ვინ არიან თევზები
ვინ არიან თევზები
თევზები (18 თებერვალი-20 მარტი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. აქედან გამომდინარე, ნუ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, თუ ამ ადამიანების ხასიათში წინამორბედი თერთმეტი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ თვისებას აღმოაჩენთ. პლანეტა ნეპტუნის გავლენაში მოქცეული ეს ადამიანები გარდასახვის საოცარი უნარით და უძლიერესი ინტუიციით დააჯილდოვა ბუნებამ.

თუმცა სწორედ ნეპტუნის ბუნდოვანი ენერგეტიკა
განაპირობებს იმას, რომ მათ უმრავლესობას ხშირად გამოგონილ სამყაროში ურჩევნია ცხოვრება, ვიდრე რეალურ ყოველდღიურობაში. თევზების ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო ორი, საპირისპირო მიმართულებით მცურავი თევზია, რომელიც ბედის ირონიით, ერთმანეთზეა გადაბმული. აქედან გამომდინარე, ის, თუ როგორი იქნება მისი ცხოვრების დინება - აღმავალი თუ დაღმავალი, მთლიანად თევზზეა დამოკიდებული. თევზების ზოდიაქო ჰოროსკოპის მეთორმეტე სახლს განაგებს, რომელსაც ასტროლოგები ფარული მტრების, აკრძალვებისა და იზოლაციის სახლსაც ეძახიან.

აქედან გამომდინარე, თანდაყოლილი თანაგრძნობის უნარის და გულმოწყალების გამო ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა შორის ძალიან ბევრი მოწყალების და, ფსიქოლოგი ან ღვთისმსახური გვხვდება. კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისების, გარდასახვის უნარის წყალობით კი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არანაკლები წარმატებით შეუძლიათ სამსახიობო ან მუსიკალური კარიერის გაკეთება. ორივე სქესის თევზები სპეციფიკური გარეგნობით და დამახასიათებელი ქცევის მანერით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას, როგორც წესი, „თევზური“ გამომეტყველება, განიერი ჭრილის მქონე, ღია ფერის, ოდნავ გადმოკარკლული თვალები (შავთვალება და შავგვრემანი თევზები იშვიათობას წარმოადგენენ), ფლეგმატური გამომეტყველება და სახის ბუნდოვანი ნაკვთები აქვს. კიდევ ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელს ადვილად იცნობთ, მომცრო ზომის, ლამაზი ხელ-ფეხია.

თევზები ბევრ სასმელს მიირთმევენ და ზოგადად, უყვართ წყალი. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი წყლის სტიქიის ასეთი სიყვარულის გამო ხშირად ალკოჰოლდამოკიდებულიც ხდება. აქედან გამომდინარე, მათ მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ სასმლის მიმართ გადამეტებული სიყვარული და თავს უკიდურესობებში გადავარდნის უფლება არასოდეს მისცენ. რბილი ხასიათის და მორიდებული ბუნების გამო ბევრი თევზი საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზებას ხშირად ვერ ახერხებს ცხოვრებაში. ან თუ ახერხებს, ნაწილობრივ. არცთუ იშვიათად, თევზებს მათზე გაცილებით უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე, პრინციპული ადამიანების თანადგომა და დახმარება ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ საკუთარი რესურსები სწორად გამოიყენონ პროფესიული კუთხით.

თუმცა, თუკი ისინი მაინც ახერხებენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას, ბევრი მათგანი საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას, დინების საწინააღმდეგოდ გასაცურად იპოვოს ძალა საკუთარ თავში. სიყვარულში თევზები რბილი, მოსიყვარულე და უპრეტენზიო პარტნიორები არიან. თუმცა თვისება, პრობლემების გაჩენისთანავე თავს ბოთლთან მეგობრობით ან ილუზიებით უშველონ, მათ პარტნიორს ხშირად დააყენებს რთული დილემის წინაშე. ისინი, როგორც წესი, მათზე გაცილებით უფრო პრინციპული და ძლიერი ადამიანების ყურადღებას იქცევენ, რაც ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ თევზმა თავი ოჯახური ურთიერთობების მსხვერპლად მიიჩნიოს. თუმცა სამართლიანი იქნებოდა აქვე ისიც აღგვენიშნა, რომ ნებისყოფის დაძაბვის შედეგად, მათ მშვენივრად შეუძლიათ ნებისმიერისთვის იმის დამტკიცება, რომ ცხოვრებაში დინების საწინააღმდეგოდ შეუძლიათ ცურვა.

წყარო
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ვისთვის იქნება ივნისი სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე პერიოდი
10:20 / 20-06-2018
ზაფხულის დადგომა ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერებაში რომანტიკასთან, დასვენებასა და სასიყვარულო თავგადასავლებთან ასოცირდება.
რატომ ხართ არშემდგარი გენიოსი, ანუ რას ნიშნავს, თუკი ტყუპის ნიშნით მოევლინეთ ამ ქვეყანას
10:24 / 19-06-2018
დიდი ხანია, როგორც ასტროლოგს, არაერთგზის მიწევს ერთი შეხედვით ბანალურ, თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – "რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?"
რაზე მეტყველებს წელიწადის დრო, როდესაც დაიბადეთ?
13:37 / 18-06-2018
ზაფხული, ზამთარი, გაზაფხული თუ შემოდგომა? სეზონი, როცა დავიბადეთ, განსაკუთრებული თვისებებით გვაჯილდოებს.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 18-24 ივნისი
10:49 / 18-06-2018
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე კვირა ყველაზე მეტად თავს პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში განვითარებული მოვლენებით დაგვამახსოვრებს.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე ხშირად ღარიბები
10:21 / 15-06-2018
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ, ნებისმიერი ჩვენგანის ოცნება და მიზანია.
რა არის "არმიჩვევის" კანონი და ვის აძლევს სამყარო შანსს ოცნებების ასასრულებლად
11:53 / 14-06-2018
ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ თუკი რაიმე გვსურს, საკუთარ სურვილს რეალურად უნდა მოვერგოთ და გავითავისოთ იგი.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები ანიავებენ ყველაზე ხშირად ქმრის ქონებას
16:42 / 12-06-2018
ალბათ, ნებისმიერი ქალისთვის წარმოადგენს საუკეთესო თერაპიას "შოპინგის" პროცესი და მაღაზიებში სიარული.
ვინ არიან მერწყულები
10:06 / 12-06-2018
მერწყული (19 იანვარი-18 თებერვალი)
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც ბედნიერებას ორმოცი წლის შემდეგ პოულობს
10:18 / 11-06-2018
ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან და ასტროლოგიური მოცემულობის მიხედვით, ყველას ცხოვრებაში მოდის ცუდი ან კარგი პერიოდები.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 11-17 ივნისი
10:15 / 11-06-2018
კვირის დასაწყისიდანვე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ცაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი მოვლენების განვითარების დიდი შანსი არსებობს დედამიწაზეც
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30