ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან და ასტროლოგიური მოცემულობის მიხედვით, ყველას ცხოვრებაში მოდის ცუდი ან კარგი პერიოდები.
პერიოდები გამოცდის და პერიოდები ბედნიერების. ზოგიერთთან ცხოვრების პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთულია, სამაგიეროდ, სამყარო მათ ორმოცი წლის შემდეგ აძლევს შანსს, იპოვონ საკუთარი ბედნიერება და ცხოვრების მიწურული ჰარმონიასა და სიმშვიდეში გაატარონ.
კურო - ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს აუჩქარებელი და ნელი ცხოვრების რიტმი. ეს ხალხი დაუფიქრებლად და იმპულსების კარნახით არასოდეს დგამს ნაბიჯებს. ამიტომ კუროები ნაბიჯ-ნაბიჯ იკეთებენ კარიერას, აგროვებენ მატერიალურ დოვლათს და ქონებას. მხოლოდ ამის მერე რისკავენ და დგამენ ნაბიჯს სერიოზული ურთიერთობებისკენ. აქედან გამომდინარე, ბევრი კურო, დიახაც, რომ ორმოცი წლის შემდეგ პოულობს საკუთარ იდეალურ მეწყვილეს.
მშვილდოსანი - ზოდიაქოს ყველაზე თავქარიანი და მაძიებელი ნიშანია, რომელიც ახალგაზრდობაში დღევანდელი დღით ცხოვრობს და ნაკლებად დარდობს იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. ახალგაზრდა მშვილდოსანი თავს არასოდეს იზღუდავს სერიოზული ვალდებულებებით. ამიტომ მის ცხოვრებაში ბევრი თავგადასავალი და არასტაბილური სიტუაციაა. ასაკის მატებასთან ერთად კი იგი ბრძენდება, ღვინდება და მზადაა, თავი მიუძღვნას ერთადერთ პარტნიორს. ზუსტად ამ პერიოდიდან ახერხებს იგი ჰარმონიის პოვნას ცხოვრებაში. გაგრძელება