თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ზაფხულის და წლის მანძილზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვირისთვის ვემზადებით.
იმიტომ, რომ ზუსტად ამ კვირაში იწყება წლის რიგით მეორე "დაბნელებების დერეფანი". დიახ, ზუსტად ამ კვირაში ველით მზის დაბნელებას კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში და მართალია, ეს მოვლენა კვირის ბოლოს მოხდება, მაგრამ მისი ენერგეტიკული გავლენა შეგვიძლია უკვე კვირის დასაწყისიდანვე ვიგრძნოთ. ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა, გარკვეული აგრესიულობა, გამძაფრდება მიდრეკილება არაადეკვატური და იმპულსური ქცევებისკენ. ამიტომ მიმდინარე კვირაში ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ვაკონტროლოთ ემოციები და ვიყოთ წინდახედულები. ნუ დაგვავიწყდება, რომ დაბნელებებს ყოველთვის ახლავს თან ფატალურობის გარკვეული ეფექტი და ყველა ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ ამ პერიოდში მივცემთ დასაბამს, მომავალში საოცარ რეზონანსულ შედეგებს მოგვიტანს.
ორშაბათი მერკური-იუპიტერის ნეგატიური ასპექტით იქნება გამორჩეული. ამიტომ ყველაზე მთავარი, რაც ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ ზედმეტი ვალდებულებების აღების ცდუნებისგან დაიცვათ თავი. სამაგიეროდ, უკვე 10 ივლისს პლანეტა იუპიტერი დირექტიული ხდება და ვენერაც რაციონალურ ქალწულის ნიშანში გადაინაცვლებს, რის ხარჯზეც გარკვეულწილად გაადვილდება მოლაპარაკებები უცხოელებთან, გაუმჯობესდება კომუნიკაციის დონე ისეთ სფეროებში, სადაც იურიდიული საკითხების მოგვარებაა აუცილებელი. თუმცა, მაინც ნუ დაგვავიწყდება, რომ მიმდინარე პერიოდში ძალიან ბევრი პლანეტა რჩება რეტროგრადულ ფაზაში, რაც ჩვეულებრივი მოკვდავების ენაზე ითარგმნება, როგორც პერიოდი, რომელიც ხასიათდება შეფერხებებით სხვადასხვა სფეროში.
12 ივლისს დაბნელებას წინ უძღვის მზისა და პლუტონის დაპირისპირება, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წამოჭრის ძალაუფლების სწორად გამოყენების თემატიკას. სასურველია, ამ პერიოდში გახსოვდეთ, რომ ძლიერი არ არის ყოველთვის მართალი და კომპრომისის ჯადოსნურ ძალას ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ჩახლართული კონფლიქტის გადაჭრა შეუძლია მშვიდობიანად.
გაგრძელება