რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები გემუქრებათ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები გემუქრებათ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ოდითგანვე ცნობილია ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის კავშირის შესახებ. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობასაც ასვამს თავის არცთუ უმნიშვნელო კვალს. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას თამაშობს ასევე პლანეტარული გავლენაც. ამჯერად, მოკლე დახასიათებას შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ რომელი დაავადებისკენ არიან მიდრეკილნი ზოდიაქოს ამა თუ იმ
ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები და როგორია მათი დამოკიდებულება, ზოგადად, ავად ყოფნის მიმართ.


ვერძი
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და სიცოცხლის სიმბოლოა. ამიტომ ვერძებს, როგორც წესი, საკუთარი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, ძალზე იშვიათად ემართებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები. გავრცელებული მეთოდი ნებისმიერ დაავადებასთან ფსიქოლოგიური მეთოდით ბრძოლის შესახებ, სავარაუდოდ, ვერძებმა მოიგონეს, რადგან ეს ადამიანები თითქმის არასოდეს ემორჩილებიან ექიმის მითითებებს და ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი არ ეკარგებათ გადარჩენის სურვილი და იმედიანი განწყობა. მოუსვენარი ხასიათის და მმართველი პლანეტა მარსის დამანგრეველი ენერგიის გამო ვერძების უმრავლესობა არაერთგზის ვარდება სახიფათო სიტუაციაში, რის შედეგადაც მათ შორის ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების მიღების ალბათობა ძალზე დიდია. გარდა ამისა, ვერძები არც მოტეხილობებისა და უბედური შემთხვევებისგან არიან დაზღვეულნი. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ვერძი თავით იმართება და შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის ძალზე ბევრი გვხვდება ისეთი, ვისაც უშუალოდ თავის ტრავმა აქვს გადატანილი ცხოვრებაში, ან სამახსოვრო ნაჭრილობევი მაინც ამშვენებს შუბლსა და სახეზე.

კურო
კუროების უმრავლესობა სიმშვიდის მოყვარული და ფრთხილი ადამიანია, თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ისინი არიან დაზღვეულნი დაავადებებისა და გართულებებისგან, რომლითაც პლანეტარული გავლენა ყველა ადამიანს აჯილდოებს სამყაროში. კუროს მთავარი სისუსტე ყელი და ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. ზედმეტი წონა კი, თავის მხრივ, კუროს შესაშურ მადასთან და გურმანულ მიდრეკილებებთანაა კავშირში. აი, რაც შეეხება ყელს და ხმის იოგებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის თემას, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ მეტ-ნაკლებად ყველა კუროს გააჩნია მიდრეკილება ქრონიკული ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტისა და მსგავსი ტიპის ვირუსული ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, ზოგიერთი კურო ხშირად ნერვიულობის ნიადაგზე წარმოქმნილი ხმის იოგების დაზიანების პრობლემითაც იტანჯება. ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, კუროსთვის გამოჯანმრთელების საკითხიც ხანგრძლივი და რთული თემაა, რადგან თანდაყოლილი სიზანტიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებაც ისევე უჭირთ, როგორც ერთხელ შეჩვეულ საცხოვრებელ ადგილთან განშორება.

ტყუპი
ტყუპი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, მათთვის არცთუ იშვიათადაა დამახასიათებელი მოუსვენარი ხასიათი, ნევროზულობა და სხვადასხვა სახის ფობია. გარდა ამისა, ტყუპის ზოდიაქო ფილტვებს და ზოგადად, სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობის საკითხს "კურირებს", ასტროლოგიური თვალსაზრისით. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად ავადდებიან მწვავე ვირუსული ინფექციებით, პლევრიტით, აწუხებთ ბრონქიალური ასთმა და ჰაერის უკმარისობა. თუმცა, ვირუსულ ინფექციებთან ერთად, ბევრი ტყუპი ასევე კიდურების ამოვარდნილობისკენ და სხვადასხვა სახის მოტეხილობისკენაცაა მიდრეკილი.

კირჩხიბი
კირჩხიბთა უმრავლესობა, გამომდინარე იქიდან, რომ ცვალებადი და პესიმისტური განწყობისკენაა მიდრეკილი, ხშირად საკუთარ დაავადების გამომწვევი თავადაა, გადამეტებული ემოციურობიდან გამომდინარე. კიბო მთვარით იმართება, მთვარე კი, თავის მხრივ, სითხეების მფარველია. ამიტომ არაერთი კირჩხიბი იტანჯება ალკოჰოლ ან ნარკოტიკდამოკიდებულებით. ამასთან ერთად, კირჩხიბის ზოდიაქო საჭმლის მომნელებელ სისტემას და ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადების წარმოქმნის ალბათობასაც განაგებს. აქედან გამომდინარე, კირჩხიბებს მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა მართებთ სწორედ ამ კუთხით.
გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ დავგეგმოთ კვირა, რომ ის წარმატებული იყოს და როგორ მოვიქცეთ სავსემთვარეობისას
11:30 / 17-07-2018
ნათქვამია, რომ: "ორშაბათი, მძიმე დღეა" და არის ამ ფრაზაში რეალურად ჭეშმარიტების მარცვალი.
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს დაბადების საათი ადამიანის შესახებ - ჩინური ზოდიაქოს მიხედვით
19:25 / 16-07-2018
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის დაბადებისას დაფიქსირებულ დროს სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 16-22 ივლისი
10:41 / 16-07-2018
შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ წინა კვირასთან შედარებით, უკეთესი პერიოდი გველის.
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ამ ზაფხულს დაუვიწყარი სასიყვარულო თავგადასავლები ელის
12:44 / 14-07-2018
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია და ასტროლოგები მიიჩნევე, რომ ეს ყველაზე კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ყველაზე ხშირად იდეალურ ოჯახებს
10:34 / 13-07-2018
დავა იმაზე, თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელ ნიშანს უნდა დაუკავშიროთ ბედი საიმისოდ, რომ სამომავლოდ ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული გქონდეთ, ინდივიდუალური საკითხია.
რა არ უნდა გააკეთოთ პარასკევს, 13-ში...
09:02 / 13-07-2018
დღეს პარასკევია, 13 რიცხვი. ბევრს ეშინია ასეთი კომბინაციის. ძველად ეგონათ, რომ ამ დღეს ბნელი ძალები იღვიძებდნენ, ძლიერდებოდნენ, შავი მაგები თავიანთ რიტუალებს აწყობდნენ. 13 ავი თვალის, წყევლის "პროფესიულ" დღედ ითვლებოდა.
ყველაზე მიუწვდომელი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის ის?
02:00 / 12-07-2018
რა თავისებურებებით გამოირჩევიან ქალები მამაკაცთან ურთიერთობის დროს - ამ თემაზე ბევრ რამეს სწორედ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგებთ.
როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10:18 / 11-07-2018
ალბათ, გაგიგონიათ ფრაზა: "ქალებს უყვართ ყურებით, მამაკაცებს - თვალებით" და ეს სრული ჭეშმარიტებაა.
ვინ შეიძლება იყოს ქალისთვის იდეალური ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:23 / 10-07-2018
ნებისმიერი ქალი, რომელიც ამ ქვეყანაზე იბადება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც პოულობს მისთვის შესაფერის ან მეტ-ნაკლებად შესაფერის პარტნიორს.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 9-15 ივლისი
10:48 / 09-07-2018
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ზაფხულის და წლის მანძილზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვირისთვის ვემზადებით.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31