კარიერა უნდა გაიკეთოთ თუ კერძო ბიზნესი გქონდეთ - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კარიერა უნდა გაიკეთოთ თუ კერძო ბიზნესი გქონდეთ - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნებისმიერი ადამიანის სურვილია, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და შემოსავლის სტაბილური წყარო ნახოს. თუმცა, შესაძლებლობები და ხშირად ფორტუნაც ნაკლებად სწყალობს ყველას ამ მხრივ. როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი საქმიანობის სფერო.

თხის რქებს, სასწორებს, კირჩხიბებსა და ქალწულებს სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის შანსი გაცილებით მეტი აქვთ. როგორც სტატისტიკამ ცხადყო,
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გუნდური მუშაობის პრინციპს კარგად ერგებიან.

კერძო ბიზნესი საუკეთესო გზაა ფინანსური სახსრების გამოსამუშავებლად მორიელის, ვერძის, კუროსა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ხალხისთვის.

ხოლო ბოჰემური ცხოვრების სიყვარული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი ლომებს, თევზებსა და მერწყულებს ხშირად უბიძგებს იმისკენ, რომ თავს თავისუფალი გრაფიკით მუშაობის უფლება მისცენ ან სახელოვნებო სფეროებში დააბანდონ საკუთარი ცოდნა და გონებრივი კაპიტალი.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ტყუპი
ტყუპები განსაკუთრებულები არიან და ეს ყველგან სჩანს. მათთვის კონკრეტული სფერო არ არსებობს.
16:18 / 09-07-2018
გამოხმაურება / 0 /
მ.ნ
ტყუპი?!
11:46 / 04-07-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი