მართალია, მამაკაცების 99% თავს ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ.
ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი შესაძლებელია მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...
ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო მოდით გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი
როგორ მოვხიბლოთ კირჩხიბი
ის ცვალებადი, ემოციური და სენტიმენტალური ქალია. მოკლედ, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ქალი. ამიტომ რა გასაკვირია, თუ მამაკაცს რაღაც აუხსნელი ძალა ექაჩება მისკენ. სინამდვილეში, კი ქალი კირჩხიბის "კოზირი" მის დამყოლ ხასიათში, მომთმენ ბუნებასა და ლოიალურობაში მდგომარეობს ძლიერი სქესის მიმართ. ალბათ არც ერთ ქალს არ შეუძლია ამდენი მოითმინოს და აიტანოს პარტნიორის გამო. ფინალში კი ის ანდაზა გაიხსენეთ: "ვინც მოითმენს, ის მოიგებსო"...
თუმცა, საიმისოდ, რომ ასეთი ქალის გული მოიგოს, მამაკაცმა აუცილებლად უნდა დაუმტკიცოს მას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და "ჰაერივით აუცილებელია" იგი მის ცხოვრებაში. კირჩხიბს ყველაზე მეტად ესაჭიროება იმის განცდა, რომ "ზრუნვის ობიექტი" ჰყავს. ამიტომ მანამ სანამ დედა გახდება, ამ ქალის საზრუნავი ქმარი ან საყვარელი ადამიანი უნდა იყოს. შესაბამისად, თუ თქვენ მზად ხართ მეუღლის გარდა, "მოსიყვარულე დედიკოს" კომპანიაც აიტანოთ სახლში თამამად იმოქმედეთ ქალი კირჩხიბის ხელში ჩასაგდებად.
გაგრძელება