როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ, გაგიგონიათ ფრაზა: "ქალებს უყვართ ყურებით, მამაკაცებს - თვალებით" და ეს სრული ჭეშმარიტებაა. მართალია, ბევრი ქალი არანაკლებ აქცევს ყურადღებას კაცის ვიზუალს, თუმცა ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის პირველადი შთაბეჭდილება, რომელსაც მასზე მანდილოსანი ახდენს, წარუშლელია. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს ქალის სილამაზის საკუთარი ე.წ. კრიტერიუმები გააჩნია იმის მიხედვით, თუ რომელი პლანეტის მმართველობაშია
მისი ზოდიაქო.

მაგალითად, ვერძს გარეგნულად ნაზი, თუმცა არამორიდებული გოგონები მოსწონს. არც ზედმეტად პრანჭია და მოდაზე გადაყოლილი ქალით მოიხიბლება.

კუროსთვის ქალის მომრგვალებული ფორმებია ყველაზე მაცდუნებელი. ამიტომ, თუკი კურო მამაკაცს ეფლირტავებით, დიეტა სინდისის ქენჯნის გარეშე გადადეთ განზე.

ტყუპი მამაკაცი თინეიჯერული გარეგნობის გოგონებით იხიბლება. მისთვის მიმზიდველია ასევე ქალი სათვალითა და მკაცრი უნიფორმით.

კირჩხიბი მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელსაც სოლიდური გარეგნობა აქვს და სასურველია, ეს უკანასკნელი დიდი მკერდითაც იწონებდეს თავს.

ლომს დედოფლური, მკვეთრი იმიჯის მქონე გოგონები მოსწონს. მისთვის მოსაწონია ასევე ქალი, რომელიც თავმდაბლობით გამოირჩევა.

ქალწულს მოწესრიგებული, ყოველგვარი ზედმეტი გადაპრანჭულობისკენ ნაკლებად მიდრეკილი გოგონა მოეწონება. მისთვის მთავარია, ქალი ჰიგიენური, მოვლილი და მშვიდი იყოს.

სასწორი იხიბლება თოჯინის ტიპის გოგონებით. რაც უფრო მეტი აქსესუარი გიკეთიათ, სასიამოვნო კოსმეტიკის სუნი აგდით და კარგი სუნამო გაქვთ შერჩეული, მით უკეთესი.

მორიელს ხიბლავს ბრუტალურად სექსუალური, ცოტა დაუდევარი ჩაცმის სტილის მქონე ქალები. არ არის აუცილებელი ბევრი კოსმეტიკა, საკმარისია მკვეთრი ფერის პომადა და ღრმა დეკოლტე მის მოსახიბლად.

მშვილდოსანი ბავშვური, მხიარული გოგონებით იხიბლება. შეგიძლიათ მასთან პაემანზე დახეული ჯინსით, მაისურითა და კედებითაც მიხვიდეთ.

თხის რქას სოლიდური, რესპექტაბელური იმიჯის მქონე ქალი მიიზიდავს, ოღონდ ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. დაივიწყეთ მკვეთრი წითელი ლაქი და პომადა.

მერწყული აღფრთოვანებაში მოჰყავს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის მქონე ქალებს. შეგიძლიათ მასთან პირველ პაემანზე საკუთარი ხელით მოქსოვილ-შეკერილი სამოსითაც მიხვიდეთ.

თევზებს მოსწონს მოვლილი და დახვეწილი ქალები, ოღონდ მტკიცე ხასიათითა და კარგი მანერებით. ის აღფრთოვანდება, თუკი პაემანზე ლამაზი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიხვალთ.

წყარო
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ დავგეგმოთ კვირა, რომ ის წარმატებული იყოს და როგორ მოვიქცეთ სავსემთვარეობისას
11:30 / 17-07-2018
ნათქვამია, რომ: "ორშაბათი, მძიმე დღეა" და არის ამ ფრაზაში რეალურად ჭეშმარიტების მარცვალი.
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს დაბადების საათი ადამიანის შესახებ - ჩინური ზოდიაქოს მიხედვით
19:25 / 16-07-2018
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის დაბადებისას დაფიქსირებულ დროს სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 16-22 ივლისი
10:41 / 16-07-2018
შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ წინა კვირასთან შედარებით, უკეთესი პერიოდი გველის.
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ამ ზაფხულს დაუვიწყარი სასიყვარულო თავგადასავლები ელის
12:44 / 14-07-2018
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია და ასტროლოგები მიიჩნევე, რომ ეს ყველაზე კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ყველაზე ხშირად იდეალურ ოჯახებს
10:34 / 13-07-2018
დავა იმაზე, თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელ ნიშანს უნდა დაუკავშიროთ ბედი საიმისოდ, რომ სამომავლოდ ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული გქონდეთ, ინდივიდუალური საკითხია.
რა არ უნდა გააკეთოთ პარასკევს, 13-ში...
09:02 / 13-07-2018
დღეს პარასკევია, 13 რიცხვი. ბევრს ეშინია ასეთი კომბინაციის. ძველად ეგონათ, რომ ამ დღეს ბნელი ძალები იღვიძებდნენ, ძლიერდებოდნენ, შავი მაგები თავიანთ რიტუალებს აწყობდნენ. 13 ავი თვალის, წყევლის "პროფესიულ" დღედ ითვლებოდა.
ყველაზე მიუწვდომელი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის ის?
02:00 / 12-07-2018
რა თავისებურებებით გამოირჩევიან ქალები მამაკაცთან ურთიერთობის დროს - ამ თემაზე ბევრ რამეს სწორედ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგებთ.
ვინ შეიძლება იყოს ქალისთვის იდეალური ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:23 / 10-07-2018
ნებისმიერი ქალი, რომელიც ამ ქვეყანაზე იბადება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც პოულობს მისთვის შესაფერის ან მეტ-ნაკლებად შესაფერის პარტნიორს.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 9-15 ივლისი
10:48 / 09-07-2018
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ზაფხულის და წლის მანძილზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვირისთვის ვემზადებით.
ზოდიაქოს ყველაზე შეუპოვარი, პრინციპული და უერთგულესი ნიშანი - ანუ რას ნიშნავს იყო თხის რქა
11:53 / 08-07-2018
დიდი ხანია როგორც ასტროლოგს, არაერთგზის მიწევს ერთი შეხედვით ბანალურ თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – " რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?"
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31