ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან რომანი შეიძლება იქცეს თქვენთვის "თავის ტკივილად"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან რომანი შეიძლება იქცეს თქვენთვის "თავის ტკივილად"
დამეთანხმებით, ალბათ, არსებობს ამქვეყნად სასიყვარულო ისტორიები, რომლებიც გარკვეულ ფატალიზმს ეფუძნება. ორი ადამიანი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს, თუმცა, ერთად ყოფნაც მათთვის დიდი ომი და გამოწვევაა. დღეს გვინდა ზუსტად ასეთ წყვილებზე გესაუბროთ და გითხრათ, ვისთან შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის რომანი საბედისწერო.

ვერძი - მორიელი. უძლიერესი სექსუალური მიზიდულობის მიუხედავად, ამ წყვილში მოსალოდნელია მუდმივი ომი
ძალაუფლების გამო. ეჭვიანი მორიელი და თავნება ვერძი აუცილებლად დაეჯახებიან ერთმანეთს "რქებით", რაც საბოლოოდ მორიელის გამარჯვებით დასრულდება.

კურო - მშვილდოსანი. მესაკუთრე, სტაბილურობის მოყვარული კურო წყობიდან შეიძლება გამოიყვანოს თავქარიანმა და აბსოლუტურად უკონტროლო მშვილდოსანმა. მათი სიყვარული შეიძლება იყოს მძაფრი, ინტენსიური, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ამ წყვილს ნაკლებად გამოუვა ხასიათებში მკვეთრი განსხვავების გამო.

ტყუპი - თხის რქა. ერთ-ერთი რთული წყვილია. თავქარიან, მარტივ ტყუპს თხის რქა ათასნაირ შეზღუდვას დაუწესებს. ის აუცილებლად ეცდება, საკუთარ თავზე მოირგოს ტყუპი, რაც, რაღა თქმა უნდა, უშედეგო მცდელობაა.

კირჩხიბი - მერწყული. მათ შორის დაწყებული დიდი სიყვარული ხშირად სიძულვილში გადაიზრდება. მერწყული თავიდანვე შეეცდება, მართოს კირჩხიბი, რაც ამ უკანასკნელში ეჭვებსა და გაუცხოებას გამოიწვევს. მერწყული ვერასოდეს შეძლებს გაიგოს კირჩხიბის სენსიტიური ბუნება და ხშირად მიაყენებს მას გამოუსწორებელ დარტყმას თავმოყვარეობაზე.

ლომი - თევზები. ამ ორის ურთიერთობა "ცივი ომის" ფონზე ვითარდება. ამაყი და ცოტა უტაქტო ლომი ხშირად მიაყენებს ტკივილს ემოციურად ლაბილურ თევზებს. ის კი, თავის მხრივ, აუცილებლად ჩაიკეტება და ომს დუმილის ფონზე გამოუცხადებს, რის გამოც ლომი თავს საშინლად დამნაშავედ იგრძნობს. თუმცა, მათ არასოდეს მიეცემათ გულახდილად საუბრის საშუალება.

ქალწული - ვერძი. ქალწული ბუნებით მშენებელი და შემგროვებელია, ვერძი კი, თავის მხრივ, ყოველთვის "დაანგრევს" მის აგებულს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამასთან ერთად, ვერძი ქალწულის მეწვრილმანეობას გამოჰყავს წყობიდან, ქალწულს კი არასოდეს ელევა შენიშვნები ვერძის ინფანტილურობის გამო.

სასწორი - კურო. მათ ერთად ყოფნას არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ, რომ არასოდეს გამოსდით, პრობლემებს გაუმკლავდნენ შეთანხმებულად და ერთობლივად. მათი ცხოვრებისეული ფასეულობები და პრიორიტეტებიც აბსოლუტურად განსხვავებულია. გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31