ვისაუბრებთ, რომელთაც ბუნებრივად გააჩნიათ ხასიათში ისეთი თვისებები, რომლებიც საშუალებას აძლევთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან მაქსიმალური ლოიალურობა, დიპლომატია და სირბილე გამოიჩინონ...
კირჩხიბი - ქალი კირჩხიბი მზრუნველი, ემოციური და მოსიყვარულე პარტნიორია. იგი მზადაა, საყვარელი მამაკაცის ან ოჯახის ინტერესებს, ძალზე ხშირად საკუთარი პროფესიული თუ პიროვნული წარმატების შანსებიც კი შესწიროს. თანაც, ამაზე არასოდეს იწუწუნოს და თავი ბედნიერად მიიჩნიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბედმა მარტოოდენ საპატიო დიასახლისის თანამდებობა არგუნა. კირჩხიბი სენსიტიური და ემოციური ტიპია. იგი შესანიშნავად გრძნობს საყვარელი ადამიანების დარდს და წუხილს. ყოველთვის იცის, როდის ისაუბროს, როდის გაჩერდეს და რამდენად ღრმად შეტოპოს პრეტენზიების წამოყენების მხრივ. სწორედ ამიტომ ახერხებს იგი, ხანგრძლივი დროით და მყარად შეინარჩუნოს ოჯახიც და სასურველი მამაკაციც გვერდით.
სასწორი - წინდახედული, დიპლომატიური და ძალზე გონიერი არსებაა. ამასთან ერთად, ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება, იცის საკუთარი თავის ფასი და მამაკაცსაც ამ მხრივ სიამაყის მიზეზად ევლინება. სასწორი ქალები გარეგნულად ნაზი, შინაგანად კი საოცრად მყარი, პრინციპული და გამჭრიახი მეორე ნახევრები არიან. დამეთანხმებით, ნებისმიერი მამაკაცისთვის ჭეშმარიტი მონაპოვარია ქალი, რომელსაც სილამაზესთან ერთად ჭკუაც უჭრის და იმდენი მიხვედრილობაც ჰყოფნის ყოველივე ამასთან ერთად, რომ არასოდეს აგრძნობინოს მამაკაცს ეს. გაგრძელება