ფინანსური სტაბილურობა, ალბათ, ნებისმიერი ჩვენგანის ოცნება და მიზანია.
თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მარტივად ახერხებენ გამდიდრებას, მაშინ, როცა ზოგი თითქოსდა მუხლჩაუხრელად შრომობს მუდამ, მაგრამ სიმდიდრე არა და არ ჩანს მათ ცხოვრებაში. ასტროლოგები გვთავაზობენ ზოდიაქოს ნიშნების ე.წ. შავ სიას, რომელთაც ყველაზე ნაკლებად გამოსდით გამდიდრება.
სასწორი - ფინანსების გამომუშავებაში ის უშლის ხელს, რომ ყოველთვის ვიღაცის "ხელის წაკვრას" ელოდება. სასწორი პარტნიორობაზე ორიენტირებული ნიშანია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთაგან ზოგიერთს მთელი ცხოვრება აქვს იმედი იმისა, რომ ვიღაც გამოჩნდება და ფინანსურ ფერხულში "გამოიცეკვებს". ასტროლოგები ურჩევენ სასწორს, ოპოზიციურ ნიშანს, ვერძს დააკვირდეს და მისგან მეტი დამოუკიდებლობა ისწავლოს. ეს არის ერთადერთი გზა სასწორისთვის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
თევზები - როგორც წესი, ფინანსურ პრობლემებამდე პასიურობასა და ილუზიებში ცხოვრების მოთხოვნილებას მიჰყავს. თევზების ნიშნით ბევრი მართლაც ნიჭიერი ხელოვანი იბადება, თუმცა ბრძოლისუუნარობა და დინებაზე მიყოლის სურვილი, რომელსაც ასტროლოგები თევზის ნიშნის ერთ-ერთ ნაკლად ასახელებენ, ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ნიჭიერი, მაგრამ პასიური თევზები ვერა და ვერ ახერხებენ სიღარიბის მორევს დააღწიონ თავი. გაგრძელება