ყველაზე მიუწვდომელი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის ის?
ყველაზე მიუწვდომელი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის ის?
რა თავისებურებებით გამოირჩევიან ქალები მამაკაცთან ურთიერთობის დროს - ამ თემაზე ბევრ რამეს სწორედ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგებთ. და თქვენ რას იტყვით, რეიტინგის მიხედვით რომელ ადგილზე ხართ?

12 ადგილი. მშვილდოსანი - საპატიო მეთორმეტე ადგილი სწორედ მას ერგო.
მამაკაცებო, ვიდრე იზეიმებთ იმის გამო, რომ ის უკვე თქვენია და მარტივად დაიპყარით, არ დაგავიწყდეთ, მას
თავისი წესები აქვს. უმეტესწილად, მშვილდოსანთან სექსის შემდეგ მამაკაცებს საწოლიდან წამოხტომა და უახლოეს საიუველირო სალონში გაქცევა სურთ, რათა ნიშნობის ბეჭედი უყიდონ.
თუმცა, ვერ მოგართვით. მშვილდოსანთან ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში რომ შევიდეს, ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ეს გმირობის ტოლფასია.



11 ადგილი. ვერძი - ვერძები ვერ იტანენ მამაკაცებს, რომლებიც ქალს ძვირად ღირებულ რესტორნებში ეპატიჟებიან და მდიდრულ საჩუქრებს ჩუქნიან. ისინი თავად იპყრობენ მამაკაცებს და არა პირიქით. დრო ჯერ კიდევ გაქვთ. დანებდით ან უკანმოუხედავად გაიქეცით.
ამასთან, თქვენი გაქცევა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს, რადგან ვერძი შემდეგი პრინციპით მოქმედებს: „არ იცი? - გასწავლი, არ გინდა? - მაშინ გაიძულებ“.



10 ადგილი. ქალწული - მისი გულის მოსაგებად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. თუმცა, აუცილებელია, რომ მის სურვილებთან და ოცნებებთან ახლოს იყოთ და შესაბამისობაში მოდიოდეთ. თუ მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ, ის თავად გახდება თქვენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავიდანვე მოგიცილებთ.



9 ადგილი. მორიელი - ალბათ, ვერ წარმოიდგენდით. მისი გულის მოგება რთულ საქმედ მიაჩნიათ. სინამდვილეში ეს მარტივია. უბრალოდ ამისთვის საჭიროა, რომ წახვიდეთ ზურმუხტების ქალაქში, მოძებნოთ ჯადოქარი გუდვინი და სთხოვოთ, გიბოძოთ: გული, გონება და სიმამაცე. გონება იმისთვის, რომ მისი კბენის მოგერიება შეძლოთ; სიმამაცე იმის გამო, რომ თქვენგან ვეღარ წავიდეს; გული კი იმიტომ, რომ მორიელმა გემრიელად დააგემოვნოს.



8 ადგილი. კირჩხიბი - „როგორ მოვიგოთ კირჩხიბი ქალის გული?“ ეს ყველაზე სულელური შეკითხვაა მსოფლიოში. იგივეა, რომ იკითხოთ, როგორ ვისუნთქო? პასუხი მარტივია: დაქორწინდით მასზე. სხვა გამოსავალი ისედაც არ გექნებათ.
თუმცა, თუ შემდგომ იკითხავთ, „როგორ გავითავისუფლო თავი კირჩხიბის მარწუხებისგან?“, პასუხი იქნება: გაეყარეთ მას. თუმცა, როგორ უნდა შეძლოთ გაყრა ისე, რომ მის მარწუხებში ყველაზე ძვირფასი ორგანო არ დაგრჩეთ, ამაზე ჩვენ პასუხი არ გაგვაჩნია.



7 ადგილი. კურო - ჩაინიშნეთ რეცეპტი: კუროს გულის მოსაგებად აუცილებელია, იყოთ მხიარული ტიპი. ის არასდროს მოიწყენს მასთან, ვისთანაც ყველა თემაზე ილაპარაკებს, ვინც ყველაფერს გაუგებს, ვისთანაც ისეთი იქნება, როგორიცაა და როლის მორგება ან ნიღბის აფარება არ დასჭირდება. ოღონდ არ უნდა დაგავიწყდეთ ის, რომ ხელში ამავდროულად, პლატინის ულამაზესი ბეჭედი უნდა გეჭიროთ. საიდან მოიპოვებთ მის შესაძენ თანხას, ქალბატონ კუროს ოდნავადაც არ აინტერესებს.



6 ადგილი. ლომი - საპატიო მეექვსე ადგილის მფლობელი სწორედ მეფური ხასიათის მქონე ქალბატონია. დაუთმე ლომს მეტი ყურადღება. კიდევ უფრო მეტი ყურადღება, ძმაო! თუ რამეს დაჰპირდები, აუცილებლად უნდა შეუსრულო, თორემ ამას მერე ინანებ. გაანებივრეთ ის საჩუქრებითა და სიურპრიზებით.



5 ადგილი. სასწორი - მათი გულის მოგება თითქმის შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ: ძალიან კარგი გარეგნობა, განათლება, აღზრდა, მშვენიერების აღქმის უნარი. თუ ზემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს აკმაყოფილებთ, მაშინ დროა, სასწორის აივნის ქვეშ დადგეთ და დაელოდოთ. იქნებ ინებოს და მოწყალების თვალით გადმოგხედოთ.



4 ადგილი. ტყუპები - ტყუპების დაპყრობა? თქვენ რა, ხუმრობთ? ქალბატონი ტყუპები ურთიერთობისთვის მზად მხოლოდ მაშინ არიან, თუ დააინტერესებთ. ამისთვის კი მოგიწევთ, თავი იმდენი ინფორმაციით გამოიტენოთ, რომ ტვინი გიდუღდეთ. მერე კი ისწავლოთ, როგორ მიართვათ ის ტყუპებს შეუფერხებლად. თანაც, უზადოდ, მჭევრმეტყველურად, სარკაზმით, იუმორითა და ზომიერი ცინიზმით შეზავებული. ოღონდ ეს მაინც არ იქნება საკმარისი. იმიტომ, რომ ტყუპები ჯერ დაფიქრდებიან, იქნებ გიჟი ხართ? და თუ გიჟი არ ხართ, მაშინ არანაირი შანსი არ გაქვთ და დროზე გაიარეთ!



3 ადგილი. მერწყული - მერწყული შეიძლება თქვენით ნამდვილად იყოს მოხიბლული და მოსწონდეს ის გაუბედაობა და სიმორცხვე, რაც გაგაჩნიათ. თქვენი სულელური საჩუქრებიც კი. შეიძლება სიხარულით წამოგყვეთ პაემანზე, კინოში, თეატრში, რესტორანში... ხელჩაკიდებულებმაც ისეირნოთ. მაგრამ არ ენდომება, რომ ლოგინში ჩაგიწვეთ.



2 ადგილი. თხის რქა - ვერცხლის თასით დრაკონის თავიც რომ მიართვათ, მას მაინც ვერ დაეუფლებით. თხის რქა შემთხვევითი რომანებით სულაც არ ინტერესდება. „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად და ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდან“. ეს სწორედ ქალი თხის რქის ცხოვრებისეული პრინციპი გახლავთ.



1 ადგილი. თევზები - ისინი ზოგჯერ ცივები არიან და საკუთარ თავში მეტისმეტად იკეტებიან. მისი გულის მოსაგებად განსაკუთრებული მონდომებაა საჭირო. ზუსტად როგორ და რა გზით - ეს არავინ უწყის. უბრალოდ, თავი ძველ, გარღვეულ წინდად უნდა მოაჩვენოთ და მის სამფლობელოში ნელი ტემპით ჩახვიდეთ. ამის შემდეგ ის თქვენთან მოცურდება, ინტერესით შეგათვალიერებთ... შემდეგ კუდს მოიქნევს და გაცურავს.
თუ მისი გულის მოსაპოვებლად ნაბიჯს გადადგამთ, იმ წუთში კბილებს ჩაგავლებთ. შემდეგ ვნახოთ, რამდენად გაგიმართლებთ: ან უცებ შეგახრამუნებთ, ან ცოტა ხანს გაწვალებთ. კატათაგვობანას თამაში ხომ მისი საყვარელი გასართობია.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ დავგეგმოთ კვირა, რომ ის წარმატებული იყოს და როგორ მოვიქცეთ სავსემთვარეობისას
11:30 / 17-07-2018
ნათქვამია, რომ: "ორშაბათი, მძიმე დღეა" და არის ამ ფრაზაში რეალურად ჭეშმარიტების მარცვალი.
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს დაბადების საათი ადამიანის შესახებ - ჩინური ზოდიაქოს მიხედვით
19:25 / 16-07-2018
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის დაბადებისას დაფიქსირებულ დროს სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 16-22 ივლისი
10:41 / 16-07-2018
შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ წინა კვირასთან შედარებით, უკეთესი პერიოდი გველის.
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ამ ზაფხულს დაუვიწყარი სასიყვარულო თავგადასავლები ელის
12:44 / 14-07-2018
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია და ასტროლოგები მიიჩნევე, რომ ეს ყველაზე კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ყველაზე ხშირად იდეალურ ოჯახებს
10:34 / 13-07-2018
დავა იმაზე, თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელ ნიშანს უნდა დაუკავშიროთ ბედი საიმისოდ, რომ სამომავლოდ ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული გქონდეთ, ინდივიდუალური საკითხია.
რა არ უნდა გააკეთოთ პარასკევს, 13-ში...
09:02 / 13-07-2018
დღეს პარასკევია, 13 რიცხვი. ბევრს ეშინია ასეთი კომბინაციის. ძველად ეგონათ, რომ ამ დღეს ბნელი ძალები იღვიძებდნენ, ძლიერდებოდნენ, შავი მაგები თავიანთ რიტუალებს აწყობდნენ. 13 ავი თვალის, წყევლის "პროფესიულ" დღედ ითვლებოდა.
როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10:18 / 11-07-2018
ალბათ, გაგიგონიათ ფრაზა: "ქალებს უყვართ ყურებით, მამაკაცებს - თვალებით" და ეს სრული ჭეშმარიტებაა.
ვინ შეიძლება იყოს ქალისთვის იდეალური ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:23 / 10-07-2018
ნებისმიერი ქალი, რომელიც ამ ქვეყანაზე იბადება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც პოულობს მისთვის შესაფერის ან მეტ-ნაკლებად შესაფერის პარტნიორს.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 9-15 ივლისი
10:48 / 09-07-2018
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ზაფხულის და წლის მანძილზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვირისთვის ვემზადებით.
ზოდიაქოს ყველაზე შეუპოვარი, პრინციპული და უერთგულესი ნიშანი - ანუ რას ნიშნავს იყო თხის რქა
11:53 / 08-07-2018
დიდი ხანია როგორც ასტროლოგს, არაერთგზის მიწევს ერთი შეხედვით ბანალურ თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – " რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?"
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31