ვის ელის სიყვარული მაისში?
ვერძი
მაისი სასიყვარულო ექსტაზს გპირდებათ. საყვარელ ადამიანს დაუფიქრებელ, ხისტ ფრაზებს ნუ ეტყვით. იყავით მზრუნველი მის მიმართ და საჩუქრებიც მოუმზადეთ.
კურო
საყვარელ ადამიანს დანაპირები უნდა შეუსრულოთ. თუ ძალა არ გყოფნით, პირდაპირ უთხარით და დახმარებაც სთხოვეთ. მისი დახმარებით კი საერთო საქმეებს უკეთესად გაუმკლავდებით.
ტყუპი
მთელი თვე იქნება რომანტიკული. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. განსაკუთრებით, 21 მაისის შემდეგ, როცა მზე თქვენს ნიშანში გადავა.
კირჩხიბი
19 მაისს ვენერა თქვენს ნიშანში გადაინაცვლებს და რომანტიკულობაც მოიმატებს. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება დაქორწინება შემოგთავაზოთ. დაქორწინებულებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.
ლომი
გააზრებულად იმოქმედეთ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. გახსოვდეთ, რომ თქვენ სუსტი სქესის ხართ.
ქალწული
მოთმინება გმართებთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი გაცივდა თქვენ მიმართ ან უხეშობს. მედიტაცია და ფსიქოლოგიური კონტროლი ემოციების ოკეანეს დაგიმშვიდებთ.
სასწორი
პაემანი, სიყვარულში გამოტყდომა, რომანტიკა გელით. თვის დასაწყისში - ხანმოკლე რომანი, მაგრამ დასამახსოვრებელი. თუ მამაკაცში ან მის ქცევაში ეჭვი შეგეპარებათ, მოერიდეთ ან პირდაპირ უთხარით. ნუ დაიჩაგრავთ თავს.
მორიელი
7-9 მაისს რომანტიკული პაემანი გელით უჩვეულო ადგილას. თუ მარტოხელა ხართ და სიყვარული გწყურიათ, უნდა გააქტიურდეთ. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანი ელის. ნიშნის ყველა წარმომადგენელს გირჩევთ, იზრუნოთ ოჯახის წევრებზე.
მშვილდოსანი
იდეალური ადამიანი არ არსებობს, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას. მეტად გამოავლინეთ ინტერესი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ამ თვეში მხოლოდ ზარმაცებს ელით მარტო დარჩენა.
თხის რქა
რომანტიკული ურთიერთობა საერთო ინტერესების მქონე ადამიანთან გელით. შეგიძლიათ რომანტიკა და საქმეები იდეალურად შეუთავსოთ ერთმანეთს. სასაუბროდ ის თემები შეარჩიეთ, რომლებიც ინტერესს გაუღვიძებს მამაკაცს თქვენდამი.
მერწყული
მაისში საინტერესო და სიმპათიურ მამაკაცთან გელით ნაცნობობა. საიმედო და პერსპექტიულ ურთიერთობებს შექმნით. თუ ხვდებით, რომ თავი მოგაბეზრათ არსებულმა კავშირმა, ეცადეთ, რომანტიკითა და სიურპრიზებით გაახალისოთ იგი.
თევზები
რომანტიკა "თავზე საყრელი გექნებათ". პარტნიორები აღფრთოვანებულები ხართ ერთმანეთით. ერთმანეთს გაუზიარებთ პოზიტივს, შემოქმედებით იდეებს. სიყვარულით ფრთაშესხმული კი პროფესიულ სფეროშიც მიაღწევთ წარმატებას.
რუსუდან გელაშვილი