კვირის დასაწყისში გამოთქმა: „სიტყვა ვერცხლია, დუმილი ოქრო“ ერთობ აქტუალური იქნება, იმიტომ, რომ აზროვნება-კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პლანეტა მერკური აგრესიულ პლანეტა პლუტონთან აკეთებს დაძაბულ ასპექტებს.
რის ხარჯზეც ადამიანებში განსაკუთრებით მოიმატებს ენამწარეობის მოთხოვნილება. შესაბამისად, ორშაბათი ტრადიციულად „მძიმე დღედ“ რომ არ გექცეთ, აუცილებელია, აკონტოლოთ სიტყვები, მეტი ლოიალურობა გამოიჩინოთ თანამოსაუბრის მიმართ და რაც მთავარია, არ შეეხოთ ოპონენტების „სუსტ წერტილებს“. ამ ორშაბათის სიმძიმე, კომუნიკაციის გარდა, პირად ურთიერთობებზეც აისახება. შესაბამისად, სასურველია, თუკი ყველანაირი სახის ტყუილსა და ილუზიას მოერიდებით პარტნიორულ კავშირებში. მაქსიმალური გულწრფელობა და გახსნილობა საყვარელ ადამიანთან კი იმის საშუალებას მოგცემთ, რომ აქამდე დაგროვილი წყენები და პრობლემები სამუდამოდ გაატანოთ დავიწყების ქარს.
9 მაისს მზე და იუპიტერი ოპოზიციას ქმნიან, რის ხარჯზეც ნებისმიერ ჩვენგანში იზრდება ამაო გეგმების დასახვის მოთხოვნილება. აკონტროლეთ სიტყვები, საკუთარ თავზე ნუ აიღებთ ისეთ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც მომავალში საეჭვო პერსპექტივად გესახებათ, თორემ დიდი ალბათობით, ამ ფუჭ ტრაბახს თქვენივე რეპუტაცია შეეწირება.
11 მაისს მზის და პლუტონის ასპექტის გამო შესაძლებელია, გაცილებით იოლად მოაგვაროთ ფინანსური საკითხები, დაარეგულიროთ ზემდგომებთან ურთიერთობა და ნებისყოფის ხარჯზე მკვდარი წერტილიდან დაძრათ აქამდე „დაკონსერვებული“ პროექტები.
12 მაისს კვირის დასაწყისში არსებული კონფლიქტურობის კოეფიციენტი მარსი-მერკურის დაძაბული ასპექტით გაგრძელდება. ამიტომ ამ კვირაში, ისე, როგორც არასოდეს, უნდა აკონტროლოთ იმპულსურობა, არ ჩაერთოთ დაპირისპირებებში, სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან და ახლო წრის ადამიანებთან ურთიერთობაში. გაგრძელება