ქალების აზრით, მამაკაცები დიდი ბავშვები არიან და პატარებისგან მარტოოდენ სათამაშოს ზომა და ფასი განასხვავებს მათ.
თუმცა, იმას თუ კონკრეტულად რა სახის "სათამაშოთი" იხიბლება თქვენი საყვარელი მამაკაცი, ხშირად ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ იმ გატაცებათა სიას, რომელიც ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცს გააჩნია და რომლის მეშვეობითაც მარტივად შეგიძლიათ მისი გულის მოგება...
ვერძი
ვერძს ომისა და ნგრევის პლანეტა მარსი მართავს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრის საყვარელი გასართობი ხშირად არის იარაღის კოლექციონერობა ან ნადირობა. თუმცა, არც მოტორბოლა და სპორტული მანქანები სტოვებს ვერძს გულგრილს.
კურო
მამაკაცი კურო სიმშვიდის და სტაბილურობის მოყვარულია. მას კარგად ესმის ხარისხის ფასი, ამიტომ იაფფასიანი ნივთებით არასოდეს ინტერესდება. კუროს საყვარელი "გასართობი" ძვირად ღირებული სასმელების კოლექციონერობა ან მებაღეობა შეიძლება იყოს.
ტყუპი
ტყუპი მამაკაცი მრავალმხრივი, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ინდივიდია. ამიტომ ასეთ ხალხს ცხოვრებაში ათასგვარი სახის ინტერესი გააჩნია. თუმცა, ტყუპისთვის ყველაზე საყვარელი გართობა მაინც ინტერნეტი, უახლესი ტექნიკის რეალობაში "დატესტვა" და აზარტული თამაშებია.
კირჩხიბი
მამაკაცი კირჩხიბი ბუნებით ტიპური "კოლექციონერია", კიბოს ზოგადად აქვს მიდრეკილება დამგროვებლობისკენ დაწყებული ნივთებით, დასრულებული სოლიდური ანგარიშით ბანკში იგი ყველაფერს აგროვებს და იმარაგებს "შავი დღისთვის", განსაკუთრებული სიამოვნებით კი კირჩხიბი მამაკაცი ანტიკვარიატს და ძველებურ ნივთებს აგროვებს, რომელიც მას წინაპრებისგან ერგო.
ლომი
ლომი მამაკაცისთვის საკუთარი იმიჯი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ამქვეყნად. ამიტომ ლომი დიდ ყურადღებას აქცევს არამხოლოდ იმას, თუ როგორ გამოიყურება თავად ვიზუალურად, არამედ იმასაც, თუ სად და რა ატმოსფეროში უხდება მას მუშაობა. აქედან გამომდინარე, ლომი მამაკაცის საყვარელი გასართობი ხშირად ძვირფასი და ორიგინალური დიზაინის მქონე სუვენირებია.
ქალწული
მამაკაცი ქალწული ყველაფერში ხარისხს ეძებს. მათ შორის ურთიერთობაში და, რაღა თქმა უნდა, ნივთებშიც. იგი დიდი ყურადღებით ეკიდება კვებისა და ჰიგიენის საკითხს, აქედან გამომდინარე, მისთვის საყვარელი საქმიანობა შეიძლება სხვადასხვა სახის ძვირფასი სუნამოს ან კოსმეტიკის კოლექციონერობა იყოს. მას ასევე მოსწონს ბრენდული სამოსისა და აქსესუარების შეძენა-დაგროვება.
სასწორი
სასწორი მამაკაცები ბუნებით ესთეტები და უჩვეულოდ გალანტური ტიპაჟები არიან. მათ უმრავლესობას ძალიან უყვარს ლამაზად და გემოვნებით ჩაცმა-დახურვა. ამიტომ სასწორის ყველაზე დიდი გატაცება ხშირად მოდური და ძვირფასი სამოსის კოლექციონერობაა. გარდა ამისა, მას არანაკლებ იზიდავს ხელოვნების ნიმუშები და ლამაზი საგნები. გაგრძელება